როდესაც საქმე გლამურულ ივენთებსა და საღამოებს ეხება, სელებრითების უმრავლესობა პროფესიონალ ტანსაცმლის სტილისტს ირჩევს. მაგრამ რა თქმა უნდა, არსებობენ ისეთი ცნობილი ადამიანები, ვისაც სჯერა საკუთარი გემოვნების და სტილის შეგრძნების.
გაიცანით 5 ცნობილი ადამიანი, ვისაც პირადი ტანსაცმლის სტილისტი არ ჰყავს:
1. ბლეიკ ლაივლი
„მომწონს ეს პროცესი. მიყვარს დიზაინი და მოდა. ტანსაცმლის არჩევა შესანიშნავი გზაა გამოხატო საკუთარი კრეატიულობა. ასევე მიყვარს მეგობრებისთვის თმისა და მაკიაჟის გაკეთება, სამზარეულოში ფუსფუსი - მომწონს, როდესაც რაიმე განსხვავებულს ვქმნი“.
2. დაიან კრუგერი
„მე თავად ვარ ჩემი თავის სტილისტი. წითელი ხალიჩისთვის ძალიან ხშირად ვთხოულობ ტანსაცმელს დიზაინერებისგან, რადგან ასე გაცილებით ადვილია. ჩაცმის შემდეგ უბრალოდ უკან ვუბრუნებ და არ მიწევს კაბის საყიდლად სიარული“.
3. ქეით მოსი
90-იანი წლებიდან მოყოლებული, ის სტილისა და მოდის აიკონია. მრავალი დიზაინერის მუზა და მოდის განმსაზღვრელი ადამიანი, რომელმაც უბრალოდ შექმნა ახალი ეპოქა, არ აღიარებს ტანსაცმლის სტილისტებს. ქეით მოსის თითოეული ლუქი, სწორედ ქეითს ეკუთვნის. ალბათ ამიტომაა, ის ასეთი მნიშვნელოვანი ადამიანი ბოლო სამი ათწლეულის მოდის ისტორიაში.
4. დაიან კიტონი
„მე ძალიან მიყვარს ტანსაცმელი და მისი არჩევის პროცესი, ამიტომ, უბრალოდ ყოველთვის ჩემით ვარჩევ ლუქებს“.
5. დიტა ფონ ტიზი
„ერთადერთი თანამედროვე სელებრითი, რომელსაც ვაღმერთებ დაინ კრუგერია. ამის მიზეზი ისაა, რომ ის არ იყენებს ტანსაცმლის სტილისტს. ჩვენ ძალიან ვგავართ ერთმანეთს, ორივე თავად ვირჩევთ რა ჩავიცვათ, ყოველგვარი რჩევების გარეშე“.
თემები: მოდა, ტანსაცმელი, ქალები, რჩევები, ჩაცმულობა
<a href="https://www.harpersbazaar.com/">https://www.harpersbazaar.com/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია