6 ცნობილი ადამიანი, რომლებსაც საკუთარი მრგვალი ფორმები ძალიან მოსწონთ
- 01.07.2020
საზოგადოებაში დამკვიდრებული შეხედულებაა, რომ ლამაზი ქალი, აუცილებლად გამხდარი უნდა იყოს. ტანსაცმლის ზომა - ეს ყველაფერია რაზეც ქალები დარდობენ. სინამდვილეში კი, ყველა მაღაზიას ზომის განსხვავებული სტანდარტები აქვს. ბოლო პერიოდში ახალი მოძრაობა Body Positivity დაიწყო, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი სხეული ლამაზია და სილამაზეს, არანაირი კავშირი არ აქვს ტანსაცმლის ზომასთან. საკუთარი თავის სიყვარული ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა.
1. ჯენიფერ ლოპესი
ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მის სხეულს უბრალოდ აღმერთებდნენ. უცნაურია, მაგრამ იყო დრო, როდესაც მომღერალი საკუთარი მრგვალი ფორმებით იტანჯებოდა:
„ვფიქრობდი, რომ გამხდარი არ ვიყავი, რადგან ფორმები მქონდა. მოგვიანებით ვისწავლე, რომ იყო ჯანმრთელი და მოგწონდეს საკუთარი სხეული, ეს არაა დაკავშირებული სხეულის კონკრეტულ ტიპთან. ეს მთლიანად პერსონალური ნაწილია“.
2. ბიონსე
ბიონსე მრგვალფორმებიანი ქალების შთაგონების წყაროა. მას ყოველთვის მოსწონდა საკუთარი სხეული და მისი თამამი გამოჩენით, სხვებს თვითშეფასების ამაღლებაში ეხმარებოდა.
„ჩვენ საკუთარ თავებს ვერ ვაფასებთ. განსაკუთრებით კი ახალგაზრდები. ჩვენ ვერ აღვიქვამთ, რა საოცარია ჩვენი სხეული“.
3. ოპრა უინფრი
„როდესაც მძულდა ჩემი სხეული და მინდოდა გამხდარი ვყოფილიყავი, თავს დამნაშავედ ვგრძნობდი თითოეული კრუასანის გამო. ვცდილობდი უარი მეთქვა ნახშირწყლებზე, მერე შიმშილი დავიწყე, მერე დიეტა, შემდეგ წუხილი, როდესაც დიეტაზე არ ვიყავი. შემდეგ, მომდევნო დიეტის დაწყებამდე ვჭამდი ყველაფერს, რაც მინდოდა. მთელი ეს ენერგია, ჩემი სხეულის სიყვარულისკენ უნდა მომემართა“.
4. სერენა უილიამსი
ლეგენდარული ჩოგბურთელი უბრალოდ ამაყობს საკუთარი სხეულით.
„ხშირად მეუბნებოდნენ, რომ მასკულინური ვიყავი ან უბრალოდ არასაკმარისად ლამაზი, რომ ტენისის მოთამაშე გავმხდარიყავი. დროთა განმავლობაში ვისწავლე ნეგატივის იგნორირება და საკუთარი თავის შეყვარება დავიწყე... მიყვარს ვინც ვარ... მიყვარს ჩემი სხეული, ჩემი კანი, ჩემი თავდაჯერება და მომწონს ყველაფერი, რაც ჩემს თავს უკავშირდება“.
5. ეშლი გრეჰემი
ეშლი გრეჰემი პირველი პლუს-ზომის მოდელია, რომელიც სპორტული ჟურნალების გარეკანზე საცურაო კოსტიუმში გამოწყობილი გამოჩნდა. შეიძლება ითქვას, რომ მან აიძულა მოდის სფერო თამაშის წესები შეეცვალა.
„მნიშვნელობა არ აქვს რა ზომის ან ფორმისაა შენი სხეული, მთავარია ჯანმრთელობა. პრობლემა ჩვენს ზომაში კი არაა, საქმე ჩვენს გონებას, გულსა და ემოციებს ეხება“.
6. რიანა
რიანამ ერთხელ აღიარა, რომ არასტაბილური ფიგურა აქვს, შესაბამისად ძალიან ადვილად იმატებს წონაში. რაც მომღერალს საერთოდ არ აწუხებს.
„სინამდვილეში ძალიან არასტაბილური სხეული მაქვს. ერთ დღეს შემიძლია სტანდარტული ზომა ჩავიცვა, მეორე კვირაში კი, შესაძლებელია, დიდი ზომის სამოსი დამჭირდეს.“
თემები: სტილი