SEX

5 მითი ვაგინის შესახებ, რომლებიც მამაკაცებმა მოიგონეს - ნაწილი II

5 მითი ვაგინის შესახებ, რომლებიც მამაკაცებმა მოიგონეს - ნაწილი II

შეხსენება: წინა სტატიაში უკვე გაგაცანით მეცნიერულად დადასტურებული 5 ფაქტი შენი ვაგინის შესახებ.

გავიგეთ, რომ ქალების უმრავლესობა ანატომიური მახასიათებლების გამოსახატად, სიტყვა ვაგინას იყენებს. სინამდვილეში, ეს სიტყვა მხოლოდ მცირე მონაკვეთს - ვულვადან საშვილოსნოს ყელამდე არსებულ მოკლე არხს ეწოდება.

გავიგეთ, რომ G-spot უბრალოდ არ არსებობს და ყველა, ვისაც ვაგინა აქვს, ქალი არ არის;

გავიგეთ, რომ ყველა ქალი აპკით არ იბადება, ლაბია არსებობს ყველა ფორმის და ზომის და დროთა განმავლობაში ვაგინა სულაც არ ფართოვდება.

ყველა ტიპის ვაგინის გარშემო კანი, განსხვავებული ფერისაა

5 მითი ვაგინის შესახებ, რომლებიც მამაკაცებმა მოიგონეს - ნაწილი II

ვაგინის გარშემო კანი და ლაბიის ფერი არ არის დაკავშირებული კანის ზოგად ფერთან. ღია კანის ფერის მქონე ქალს, შესაძლებელია ჰქონდეს ყავისფერი ან მოიისფრო ლაბია. ხოლო ზოგ მუქკანიან ადამიანს, შედარებით ღია ფერის ვულვა აქვს. ასევე, განსხვავებული არეები განსხვავებული ფერით ხასიათდება. მაგალითად, ლაბიას კიდეები, შესაძლებელია იყოს მუქი ფერის, ხოლო ცენტში, კლიტორისკენ ღია ვარდისფერი. არ არსებობს სტანდარტული ფერი, თუ როგორი უნდა იყოს შენი ვაგინა. ნებისმიერი ფერის შემთხვევაში, ის განსაკუთრებული და უნიკალურია.

ვაგინას თვითწმენდა შეუძლია

5 მითი ვაგინის შესახებ, რომლებიც მამაკაცებმა მოიგონეს - ნაწილი II

წლების განმავლობაში ვაგინის გამორეცხვა ნორმად იყო მიჩნეული. სინამდვილეში კი ის აზიანებს ვაგინალურ კედლებს და გამოდევნის სასარგებლო ბაქტერიებს. თანაც, ვაგინას სულაც არ სჭირდება დამატებითი წმენდა, რადგან მას შეუძლია საკუთარი თავი გაასუფთავოს. შხაპის დროს პარაბენებისა და ქიმიკატებისგან თავისუფალი ინტიმური გელი ყველაფერია, რაც ვაგინის გასასუფთავებლად დაგჭირდება.

ერთი თვის განმავლობაში, შესაძლებელია შეიცვალოს ვაგინის სუნი

5 მითი ვაგინის შესახებ, რომლებიც მამაკაცებმა მოიგონეს - ნაწილი II

მენსტრუალური ციკლი განაპირობებს ვაგინის სურნელს. მენსტუაციამდე და მენსტრუაციისშემდგომი სუნი, შესაძლებელია მკვეთრად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. ამასთან ერთად, არ არსებობს უსუნო ვაგინა. მსუბუქი, მაგრამ შესამჩნევი სურნელი აბსოლუტურად ბუნებრივი მოვლენაა.

5 მითი ვაგინის შესახებ, რომლებიც მამაკაცებმა მოიგონეს - ნაწილი I

ორგაზმი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა

5 მითი ვაგინის შესახებ, რომლებიც მამაკაცებმა მოიგონეს - ნაწილი II

რეგულარული სექსი და ორგაზმი ამცირებს სტრესისა და შფოთის დონეს. უფრო მეტიც, მასტურბაციასაც ზუსტად იგივე ეფექტი აქვს ქალის ზოგად ჯანმრთელობაზე. ესტროგენები და ოქსიტოცინი, რომელიც ორგაზმის დროს გამოიყოფა, სტრესის ძირითად ჰორმონის, კორტისოლის გამომუშავებას ამცირებს.

ვაგინა სუპერმასიური შავი ხვრელი სულაც არ არის

5 მითი ვაგინის შესახებ, რომლებიც მამაკაცებმა მოიგონეს - ნაწილი II

შეუძლებელია ვაგინაში რამე გაუჩინარდეს. თუ ტამპონი „დაკარგე“, მარტივი ვარჯიშები, მაგალითად, ჩაჯდომები დაგეხმარება. ვაგინის კუნთების გავარჯიშებით, დამალული ტამპონი აუცილებლად გამოძრავდება. თუმცა გაითვალისწინეთ, ნუ დაელოდებით მეტისმეტად დიდხანს ტამპონის „გამოსვლას“, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს - ის წამებში დაგეხმარებათ.