1. ისინი აკონტროლებენ ემოციებს
წამიერი გაბრაზების ნაცვლად, ემოციურად ზრდასრული ადამიანები ახერხებენ რეალური სიტუაციის შეფასებას და ემოციების მართვას.
2. ისინი იღებენ პასუხისმგებლობას
ადამიანები ყოველდღე აკეთებენ არჩევანს, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება შედეგები. ზრდასრულ ადამიანს შეუძლია საკუთარ არჩევანზე, ქმედებებსა და შედეგებზე პასუხისმგებლობის აღება.
3. ისინი მადლიერები არიან
ემოციურად ზრდასრული ადამიანები მადლიერები არიან იმისთვის, რაც აქვთ და არ წუწუნებენ იმაზე, რაც არ აქვთ. ცხოვრებაში არაფერია გარანტირებული, ამიტომ მოცემული მომენტით კმაყოფილება, ბედნიერების აუცილებელი კომპონენტია.
4. მათ შეუძლიათ მიიღონ საკუთარი თავი
სულაც არ არის ადვილი მიიღო საკუთარი თავი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სხვები გეუბნებიან, რომ უნდა შეიცვალო. ემოციურად ზრდასრულ ადამიანებს შეუძლიათ მიიღონ საკუთარი ნაკლოვანებები, ძლიერი მხარეები და ხასიათი. ისინი თავდაჯერებულები არიან.
5. ისინი აღიარებენ, რომ უამრავი რამ არ იციან
სამყარო უსასრულოა. შეუძლებელია იცოდე ყველაფერი. ზრდასრულმა ადამიანებმა ეს შესანიშნავად იციან, აღიარებენ ამ ფაქტს და ცდილობენ, მეტი ცოდნა მიიღონ.
6. ისინი თავმდაბლები არიან
ცხოვრებაში რა პოზიციაც არ უნდა დაიკავო, თითოეულ ადამიანს პატივისცემით უნდა მოექცე. ზრდასრულ ადამიანებს არ ახასიათებთ სიამაყე და შესანიშნავად იციან, რომ სინამდვილეში ყველა ადამიანი თანასწორია.
7. ისინი არ განიკითხავენ
თითოეული ადამიანი უნიკალურია და ყველას თავისი პერსპექტივა აქვს. თუ თავს სხვების ადგილას წარმოიდგენ, შეძლებ გაიგო თუ რატომ მოიქცა კონკრეტული ადამიანი ასე. ემოციურად ზრდასრული ადამიანები, განკითხვის ნაცვლად სხვა ადამიანების გაგებასა და თანადგომას ცდილობენ.
თემები: ქცევები, თავდაჯერებულობა, ადამიანები, ქცევის წესები
<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია