1. ხვალიდან აღარ უნდა გაექცე საკუთარ შიშებს - უფრო მეტიც, პირისპირ უნდა შეხვდე, რათა ისინი დაამარცხო;
2. ხვალიდან უნდა შეწყვიტო წარსულზე ფიქრი და მომავალისკენ სვლა განაგრძო;
3. ხვალიდან აღარ უნდა იყო კმაყოფილი იმით, რასაც ცხოვრება გთავაზობს და იბრძოლო იმის მისაღებად, რასაც იმსახურებ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს დიდი ხნის განმავლობაში ლოდინს ნიშნავს;
4. ხვალიდან უნდა შეწყვიტო საკუთარი თავის სიძულვილი და მიიღო შენი თავი ისეთი, როგორიც ხარ;
5. ხვალიდან უნდა დაასრულო იმის კეთება, რაც არ გსიამოვნებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ იცი, რისი კეთება გინდა;
6. ხვალიდან თავი უნდა დაანებო იმ სამსახურს, რომელიც გძულს. მაშინაც კი, თუ ამის შემდეგ, ცოტა ხნის განმავლობაში, თავს ცუდად იგრძნობ;
7. ხვალიდან მხოლოდ იმ ადამიანებთან ერთად უნდა გაატარო დრო, ვისაც უყვარხარ და ვინც ცხოვრებას გიფერადებს;
8. ხვალიდან უნდა დაასრულო ის ურთიერთობა, რომელსაც მომავალი არ აქვს;
9. ხვალიდან უნდა შეწყვიტო სხვა ადამიანების მოლოდინებით ცხოვრება - ისეთი ცხოვრება, რომელშიც ზუსტად ისეთი ხარ, როგორიც სხვებს უნდათ, რომ იყო;
10. ხვალიდან უნდა შეწყვიტო იმაზე ფიქრი, თუ რა მოსწონთ სხვებს - იფიქრე იმაზე, შენ რა მოგწონს;
11. ხვალიდან უნდა შეწყვიტო საკუთარი თავის მოტყუება და აღიარო - სინამდვილეში რა გინდა. ამის შემდეგ კი ჯიუტად განაგრძო მიზნისკენ სვლა.
თემები: ბედნიერება, ურთიერთობა, მზრუნველობა, ქალები, რჩევები, იმედგაცრუება, დაშორება
<a href="https://thoughtcatalog.com/">https://thoughtcatalog.com/</a>