ჯანმრთელობა

ყველაფერი, რაც Energy Diet Smart-ის შესახებ უნდა იცოდეთ

ყველაფერი, რაც Energy Diet Smart-ის შესახებ უნდა იცოდეთ

ზაფხულში სეზონზე დიეტები ძალიან აქტუალურია. ამ დროს მრავალფეროვანი ხილითა და ბოსტნეულით ძალიან ადვილია კვების რაციონის გამდიდრება. თანაც ყველას უნდა, ზღვის სეზონზე განსაკუთრებით მომხიბვლელად გამოიყურებოდეს.

ყველაფერი, რაც Energy Diet Smart-ის შესახებ უნდა იცოდეთ

ხშირად ამბობენ, რომ წონის პრობლემა ჩვენი ეპოქის დაავადებაა. ამის მიზეზი თანამედროვე ცხოვრების წესია - მთელი დღის განმავლობაში, ფიზიკურად პასიური მუშაობა, გადატვირთული დღის გრაფიკი და დროის ათვლა შეხვედრიდან შეხვედრამდე.

თითქოს არსად რჩება ადგილი ფიზიკური აქტივობებისა და ჯანსაღი კვებისთვის, შედეგად კი ძალიან გავრცელებულ ჭარბი წონის პრობლემას ვიღებთ.

ყველაფერი, რაც Energy Diet Smart-ის შესახებ უნდა იცოდეთ

Energy Diet Smart-ის კოქტეილები, სწორედ, დატვირთული ადამიანებისთვისაა შექმნილი. ვიტამინებით, ცილებითა და ამინომჟავებით სავსე ჭკვიანი კოქტეილები დაბალანსებული და სრულფასოვანი კვების იდეალური საშუალებაა. მათში თავმოყრილია ყველა ის ვიტამინი და მინერალი, რომელიც ორგანიზმს სწორი ფუნქციონირებისათვის, სიჯანსაღისა და ენერგიისთვის სჭირდება. თუმცა ამასთან ერთად, ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინების და მიკროელემენტებისა ნაზავი, ხელს უწყობს წონის ჯანსაღ კორექციასა და შიმშილის გრძნობის დაკმაყოფილებას. Energy Diet Smart არის მარტივი და მოსახერხებელი საშუალება მათთვის, ვისაც ცხოვრების აქტიური წესისთვის, დრო უბრალოდ არ რჩება.

BO-4 Multipic:

Energy Diet Smart -ის მიღებისას, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ წონის ჯანსაღი კლების მთავარი კომპონენტები - წყლისა და საკვების ბალანსი. დღის განმავლობაში რეკომენდებულია 2 ლიტრამდე წყლის მიღება, თუმცა კონკრეტული წესების დაცვით - ჭამამდე და ჭამის შემდეგ ნახევარი საათის შუალედით. ხოლო კოქტეილების გარდა, სხვა საკვების მირთმევა სულ მცირე ორჯერ. ასეთი დიეტით, თქვენ შეძლებთ ორგანიზმი გადააწყოთ ჯანსაღ რეჟიმზე, მისცეთ მას შიმშილის სიგნალების სწორ დროს გამოშვების შესაძლებლობა და თანაც, დაცავთ ორგანიზმს გამოშრობისგან. დიეტის დაცვა და წონაში კლება, უამრავი ადამიანის გამოწვევაა, თუმცა Energy Diet Smart -ის კოქტილები პროცესს აადვილებს - მისი შემადგენლობის გამო, აუტანელი შიმშილის გრძნობა მარტივად ქრება. შედეგად კი დაკლებულ კილოგრამებს ადვილად, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გარეშე მიიღებთ.

თუმცა, უნდა გაითვალისწინოთ, რომ Energy Diet Smart-ის დაბალანსებული საკვების წონის კორექციისათვის მიღებამდე, აუცილებელია გქონდეთ სრული ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ. პროდუქტის არასწორმა გამოყენება - გადაჭარბებული ულუფებით ან საკვებისა და წყლის არ მიღებამ შესაძლებელია სასურველი შედეგამდე ვერ მიგიყვანოთ. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რომ ლაქტაციისა და ორსულობის დროს, არ არის რეკომენდებული მისი მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

ყველაფერი, რაც Energy Diet Smart-ის შესახებ უნდა იცოდეთ

Energy Diet Smart-ის მწარმოებელი NL International-ია, რომელიც უკვე 20 წელია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირში, წარმატებით ოპერირებს. კომპანიის მთავარი მიზანი საუკეთესო ხარისხის ბიო პროდუქციის წარმოებაა - 300-ზე მეტი დასახელების პროდუქტის შექმნაში კი ჩართულები არიან მაღალკვალიფიციური ნუტრიციოლოგები, ენდოკრინოლოგები, კოსმეტოლოგები და პედიატრები.

საქართველოში NL international 2017 წელს შემოვიდა. ამ დროის განმავლობაში კომპანიის წარმოებული - კოქტეილების, წვენების, წვნიანებისა და წასახემსებლების პოპულარობა არამხოლოდ ხარისხმა, არამედ მისმა ეფექტურობამაც გამოიწვია. Energy Diet Smart მალე გადაიქცა ყველაზე მოთხოვნად პროდუქტად, რომელსაც რეკომენდაციას მსოფლიოს წამყვანი ექიმები და სპორტული ინსტრუქტორები უწევენ. Energy Diet Smart ეს არის ჭკვიანი საჭმელი, რომელშიც თავმოყრილია ყველა ის ნივთიერება, რაც აუცილებელია ჯანსაღი და სრულფასოვანი კვებისთვის.