3 მეცნიერულად დამტკიცებული გზა, თუ როგორ ინარჩუნებენ წარმატებული ადამიანები სიმშვიდეს
- 30.07.2020
საიდუმლო არ არის, რომ ზოგიერთი ადამიანი ნებისმიერ სიტუაციაში ინარჩუნებს სიმშვიდეს. საინტერესო ისაა, თუ როგორ ახერხებენ ამას. სამეცნიერო ენაზე, სიმშვიდის შენარჩუნებას სტრესულ სიტუაციებში „კოგნიტური კონტროლი“ ეწოდება. ამ ჯადოსნური საშუალებით, წარმატებული ადამიანები ახერხებენ სიმშვიდის შენარჩუნებას ნებისმიერ შემთხვევაში.
გაიცანით მეცნიერულად დამტკიცებული 3 გზა, რომელიც კოგნიტური კონტროლის განვითარებაში დაგეხმარებათ.
არ სცადო დამშვიდება, უბრალოდ პოზიტივზე კონცენტრირდი
სტრესულ სიტუაციებში ადამიანების პირველი ინსტინქტი თავის დამშვიდებაა. თუმცა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს ცუდი იდეაა.
პირველ რიგში, სტრესის დროს, ადამიანი ფიქრობს, რომ აუცილებლად ცუდი შედეგები დადგება. ასეთ დროს თავის დამშვიდება ამ შიშებს და მოლოდინებს კი არ აქრობს, უბრალოდ მალავს. რომლებიც მომავალ სტრესულ სიტუაციებში, აუცილებლად კიდევ უფრო გაძლიერდებიან.
უმჯობესია გამოცოცხლდე, აღფრთოვანდე და პოზიტიურ მომავალზე იფიქრო
სხვა სიტყვებით, პოზიტიურ შედეგებზე ორიენტირება, თავისთავად გამოიწვევს სიმშვიდის შეგრძნებას. ხოლო ხელოვნურად „დამშვიდება“, მხოლოდ და მხოლოდ თავის მოტყუებაა.
არ იქონიო მოლოდინები
მომავალზე ფიქრისას, ადამიანების უმრავლესობას შფოთი უმწვავდება. ამის კლასიკური მიზეზი, მომავალ იმდეგაცრუებებზე ფიქრია. როდესაც მომავალში არსებულ დანაკარგებზე ფიქრობ, ეს მთლიანად ცვლის რეალობაში არსებულ გადაწყვეტილებებს - რისკებს, რომლებსაც იღებ.
სხვა სიტყვებით, იმდენად გეშინია მომავალში რამე არ დაკარგო, ახლა მოქმედებაზე უარს ამბობ. მართალია შესაძლებლობებზე უარის თქმა ფიზიკურად ნაკლებად შესამჩნევია, მაგრამ კოგნიტურად, მუდმივად დანაკარგზე ფიქრი, კოგნიტურ კონტროლს აზიანებს.
ამიტომ დაივიწყე მოლოდინები და იფიქრე იმაზე, სად ხარ ახლა და რისი გაკეთება გინდა.
დისტანცირდი სტრესული სიტუაციებიდან
ტოქსიკური თანამშრომელი, მეგობარი, შეყვარებული ან უფროსი, მთავარი მიზეზია, რის გამოც ძირითადად სტრესს უჩივი. ასეთი ადამიანების გავლენა სხვების შინაგან სამყაროზე საკმაოდ ძლიერია. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც თავად არიან რთულ სიტუაციებში.
ძალიან რთული, მაგრამ საუკეთესო გზაა, ტოქსიკური ადამიანები მარტო დატოვო რთულ სიტუაციებში და დისტანცირდე მათი სტრესისგან. ამგვარად, გაბრაზების და შფოთის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად შემცირდება და სიმშვიდით აგავსებს.
თემები: სიმშვიდე, ბედნიერება, ცხოვრების გაკვეთილები, დაბრკოლებების გადალახვა, ემოციები, წარმატება, მოტივაცია, წარმატების მიღწევა, ბედნიერი ცხოვრება, კარიერა
<a href="www-forbes-com">www-forbes-com</a>