რომანტიკული ადამიანია, მაგრამ არ უყვარს ცვლილებები - საინტერესო ფაქტები კუროს ზოდიაქოს შესახებ
- 08.08.2020
კურო მიწის სტიქიის ნიშნების წარმომადგენელია. როგორც წესი, კურო სტაბილური ადამიანია, რომელსაც არ უყვარს ცვლილებები. უფრო მეტიც - მათი ეშინია. მათთვის ძალიან რთულია ცხოვრებაში ახალი ადამიანის შემოშვება ცხოვრებაში და საკუთარი თავის გაცნობა. ალბათ ამიტომ, ძალიან ხშირად მიიჩნევენ, რომ კურო უგულო, ცივი ადამიანია.
ამ ნიშნის წარმომადგენლებს, ყველაზე მეტად, დამოუკიდებლობის დაკარგვის ეშინიათ. ეს ადამიანი, მხოლოდ საკუთარი თავის იმედად, იმდენად დიდი ხნის განმავლობაში იყო, რომ ახლა აღარ სურს, სხვა ადამიანი შემოუშვას ცხოვრებაში. კუროს მხოლოდ იმიტომ ეშინია ახალი ადამიანის, რომ დარწმუნებულია, სხვა აუცილებლად მიატოვებს.
სიმართლე ისაა, რომ გულის სიღრმეში, კურო ძალიან რომანტიკული ადამიანია და ოცნებობს, ნამდვილი სიყვარული იპოვოს, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდება. როდესაც საქმე პირად ურთიერთობებს ეხება, ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან დიდხანს ფიქრობენ, რადგან მათ უბრალოდ არ სურთ მოკლევადიანი ურთიერთობის გამო, ცხოვრების სტილი შეცვალონ.
კუროს ძალიან ეშინია, რომ ურთიერთობა და სიყვარული დიდხანს არ გაგრძელდება, ამიტომ ის უბრალოდ გარბის. წარსული გამოცდილების მიხედვით, კურომ ძალიან კარგად იცის, რომ ურთიერთობაში ადამიანები მას გარანტირებულად აღიქვამენ და არ აფასებენ მის სიკეთეს - ფიქრობენ, რომ ეს მხოლოდ სისუსტის ნიშანია.
სინამდვილეში კურო ძალიან ძლიერი ადამიანია, რომელსაც მთელი გულით, ცხოვრების ბოლომდე შეუძლია შეყვარება, თუმცა ძალიან კარგად იცის, რომ ადამიანები სათანადოდ ვერ აფასებენ სიყვარულის უნარს და უბრალოდ გულს ტკენენ. სწორედ ამიტომ, მას ურჩევნია, იყოს მარტო.
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, კურო