ბათუმი განსაკუთრებული ქალაქია. ალბათ იმიტომ, რომ ეს პატარა საპორტო ქალაქი თავის თავში აერთიანებს ევროპასა და აზიას. „პორტო ფრანკო“, იგივე თავისუფალი ნავსადგური, XIX საუკუნიდან მოყოლებული ყველა ეროვნების ადამიანის დანიშნულების წერტილი გახდა.
დღეს ბათუმი ქვეყნის ყველაზე აქტიური ტურისტული ქალაქია - ევროპული ქუჩებითა და შავი ზღვის სანაპიროთი, სადაც მზე განსაკუთრებულად ანათებს. ქალაქი, რომელიც ძირითადად უცხოელი ტურისტებითაა სავსე, პანდემიის რეალობაში ქართველი დამსვენებლებით გამოირჩევა. ალბათ ამიტომ, წელს კიდევ უფრო მშობლიურია ბათუმი.
ეს ქალაქი ფოტოგრაფების საყვარელი ადგილიცაა - სხვაგან სად შეხვდებით ისტორიის სავსე შენობების; „თავისუფალ ნავსადგურის“; მზის, რომელიც, როგორც უკვე გითხარით სულ სხვანაირად ანათებს და სუბტროპიკული ჰავით ამწვანებული მთების კომბინაციას. ალბათ, არც არსად. ამიტომ, ბათუმი საუკეთესო ადგილია მათთვის, ვისაც განსხვავებული ფოტოების გადაღება განსაკუთრებულად უყვარს.
ქალაქი
ბათუმში ფოტოგადაღებისთვის საუკეთესო ლოკაციის ძებნა, აუცილებლად თავად ქალაქით უნდა დაიწყოთ. ევროპული სტილით აშენებული, დაბალი სახლები, ხაზებად დაპროექტებული ქუჩები, ბათუმის სიმბოლოდ ქცეული ველოსიპედის წითლადშეღებილი ბილიკები და ამწვანებული პალმები - გინახავთ ბათუმის ქუჩებში გადაღებული ცუდი ფოტო? რა თქმა უნდა, არ გინახავთ.
ბათუმის პორტი
შეუძლებელია ქალაქი ისე დატოვოთ, რომ ერთი ფოტო ისტორიულ პორტში არ გადაიღოთ. „თავისუფალი ნავსადგური“ სავსეა საპორტო ქალაქის რომანტიკით - უშველებელი სატვირთო გემებით, მეთევზეებით და ჩამავლი მზის ფონზე მოსრიალე იალქნიანი ნავებით.
მწვანე კონცხი
ბათუმიდან სულ რაღაც 10 წუთის სავალზე, ჰოლივუდური კინოფილმის ჯადოსნურ გადასაღებ მოედანს შეხვდებით - ეს ბათუმის ბოტანიკური ბაღია. ამ ადგილას სუბტროპიკული ფლორის ნამდვილ მშვენებებს გადაეყრებით. მწვანე კონცხს, ფოტოების გადასაღებად, ის ადამიანების კი სტუმრობენ, ვისაც ეს საქმე საერთოდ არ უყვარს.
ძველი ბულვარი
იცოდით, რომ ამ ზღვისპირა პარკს სამსაუკუნოვანი ისტორია აქვს? ბულვარი მთლიანად მიუყვება ძველი ქალაქის სანაპირო ზოლს და ბათუმის განსაკუთრებულ, ზღვისპირა კურორტის ხასიათს ქმნის. აქ მთლიანად გავიწყდება, რომ ბათუმი, ეს „თავისუფალი ნავსადგურია“.
სანაპირო
ბათუმი კიდევ იმითაა გამორჩეული, რომ ისტორიული ქალაქის გარდა, თანამედროვე ადგილია. თანაც ისე, რომ ბათუმის არც ერთი სახე არ იკარგება. საკმარისია ძველი ბულვარიდან სანაპიროზე გადახვიდე, რომ აქ სამყაროს ყველა სიახლეს შეხვდები. ბათუმი ყველაზე უკეთ ირგებს სიახლეებს, თანაც ყოველწიურად.
წელს ბათუმის სანაპიროს მთავარი ლოკაცია Mastercard-ის სანაპიროა - ადგილი, რომელიც საერთოდ არ ჰგავს ბათუმს და თან, ყველაზე მეტად უხდება ქალაქის ხასიათს. ამ ადგილას, ტროპიკული ოცნებების კედელთან, წელს ნამდვილად ყველაზე დასამახსოვრებელი ფოტოების გადაღებაა შესაძლებელი.
ბედნიერ ბათუმურ დასვენებას და ბევრ ლამაზ ფოტოს გისურვებთ!
თემები: მოგზაურობა
ყველაზე პოპულარული
ტრენდი გირჩევთ
შემდეგი სტატია