LIFE

10 გაკვეთილი ცხოვრებისგან, რომელიც 30 წლამდე უნდა ისწავლო

10 გაკვეთილი ცხოვრებისგან, რომელიც 30 წლამდე უნდა ისწავლო

ყოველთვის დარწმუნდი, რომ სამყაროში უფრო მეტ სიყვარულს ავრცელებ, ვიდრე სიძულვილს. გახსოვდეს, რომ ენერგია არ იკარგება და ზუსტად ის დაგიბრუნდება ცხოვრებაში, რაც გაეცი;

მოწონება და სიყვარული ერთმანეთში არ აგერიოს

როდესაც ადამიანი მოგწონს, არ ნიშნავს, რომ გიყვარს. ზოგჯერ, ემოციურად იმდენად ცარიელი ხარ, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია შენი მოხიბვლა. ეს არ არის სიყვარული. სიყვარული არასოდეს იბადება სიცარიელის შეგრძნებიდან;

არასოდეს დაკარგო შენი თავი, როდესაც სხვა გიყვარს

გახსოვდეს, რომ სხვა ადამიანები მიდიან, ერთადერთი, ვინც მუდამ შენს გვერდით რჩება, შენი თავია. პატივი ეცი მას;

ისწავლე დათმობა

შეუძლებელია ყველაფერი მიიღო. ამიტომ კარგად დაალაგე პრიორიტეტები და მიიღე ის, რაც მართლა გსურს;

შენ ახლა ცხოვრობ

ამიტომ შეწყვიტე წარსულზე დარდი და მომავალზე ოცნება. დრო შეზღუდული რესურსია, გახსოვდეს ეს და კონცენტრირდი სად ხარ ახლა და რისი გაკეთება გინდა;

გარისკე ან დაკარგე შესაძლებლობა

 რაც არ უნდა გააკეთო ახლა, მომავალში მაინც ფიქრიანი შეაფასებ. ამიტომ გააკეთე ის, რაც გულს ოდნავ მაინც გიჩქარებს. უმჯობესია გააკეთო და ინანო, ვიდრე არ გააკეთო და იფიქრო, თუ რა იქნებოდა, რომ გაგეკეთებინა;

არ არსებობს „მუდამ“

ნუ იცხოვრებ ზღაპარში და მიიღე რეალობა - ასე ბევრ გულისტკენას აირიდებ თავიდან;

იპოვე რაც გიყვარს და იმისთვის იცხოვრე

ასე ცხოვრება სასიამოვნოა გაღვიძება. ყოველდილით ბედნიერი გაახელ თვალებს და იგრძნობ, რომ ცხოვრებას აზრი ნამდვილად აქვს;

არასოდეს დაივიწყო, ვინ ხარ შენ

გახსოვდეს, რომ ყველა ადამიანი უნიკალურია. მოუსმინე სხვების რჩევებს, გაითვალისწინე სხვების გამოცდილება, მაგრამ გახსოვდეს, რომ შეიძლება შენ სხვა მიდგომები გჭირდება;

იყავი ადამიანი, რომელიც მოქმედებს

სიტყვებს არ მისცე საშუალება გაგასულელონ. გულწრფელობა ძალიან იშვიათია, აი ქმედებები კი მუდამ ამტკიცებენ ადამიანების განზრახვას.