LIFE

7 ნიშანი იმისა, რომ ცალმხრივ ურთიერთობაში გაიჭედე

7 ნიშანი იმისა, რომ ცალმხრივ ურთიერთობაში გაიჭედე

1. ყოველთვის შენ ხარ საერთო გეგმების ინიციატორი

7 ნიშანი იმისა, რომ ცალმხრივ ურთიერთობაში გაიჭედე

თუ არ დაურეკავ ან არ მისწერ, შესაძლოა რამდენიმე დღე არც გაახსენდე. ხოლო როდესაც შეეხმიანები, ნეიტრალურ პასუხებს იღებ. თანაც ყოველი პაემნის ან საერთო გეგმის მოფიქრებაც შენი „პასუხისმგებლობაა“.

2. გრძნობ, რომ არ იცნობ შენს პარტნიორს

7 ნიშანი იმისა, რომ ცალმხრივ ურთიერთობაში გაიჭედე

არასოდეს გიზიარებს საკუთარ წარსულს, აწყმოსა თუ მომავალს. კითხვებს ყოველთვის შენ სვამ, თუმცა მხოლოდ ზედაპირულ პასუხებს იღებ.

3. გეშინია, მასთან საკუთარი თავი ბოლომდე გამოავლინო

7 ნიშანი იმისა, რომ ცალმხრივ ურთიერთობაში გაიჭედე

არ იცი, შეძლებს თუ არა შენი ნამდვილი სახის მიღებას. ამიტომ გამუდმებით მალავ შენს სურვილებსა და უნიკალურობას.

4. მის სურვილებს საკუთარზე წინ აყენებ

7 ნიშანი იმისა, რომ ცალმხრივ ურთიერთობაში გაიჭედე

როდესაც ერთად ხარ, მუდამ ითვალისწინებ მის სურვილებს და ისე იქცევი, როგორც მას უნდა. თუმცა საპასუხოდ ვერასოდეს იღებ იგივე დამოკიდებულებას.

5. ხშირად ცდილობ მის გამართლებას

7 ნიშანი იმისა, რომ ცალმხრივ ურთიერთობაში გაიჭედე

ძირითადად ისე იქცევა, რომ მის საქციელს გამართლების მოფიქრება სჭირდება. შენც ხშირად გიწევს ოჯახის წევრებისა და მეგობრების წინაშე მისი გამართლება.

6. გეშინია მისი გაბრაზების

7 ნიშანი იმისა, რომ ცალმხრივ ურთიერთობაში გაიჭედე

გეშინია, რადგან ზუსტად იცი, რომ ის აუცილებლად წავა და შენს გამო საკუთარ თავის პატარა ნაწილსაც კი არ დათმობს.

7. ხშირად იხდი ბოდიშს

7 ნიშანი იმისა, რომ ცალმხრივ ურთიერთობაში გაიჭედე

მაშინაც კი, თუ დამნაშავე არ ხარ. თუ თქვენს ურთიერთობაში რამე ცუდი ხდება, მუდამ ფიქრობ, რომ ეს შენი ბრალია. ის მუდამ ცდილობს პასუხისმგებლობა შენზე გადმოიტანოს.

თუ ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან უმრავლესობა შენთვის ნაცნობია, მაშინ დაიმახსოვრე - დროა გაიქცე და აღარასოდეს მოიხედო უკან!



<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>