1. „ცხენის კუდი“
თმის ფოლიკულების ქვეშ, მდებარეობს ძალიან მგრძნობიარე ზონა, რომელსაც შეუძლია ტკივილის შეგრძნება გააქტიუროს. როდესაც „ცხენის კუდს“ ატარებ, ასე ჭიმავ თმის თითოეულ ფოლიკულს და ერთიანად ააქტიურებ მგრძნობიარე ზონას. შედეგად კი თავის ტკივილს იღებ. ეს ვარცხნილობა თავის ტკივილის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია.
2. ზედმეტად მოჭერილი თმის სარტყელი
დიახ, თუ შუბლზე ან სკალპზე მთელი დღის განმავლობაში გადაიჭერ თმის სარტყელს, მაშინ შედეგად თავის ტკივილს მიიღებ. მიზეზი ისაა, რომ ზედმეტად მოჭერილი თმის სარტყელი ან ნებისმიერი თმის სამაგრი, სისხლის მიმოქცევას აფერხებს.
3. მჭიდრო ნაწნავები
ეს ვარცხნილობა იმეორებს „ცხენის კუდის“ ეფექტებს. თანაც დამატებით ზიანს უქმნის თმის ღერის ჯანმრთელობას. თუ ხშირად ატარებთ მჭიდრო ნაწნავებს, დიდი შანსია თმა გამოშრეს და მტვრევადი გახდეს.
4. თმის დაგრძელება
კაპსულები, რომლითაც ხელოვნური თმა ბუნებრივს უმაგრდება, ზედმეტად ქაჩავს თმის ძირს. შედეგად კი ვიღებთ დაჭიმულ თმის ძირებს, გააქტიურებულ მგრძნობიარე ზონას და თავის ტკივილს.
თემები: თმა, სტილი, ვარცხნილობა, რჩევები ქალებს, სილამაზე ყველა ასაკში, ტრენდი
<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>