მორიელი
მიიჩნევა, რომ მორიელი ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე ნიშანია, თუმცა მათ ძალიან კარგად იციან, რომ სიყვარული და სექსი განსხვავებული თემებია. მიუხედავად იმისა, რომ მორიელი ოცნებობს სასიყვარულო თავგადასავალში გადაშვებას, ცხოვრებამ ასწავლა, რომ ადამიანების ნდობა არ შეიძლება. მართალია მათ ბოლომდე არ გადაიწურეს იმედი, თუმცა ურთიერთობის დასაწყებად და სიყვარულის მისაღებად, დიდი დრო სჭირდებათ.
ტყუპები
ტყუპებს უყვართ სიყვარულის იდეა, თუმცა მიზეზი, რის გამოც სკეპტიკურად არიან განწყობილნი ისაა, რომ ამისთვის თავის მიძღვნაა საჭირო. ტყუპების ნიშნის წარმომადგენლები ყოველგვარი შეზღუდვებისა და აკრძალვების გარეშე ცხოვრობენ. ამიტომ, მაშინაც კი, როდესაც უყვართ, კვლავ ეჭვით უყურებენ საკუთარ გრძნობებს - ეს ნამდვილად სიყვარულია? სამყაროში ამაზე უკეთესი გრძნობებიც ხომ არ არსებობს?
ქალწული
თუ რომელიმე ადამიანი დიდხანს აანალიზებს მოვლენას, იცი, რომ ის ქალწულია. მართალია როგორც პარტნიორი ის ძალიან თანამგრძნობი, მომთმენი და მოსიყვარულეა, თუმცა სანამ ურთიერთობას დაიწყებს, მანამდე ძალიან ბევრს იფიქრებს. ქალწულს არ უნდა დროის დაკარგვა, მას სჯერა, რომ სიყვარული საუკეთესო გრძნობაა სამყაროში, თუმცა იქნებ მომავალმა პარტნიორმა იმედები ვერ გაამართლოს?
თემები: ზოდიაქო, ზოდიაქოს ნიშნები, ჰოროსკოპი, მორიელი, ტყუპები, ქალწული