LIFE

4 რჩევა, როგორ შევიძინოთ მეგობრები ახალ სამსახურში

4 რჩევა, როგორ შევიძინოთ მეგობრები ახალ სამსახურში

არ დაგეზაროთ მუშაობა

თუ გსურთ დაუმეგობრდეთ იმ ადამიანებს, ვისთანაც ერთად მუშაობთ, პირველ რიგში, უნდა დაანახოთ, რომ მზად ხართ მუშაობისთვის. თქვენ შეიძლება იყოთ ყველაზე მხიარული, ყველაზე ენერგიული ადამიანი ოთახში, მაგრამ თუ სხვებს არ ექნებათ იმედი, რომ სამუშაოს კარგად შეასრულებთ - ან უარესი, სხვის საქმეს უფრო გაართულებთ - სწრაფად დაკარგავთ მომხიბვლელობას.

როდესაც ახალ სამსახურში დაიწყებთ სამუშაოს, დაუთმეთ დრო სხვების გაცნობას. ყოველ შემთხვევაში, გადადგით ნაბიჯები მეგობრობისკენ, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ თქვენს სამუშაო ეთიკას და აჩვენეთ გარშემო მყოფებს, რომ პირველ რიგში, გუნდის საიმედო ნაწილი ხართ, შემდეგ კი მეგობარი.

პატივი ეცით იერარქიას

როდესაც ისეთ სამსახურში მუშაობთ, სადაც იერარქია თვალსაჩინოა, აუცილებელია იცოდეთ თქვენი პოზიცია. მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ პატივს სცემთ უფროსის სიტყვებს. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ უნდა გაიცინოთ უფროსების მიერ წარმოთქმულ ყველა სიტყვზე, მაგრამ ყოველდღიური მუშაობისას უნდა გაანალიზოთ, პირამიდის რომელ საფეხურზე ხართ.

როდესაც ოფისში შედიხართ შედიხართ, უნდა გააცნობიეროთ თქვენი პოზიცია, უფლებები და მოვალეობები, ვალდებულებები და შესაძლებლობები - სხვა თანამშრომლები, მათ შორის თქვენი უფროსები, ამას მალევე დააფასებენ.

დაიმახსოვრეთ - თანამშრომლები ჩვეულებრივი ადამიანები არიან

4 რჩევა, როგორ შევიძინოთ მეგობრები ახალ სამსახურში

სამუშაო ადგილზე მეგობრების შესაძენად, თქვენ უნდა მოექცეთ მათ ისე, როგორც ადამიანებს და არა მხოლოდ თანამშრომლებს. აჩვენეთ მათ, რომ მათთან ისევე სასიამოვნოა კომუნიკაცია, როგორც მეგობრებთან. სამსახურში მეგობრების შეძენა არაფრით განსხვავდება სხვა სივრცეში ახალი ადამიანების გაცნობისგან.

ეს სამსახური მნიშვნელოვანია

როდესაც ახალ სამუშაო ადგილზე გადახვალთ, გაითვალისწინეთ ის ადამიანები, ვის გვერდითაც მუშაობთ. ჩვენ ყველას სხვადასხვა ინტერესები გვაქვს, ყველა განსხვავებული წარსულითა და ოცნებებით ვცხოვრობთ. ახალ სამუშაო ადგილზე, ყველაზე მეტად, რისი გაკეთებაც გჭირდებათ არის ის, რომ სერიოზულად მოეკიდოთ საქმეს და აჩვენოთ სხვა ადამიანებს, რომ ეს თქვენთვის მნიშვნელოვანია.

4 რჩევა, როგორ შევიძინოთ მეგობრები ახალ სამსახურში

სადაც არ უნდა მუშაობდეთ, არ აქვს მნიშვნელობა რა სფეროში მოღვაწეობთ, იცოდეთ, რომ ახალი მეგობრების შეძენის საუკეთესო საშუალებაა. მაგრამ ამისთვის უნდა იშრომოთ და სხვების მიმართ გამოავლინოთ პატივისცემა. მაქსიმალურად შეეცადეთ, იყოთ კარგი ადამიანი და კარგი თანამშრომელი - დანარჩენი კი თავად დალაგდება.

წარმატებულ ახალ სამსახურს გისურვებთ!



<a href="https://thoughtcatalog.com">https://thoughtcatalog.com</a>