მრავალი მიზეზი არსებობს, რის გამოც შესაძლოა მთელი დღე უენერგიოდ იგრძნოთ თავი. ეს არის მდგომარეობა, რომელსაც ქრონიკული დაღლილობის სინდრომი ეწოდება. მაგრამ მისი თავიდან აცილება შესაძლებელია ჯანმრთელი ჩვევების ჩამოყალიბებით. მაგალითად, კვების შეცვლით ან უბრალოდ მეტი წყლის დალევით.
1. თქვენ არასწორად იკვებებით
ნახშირწყლები შეიძლება ენერგიის სწრაფი წყარო იყოს. როდესაც საუზმეზე ბურღულეულს, ფუნთუშებს, მაკარონს ან პიცას მიირთმევთ, მათში არსებული ნახშირწყლები ზრდის სისხლში შაქრის დონეს და შედეგად, უფრო ენერგიულად გრძნობთ თავს. მაგრამ როგორც კი სისხლში შაქრის დონე დაეცემა, კვლავ უენერგიოდ იგრძნობთ თავს.
სცადეთ შეამციროთ შაქრისა და ნახშირწყლების მიღება. შეცვალეთ ისინი ბოჭკოვანი საკვებით, როგორიცაა შვრია, ოსპი და ბოსტნეული.
2. თქვენ არ ხართ საკმარისად აქტიური
შეიძლება ფიქრობთ, რომ თუ სამსახურის შემდეგ დივანზე კომფორტულად მოთავსდებით, ამით ენერგიას დაზოგავთ. სინამდვილეში მრავალი კვლევით დასტურდება, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც კვირაში 3-ჯერ, მხოლოდ 20 წუთის განმავლობაში აკეთებდნენ დაბალი ინტენსივობის ვარჯიშებს, ჰქონდათ უფრო მაღალი ენერგიის დონე. გარდა ამისა, ისინი აღნიშნავენ, რომ შეუმსუბუქდათ ქრონიკული დაღლილობის სინდრომი.
3. თქვენ არ გძინავთ ხარისხიანად
შეიძლება დაღლილმა გაიღვიძოთ, მაშინაც კი ღამის განმავლობაში 7-9 საათი გეძინათ. ეს იმიტომ ხდება, რომ თქვენი ძილის ხარისხი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც მისი ხანგრძლივობა. შეეცადეთ ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ.
ასევე, არ დალიოთ ყავა საღამოს საათებში, ძილის წინ ნუ ისარგებლებთ მობილური ტელეფონით და ნუ უყურებთ ტელევიზორს. ეს დაგეხმარებათ ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში და შესაძლოა, ქრონიკული დაღლილობის სინდრომიც გაქრეს.
4. თქვენ გაქვთ საკვების მიმართ მგრძნობელობა
თუ დღის განმავლობაში უმიზეზოდ გრძნობთ დაღლილობას, ეს შეიძლება იმის ნიშანი იყოს, რომ საკვებისადმი შეუწყნარებლობა გაქვთ. ყველაზე გავრცელებული მიზეზი კი რძის პროდუქტები და კვერცხია.
5. თქვენ არ იღებთ საკმარისი რაოდენობის წყალს
თუ საკმარისი რაოდენობის წყალს არ მიიღებთ, სხეული დაკარგავს ბიოქიმიური რეაქციების ჯაჭვს და შედეგად, გაუწყლოვდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს ენერგიის დონის დაწევა ან კონცენტრაციის გაძნელება. სწორედ წყლის არასაკმარისი რაოდენობით მიღებაა ქრონიკული დაღლილობის სინდრომის პირველი მიზეზი.
თემები: თავის მოვლა, ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, რჩევები, დაღლილობა