ალბათ, გგონიათ, რომ წარმატების მიღწევა, მხოლოდ თქვენთვისაა რთული და ყველასთვის კარგად ცნობილი, წარმატებული ადამინები ვარსკვლავებად დაიბადნენ. მინდა გაგამხნევოთ და გითხრათ, რომ ბევრ მათგანს საერთოდაც არ ჰქონია კარიერის მარტივი დასაწყისი. შესაძლოა გაგიკვირდეთ, თუმცა ძალიან ბევრმა ცნობილმა, წარმატებულმა ადამიანმა თავისი საქმიანობა, დიდი შრომისა და ძალისხმევის ხარჯზე დაიწყო და ხშირად, წარუმატებლობაც იგემა. ძალიან ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ ყველა მათგანს ჰქონდა შესაძლებლობა ადრეულ ასაკში ეპოვა თავისი ადგილი სატელევიზიო ან კინო ინდუსტრიაში.
იმაში დასარწმუნებლად, რომ გვიან არასდროს არის და წარუმატებელმა დასაწყისმა, შესაძლოა, ძალიან წარმატებული კარიერამდე მიგიყვანოთ, TREND გთავაზობთ, შვიდი შეუდარებელი მსახიობის წარუმატებელი დებიუტის მაგალითს.
1. ჯეფინერ ლოურენსი
შიმშილის თამაშების ვარსვკვლავს, საერთოდაც, არ ჰქონდა შთამბეჭდავი დასაწყისი. ის პირველად, ბილ ენვალის სატელევიზიო შოუში გამოჩნდა, რომელშიც ორი სეზონის განმავლობაში მონაწილეობდა. ეს იყო შოუ, სუსტი და მოსაწყენი სიუჟეტით. ამ საშინელი დასაწყისით, ვინ იფიქრებდა, რომ ამ გოგონას შემდეგი გაჩერება ოსკარი იქნებოდა?
2. ჯიმ კერი
ჯიმ კერი ისურვებდა, ყველას გვეფიქრა, რომ მისი კარიერის დასაწყისი სერიალი „ცოცხალი ფერები/In Living Color“ იყო. მაგრამ სინამდვილეში, მსახიობის ნამდვილი დებიუტი, 1984 წელს, შოუში „ბატების ქარხანა/The Duck Factory“ შედგა. ბევრი ფიქრობდა, რომ ანიმაციის მოყვარულთათვის, შოუ საკმაოდ კარგ გასართობ საშუალებას წარმოადგენდა. თუმცა, ჯიმ კერის თაყვანისმცემლები, მსახიობს ამ გამოცდილებას წარუმატებელ დებიუტად უთვლიან.
3. ბრაიან კრანსტონი
„მძიმე დანაშაულის/ Breaking bad“ და “არგოს/Argo” ვარსკვლავის კარიერის დასაწყისი იღბლიანი ნამდვილად არ ყოფილა. სატელევიზიო სივრცეში ბრაიან კრანსტონი, 1988 წელს, CBS–ის შოუში „მირანდას აღზევება/Raising Miranda“ გამოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ შოუს ჰქონდა მცდელობა ყოფილიყო კომედიური ჟანრის, მაყურებელში მან სასურველი რეაქცია ვერ გამოიწვია. მსახიობმა შეძლო და იპოვა, უკეთესი გზა და შესაძლებლობები, რათა ეჩვენებინა საკუთარი ნიჭი და სამსახიობო ოსტატობა. წარუმატებელი დებიუტის მიუხედავად, მოახერხა და დამსახურებულად გახდა ემის პრიზის მფლობელი, სატელევიზიო შოუში „მძიმე დანაშაული/ Breaking bad“ შესრულებული შეუდარებელი როლისთვის.
4. ქრისტინა ჰენდრიკსი
ქრისტინა ჰენდრიკსი კიდევ ერთი ვარსკვლავია, იმ მსახიობთა შორის, რომლებსაც საკმაოდ წარუმატებელი სატელევიზიო დასაწყისი ჰქონდა. მან ყელაფერი საპნის ოპერით დაიწყო. ეს იყო სერიალი „შეუმოსავი/Undressed“, რომელიც 1999–2002 წლებში გადიოდა და MTV–ის ისტორიაში არც ისე სამაგალითო ტელე პროდუქტად ითვლება. ქრისტინა ჰენდრიკსმა საბოლოოდ შეძლო და ყველა გააოცა „შეშილებში/Mad Men“ გამოვლენილი სამსახიობო ოსტატობით.
5. ანა განი
ეს არის მსახიობი, რომელმაც არაჩვეულებრივად შეასრულა სკაილერ ვაითის როლი სერიალში „მძიმე დანაშაული/Breaking bad“. თუმცა, მისი პირველი გამოჩენა ტელე–ეკრანებზე ასეთი შთამბეჭდავი არ ყოფილა. „ქვემოთ ნაპირისკენ/Down the Shore“ 1992 წელს გადაღებული სერიალია, რომელიც მოგვითხრობს სამი ახალგაზრდა მამაკაცისა და სამი სექსუალური ქალის ისტორიას, ეს არის ამბავი მათი საქმიანობის შესახებ. რომელსაც ჰქონდა კომედიური სიუჟტი, მაგრამ, ისეთი მსახიობისთვის, როგორიც ანა განია აღნიშნული გამოცდილება სახარბიელო ნამდვიალად არ ყოფილა.
6. ჯენიფერ ენისტონი
ჯენიფერ ენისტორი და მეიემ ბიალიქი შეუდარებელნი იყვნენ „ყვავილობაში/Blossom“. ორივე მათგანს არაჩვეულებრივი კარიერა აქვს კინო და სატელევისიო ინდუსტრიაში. მაგრამ წარმატებამდე, ორივე მონაწილეობდა ფოქსის 1990 წელს გადაღებულ კომედიურ შოუში „მოლოი/Molloy“.
7. ოლივია უაილდი
ოლივია უაილდიზე უპირველესად სერიალები „მარტოსულები/The O.C“, „ექიმი ჰაუსი/House“ და „დოლი და ემი/Doll and Em“ გვახსენდება. მაგრამ ის უკეთ დავინახეთ, მის პირველ მოკლემეტრაჟიან სატელევიზიო დრამაში. მხოლოდ ერთი სეზონისა და ექვსი ეპიზოდის გაშვების შემდეგ, „კანი/skin” თინეიჯერების საყვარელ დრამად იქცა, თუმცა, შესრულებული როლი მსახიობის ერთ–ერთ წარუმატებელ გამოცდილებად ითვლება.
მიუხედავად ცუდი დასაწყისისა, სწორედ წარუმატებელი გამოცდილება დაეხმარა ვარსკვლავებს, გამხდარიყვნენ ჩვენი საყვარელი მსახიობები. სწორედ ამიტომ, ჩვენც უნდა ვაპატიოთ საკუთარ თავებს კარიერის დასაწყისში განცდილი კრახი. ნებისმიერი გამოცდილება კი, სამომავლოდ, ჩვენი წარმატების ფორმულად ვაქციოთ.
თემები: სამსახური, პრობლემები, დაბრკოლებები, ცხოვრება, დაბრკოლებების გადალახვა, მიზანი, წარმატება, რჩევები, მოტივაცია
<a href="allwomenstalk.com" target="_blank">allwomenstalk.com</a>