როგორ მოვაჯადოვოთ გარშემომყოფები? - 5 გაკვეთილი მეგან მარკლისგან
- 19.10.2020
უმეტესობა ჩვენგანი თავს არასასიამოვნოდ გრძნობს, როდესაც უცნობი ხალხის გარემოცვაში ხვდება. ეს ხშირად გვიჩენს სურვილს ამოვიღოთ მობილური ტელეფონი ჯიბიდან და თავი მოვაჩვენოთ, ვითომ მნიშვნელოვანი შეტყობინება, ესეცაა მივიღეთ.
მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველანი ვოცნებობთ იმაზე, რომ მოვიპოვოთ უცნობი ადამიანების კეთიგანწყობა და მყისიერად მოვიგოთ გარშემომყოფების გული. კარგი ამბავი ისაა, რომ ამის სწავლა შეგვიძლია ქალისგან, რომლის წარმოუდგენელ ქარიზმას შეუძლია მოაჯადოვოს არა მხოლოდ ბრიტანელი პრინცი, არამედ მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში.
1. გულწრფელი ღიმილი
როდესაც სხვა ადამიანს უღიმი, ეს ნიშნავს, რომ მათ შეტყობინებას უგზავნი: "მე მომწონხარ". ადამიანი, რომელსაც გაუღიმებ, სავარაუდოდ დაგიბრუნებს ღიმილს. გულწრფელი ღიმილი დაგეხმარებათ მოდუნებასა და პოზიტიური კომუნიკაციაში.
2. კომპლიმენტები
სასექსის ჰერცოგინიამ კარგად იცის, რომ უცხო ადამიანის გულის მოსაგებად ერთ-ერთი მარტივი გზა, მათთვის კომპლიმენტის გაკეთებაა. მეუღლესთან, ჰარისთან ერთად, ინსტაგრამზე კი გააკეთა პოსტი, სადაც ხალხს მოუწოდა კომპლიმენტების თქმისა და ერთმანეთზე ზრუნვისკენ.
თქვენ შეგიძლიათ შეაქოთ ახალი ნაცნობის თმის ვარცხნილობა ან წარმოსთქვათ სასიამოვნო კომპლიმენტი მათი ვიზუალის შესახებ. პოზიტიურ სიტყვებს შეუძლიათ დაძაბული ატმოსფეროს განმუხტვა და კომუნიკაციისთვი ხელსაყრელი გარემო შექმნა.
3. თვალებით კონტაქტი
მეგან მარკლი მუდამ ცდილობს თვალებში შეხედოს იმ ადამიანს, ვისაც ესაუბრება. თვალებით კონტაქტს დიდი ძალა აქვს: ის საშუალებას გაძლევთ აჩვენოთ თქვენი კარგი დამოკიდებულება სიტყვების გარეშე, გაიგოთ სხვისი განწყობა და მოიზიდოთ აუდიტორია.
მაგალითად, იმ მასწავლებელს, რომელიც ლექციას კითხულობს და სტუდენტების თვალებში უყურებს, უფრო ყურადღებით მოუსმენენ, ვიდრე მასწავლებელს, რომელიც არ ცდილობს თვალებით კომუნიკაციის დამყარებას.
გახსოვდეთ, რომ როდესაც საუბრის დროს თქვენი მოწინააღმდეგის მზერას ინარჩუნებთ, ეს მათ ეხმარება იგრძნონ, რომ მათი ნათქვამი ყოველი სიტყვა საინტერესოა .
4. პოზიტიური განწყობა
მეგან მარკლი, საზოგადოებაში ყოველთვის კარგ ხასიათზე ამ ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ხალხი, მასთან კომუნიკაციისთვის, ყოველთვის მზად არის. მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ადამიანები გაუცნობიერებლად გრძნობენ სხვების ემოციებს. ეს დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ ჩვენ ბუნებრივად ვაკოპირებთ სხვა ადამიანების მიმიკას და ქცევას, რაც თავის მხრივ გვაგრძნობინებს იმას, რასაც ისინი გრძნობენ. ამიტომ, თუ გსურთ თქვენს გარშემომყოფებს ბედნიერად გრძნობდნენ თავს, უბრალოდ შეეცადეთ თქვენი პოზიტიური ემოციები გადასცეთ.
5. ნამდვილი ემოციები
მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთის სამეფო ოჯახი მოკრძალებულად უნდა მოიქცეს, მეგანი ყოველთვის ღიად აჩვენებს თავის ემოციებს. ეს არის ის, რაც აუცილებლად უნდა ვისწავლოთ მისგან. იმისათვის, რომ უცხო ადამიანების გარემოცვაში თავი კომფორტულად იგრძნოთ, წარმოიდგინეთ, რომ ემოციებს თქვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს უზიარებთ.
თემები: ქალები, პრინცესები, მსახიობები, პრინცი, მეგან მარკლი
<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>
ყველაზე პოპულარული
შემდეგი სტატია