წარმოგიდგენთ სილამაზის პროდუქტებს, რომლებიც კემბრიჯის ჰერცოგინიას თქმით, ძალიან მოსწონს და მის სტილზე გავლენა ჯერ კიდევ პრინც უილიამსზე გათხოვებამდე მოახდინა. გულშემატკივრებს ძალიან მოსწონთ როგორ უვლის თავს პრინცესა და ყოველთვის აინტერესებთ როგორ ახერხებს ამას და რა პროდუქტებს იყენებს.

1. კანის მოვლა - ამისათვის ორგანულ სილამაზის ელექსირს იყენებს, რომელიც ამაზონზე სულ რაღაც 60 დოლარამდე ღირს

როდესაც მუდმივად სამუშაო რეჟიმში ხარ, გყავს სამი შვილი და დრო არ გყოფნის, იდეალური გამოსავალია ღამის რეჟიმის დამატენიანებელი, გლუვი, უფრო პრიალა კანის მისაღებად. შრატი იმდენად კარგად მუშაობს, რომ ქეითს საძინებელში მინიმუმ სამი ბოთლი აქვს.

მას შემდეგ რაც ამ ჯადოსნურ შრატს ქეითმა რეკლამა გაუწია, ამაზონის მონაცემებით, 20 წამში ერთი ბოთლი იყიდება.

პროდუქცია ხელს უწყობს სახეზე მუქი ლაქების გაქრობას, აქვს ანთებითი პროცესის ჩამქრობი თვისებები და დაგეხმარებათ მშრალი კანის დამშვიდებაში. გავრცელებული ინფორმაციით, ქეითმა მისი გამოყენება მაშინ დაიწყო სახეზე, როდესაც ორსულად იყო პრინცესა შარლოტაზე.

2. ქეით მიდლტონის ხელები და ფრჩხილები

ქეითი უპირატესობას ანიჭებს ფრჩხილების ბუნებრივ ფორმას. აქვს მუდმივად მოკლედ და კვადრატულ ფორმაზე მოჭრილი. მას „60 წუთიან სამეფო მანიკურს“ სასახლის მანიკურის სპეციალისტი მარინა სანდოვალი უკეთებს.

3. მაკიაჟი

ბობი ბრაუნის ჩრდილები პრინცესასთვის შეუცვლელია. ქეითს უყვარს თვალებით თამაში და მისი სამეფო smoky eye-ის საიდუმლო სწორედ თვალის ჩრდილების პალიტრაა.

4. შამპუნი

ქეითის სამეფო არჩევანი Kerastase Nutritive Bain Oleo დამარბილებელი შამპუნია. მიუხედავად იმისა, რომ ჰერცოგინიას პირადად არასოდეს უთქვამს რომ ამ პროდუქციას იყენებს. არადა ჯერ კიდევ 2018 წელს, სტილისტმა ამანდა კუკ ტაილერმა სამეფო საიდუმლო კინაღამ გაამხილა და ინსტაგრამზე ქეითის ფოტო გამოაქვეყნა შამპუნთან ერთად, რომელიც მალე წაშალა.

5. სურნელი

Orange Blossom Cologne - JO MALONE LONDON, რომელიც სულ რაღაც 148 დოლარი ღირს. . ქეითს იმდენად უყვარს ნარინჯისფერი და წყლის შროშანის ნოტები, რომ ქორწილის დღეს ვესტმინსტერის სააბატოში ნარინჯისფერი ყვავილის ფორმის სანთლები აანთო.