ჰოროსკოპი

23 ნოემბერს მშვილდოსნის სეზონი იწყება: 5 რამ, რაც ამ პერიოდში აუცილებლად უნდა გააკეთოთ

23 ნოემბერს მშვილდოსნის სეზონი იწყება: 5 რამ, რაც ამ პერიოდში აუცილებლად უნდა გააკეთოთ

მორიელების სეზონი საბოლოოდ დასრულდა! ახლა ყველანი მზად ვართ, ჩვენი ცხოვრება დრამისგან გავათავისუფლოთ. მშვილდოსნის სეზონი 23 ნოემბრიდან დაიწყება და 21 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მშვილდოსანის სეზონზე - ზოგადი მიმოხილვა:

მშვილდოსნის 2020 წლის სეზონის ჰოროსკოპი შეეხება ზრდის, განვითარებისა და გარკვეულწილად, მოგზაურობის თემებს. მართალია მთელი მსოფლიო პანდემიას და მასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს უმკლავდება, მაგრამ შეგვიძლია სხვადასხვა გზით ვიმოგზაუროთ - გონებას მივცეთ საშუალება თავისუფლად მიგვიყვანოს ყველაზე შორეულ საკითხებთან და გავიფართოვოთ მსოფლმხედველობა.

23 ნოემბერს მშვილდოსნის სეზონი იწყება: 5 რამ, რაც ამ პერიოდში აუცილებლად უნდა გააკეთოთ

მშვილდოსნის სეზონის საკვანძო სიტყვებია:

თავისუფლება, მოგზაურობა, გაფართოება, ზრდა, ოპტიმიზმი, სიმართლე, განათლება, სულიერება, გართობა, წვეულებები, ზეიმი და ფილოსოფია.

მშვილდოსნის სეზონის აღწერა:

როგორც ცეცხლის უკანასკნელი ნიშანი, მშვილდოსნის ცეცხლი ხშირად განიხილება როგორც ხანძარი, ან როგორც ხანძარის პატარა კერები, რომლებიც მთელს არეალს ფარავენ. ამ ზოდიაქოს ნიშანის წარმომადგენლებს ბევრი, ბევრი ვნება და გატაცება აქვთ, რომლითაც ისინი უბრალოდ ჟონგლიორობენ. მათი ხასიათის ეს ნაწილი, ამ სეზონზე მთლიანად იქნება გამოხატული. ჩვენ შეიძლება საკმაოდ ბევრი ცეცხლი დავანთოთ და ჩვენი ამოცანაა, ვცადოთ ერთდროულად ავანთოთ ისინი!

რა თქმა უნდა, ფრთხილად უნდა ვიყოთ ყველაფრის გადაწვისგან, რაც საკმაოდ ხშირია, როდესაც ვცდილობთ და ვჩქარობთ ყველაფრის სწრაფად დასრულებას!

მშვილდოსნის სეზონი ცვალებადია, რაც პირდაპირაა დაკავშირებული სეზონების შეცვლასთან. 21 დეკემბერს, ან გაზაფხული ან შემოდგომა მთავრდება და ჩვენ გადავდივართ ზამთრის ან ზაფხულის სრულ სეზონზე, რაც დამოკიდებულია ნახევარსფეროებზე. მშვილდოსნის სეზონი წარმოადგენს დროს სეზონების დადგომამდე - ცვლილებების, ადაპტაციის და არაპროგნოზირებადობის პერიოდს.

23 ნოემბერს მშვილდოსნის სეზონი იწყება: 5 რამ, რაც ამ პერიოდში აუცილებლად უნდა გააკეთოთ

5 რამ, რაც მშვილდოსნის სეზონზე აუცილებლად უნდა გააკეთოთ

მზად ხართ თავგადასავალებისა და მოგზაურობისთვის?

იმისდა მიხედვით, თუ მსოფლიოს რომელ ნაწილში იმყოფებით, ეს კარგი სეზონია თავგადასავლებისთვის. მშვილდოსანს უბრალოდ უყვარს სპონტანური, თავისუფალი და მხიარული გარემო, ამიტომ იპოვნეთ გზა, რათა ცხოვრებაში მეტი თავისუფლება და მღელვარება შემოიტანოთ.

23 ნოემბერს მშვილდოსნის სეზონი იწყება: 5 რამ, რაც ამ პერიოდში აუცილებლად უნდა გააკეთოთ

ოდესმე გსმენიათ დივანზე მოგზაურობის შესახებ? როდესაც რეალური მოგზაურობა შეუძლებელია, მაშინ დრო გონებრივ მოგზაურობას უნდა დაუთმოთ - დოკუმენტური ფილმები, ფილოსოფიური წიგნები და შემეცნებითი გადაცემები, ახლა საუკეთესო პერიოდია გონების დასატვირთად. მაშინაც კი, თუ იზოლაციაში ხართ, იპოვნეთ ალტერნატიული გზები - გააკეთეთ ფოტოალბომი ან კიდევ უკეთესი, მონიშნეთ საოცარი ადგილები რუკაზე, აირჩიეთ თქვენი მომავალი მოგზაურობა და გაეცანით მოგზაურობის ბლოგებს. ეს საშუალებას გაძლევთ იმოგზაუროთ გონებაში, გაეცნოთ სხვადასხვა ადგილებს, გახვიდეთ საკუთარი კომფორტის ზონიდან და აღმოაჩინოთ საოცარი ახალი სამყარო.

რა თქმა უნდა, თუ შესაძლებელია - ფიზიკურად უნდა იმოგზაუროთ, თუნდაც ერთი დღით და თუნდაც უახლოეს ადგილებში. ეს მშვილდოსნის სეზონის პირველი პრიზი იქნება!

განათლება მნიშვნელოვანია!

მშვილდოსნებს ნამდვილად სიამოვნებთ სწავლა. დაიმახსოვრეთ, რომ ეს არის ნიშანი, რომელიც უმაღლეს განათლებას მართავს.

23 ნოემბერს მშვილდოსნის სეზონი იწყება: 5 რამ, რაც ამ პერიოდში აუცილებლად უნდა გააკეთოთ

რისი სწავლა გსურდათ ყოველთვის? გსურთ სწავლის გაგრძელება? მაგისტრის ან დოქტორის ხარისხზე რას იტყოდით? - ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად, ეს საუკეთესო სეზონია.

მოკლევადიანი კურსები ან სემინარები, ონლაინ ლექციები და დისტანციური ღია კარის დღეები - განათლების სფერო არასოდეს ყოფილა ასეთი სახალისო.

დროა წვეულებებს დაუბრუნდეთ

მშვილდოსანს არაფერი უყვარს იმაზე მეტად, ვიდრე კარგი წვეულება!

ისინი ხშირად უკანასკნელნი ტოვებენ საცეკვაო მოედანს, რადგან მათ ყველაზე უკეთ იციან რას ნიშნავს კარგი დროის გატარება.

23 ნოემბერს მშვილდოსნის სეზონი იწყება: 5 რამ, რაც ამ პერიოდში აუცილებლად უნდა გააკეთოთ

ეს არის შესანიშნავი სეზონია, დისტანციური გართობისთვის: გამოეწყვეთ, იყიდეთ რამდენიმე ბოთლი ღვინო და ვიდეოზარის საშუალებით იმხიარულეთ მეგობრებთან ერთად.

რწმენა აუცილებელია

მშვილდოსანი ყოველთვის მზადაა გაიზარდოს. იქნება ეს მოგზაურობა პერუში მცენარეული მედიცინის შესასწავლად თუ იოგის მედიტაციური გაკვეთილები - მშვილდოსანი ღიაა ყველაფრისთვის!

როგორია თქვენი სულიერი მრწამსი? აზრს ხშირად ხომ არ იცვლით? რით შეიძლება გაამყაროთ თქვენი რწმენა? ისევ ხომ არ გჭირდებათ მედიტაცია? ან სუნთქვის ახალი მეთოდის მოსინჯვა?

იპოვნეთ ის, რისკენაც თქვენი გული მიილტვის და მთელი გონებით ჩაერთეთ ამ პროცესში.

მზად ხართ ცვლილებებისთვის?

23 ნოემბერს მშვილდოსნის სეზონი იწყება: 5 რამ, რაც ამ პერიოდში აუცილებლად უნდა გააკეთოთ

ეს ცვლილებების სეზონია - მშვილდოსანი მუტაციის ნიშანია. ახლა დროა, ცხოვრების მიმდინარეობას მივყვეთ, არ შევეწინააღმდეგოთ და უბრალოდ, ვნახოთ რა მოხდება. მიჰყევით ცხოვრების ამ მარტივ პრინციპს და ნახავთ, ეს გიჟური პერიოდი როგორი სპონტანური გახდება.

ეს არის გართობის, თამაშისა და მხიარულების პერიოდი, ახლა ბედნიერების და თავისუფლების დროა!



<a href="https://numerologysign.com/">https://numerologysign.com/</a>