LIFE

ცხოვრებისეული არჩევანი: როგორ განვსაზღვროთ, რა გვინდა და რა გვჭირდება?

ცხოვრებისეული არჩევანი: როგორ განვსაზღვროთ, რა გვინდა და რა გვჭირდება?

წარმოიდგინეთ, რომ მოგშივდათ და უნდა გადაწყვიტოთ რა მიიღოთ: სრულფასოვანი კერძი თუ გემრიელი შოკოლადის ფილა. შეიძლება, შოკოლადის ფილა უფრო მიმზიდველად გამოიყურება, მაგრამ თქვენ იცით, რომ ის მხოლოდ მცირე დროით დააკმაყოფილებს შიმშილის გრძნობას, რადგან მასში შემავალი ნივთიერებები, არ არის ის, რაც თქვენს ორგანიზმს სჭირდება. ეს დაგეხმარებათ შეწყვიტოთ ფიქრი და აღიაროთ,რომ შოკოლადი მხოლოდ წამიერი სურვილია. შოკოლადი არ არის მავნე პროდუქტი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველდღიურ რაციონში ჩავსვათ და უარი ვთქვათ ჯანსაღ კვებაზე.

თუმცა სურვილისა და საჭიროების გარჩევა ყოველთვის ადვილი არ არის.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შეგვეძლოს სურვილებისა და საჭიროებების ერთმანეთისგან გარჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ, აუცილებელიც კი სურვილების დაკმაყოფილება და საჭიროებების დავიწყება, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქცევის მოდელი, საჭიროებებზე იყოს ორიენტირებული.

პირველ რიგში, ჰკითხეთ საკუთარ თავს, რატომ გსურთ რაიმე:

იმიტომ გინდათ, რომ გამოგადგებათ? იმიტომ გინდათ, რომ მოგეწონათ? იმიტომ გინდათ, რომ თქვენს ყველა მეგობარს აქვს?

როდესაც შეგიძლიათ გარკვევით ჩამოაყალიბოთ სურვილის მიზეზები, უფრო ადვილი იქნება იმის დანახვა, ეს წამიერი სისუსტეა თუ რაციონალური საჭიროება.

ამის შემდეგ, უნდა გაითვალისწინოთ იმ საკითხის მნიშვნელობა, რომელსაც განიხილავთ:

გამოიყენებთ ამ ნივთს თუ უბრალოდ კარადაში შეინახავთ? არის კი თქვენი არჩევანი უფრო ჯანმრთელი და ბედნიერი ცხოვრების აუცილებელი კომპონენტი? დაზოგავს კი თქვენს დროს? რამდენ ხანს გაგრძელდება მისი ეფექტები? ხვალ კიდევ გენდომებათ? ხომ არ ინანებთ ამ გადაწყვეტილებას?

ჩვენს სურვილები, ხშირად, მოკლევადიან ეფექტებზეა დამყარებული, ხოლო ჩვენი მოთხოვნილებები, გრძელვადიანი და სასარგებლო შედეგებით ხასიათდება, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩვენს ზოგად კეთილდღეობაზე.

სურვილებისა და საჭიროებების გასამიჯნად, კარგი იდეაა იმპულსური შესყიდვების თავიდან აცილება. თუ რამის ყიდვა გსურთ, მიეცით საკუთარ თავს ერთი ან ორი დღე ფიქრისთვის. თუ ამ დროის შემდეგ, თქვენი სურვილი კვლავ ძლიერი იქნება, მაშინ აუცილებლად შეიძინეთ! ცოტა დრო და მცირე მანძილი გვეხმარება დავაზუსტოთ, რა არის ჩვენთვის საჭირო და რა არის ჩვენთვის სასურველი. ეს კი ფულის დაზოგვის იდეალური გზაა, თანაც, ამდენი უსარგებლო ნივთისთვის, ცალკე სახლი დაგჭირდებათ.

ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რაც გჭირდებათ. მეტი დრო, ფული და ძალისხმევა დახარჯეთ ამ მიზნების მისაღწევად. დაიტოვეთ რესურსები წამიერი სურვილების ასასრულებლადაც, მაგრამ არა იმდენი, რომ თქვენი საჭიროებები ყურადღების მიღმა დაგრჩეთ.