LIFE

რატომ უნდა გააკეთოთ ის, რისიც ყველაზე მეტად გეშინიათ? – 4 მიზეზი, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის

რატომ უნდა გააკეთოთ ის, რისიც ყველაზე მეტად გეშინიათ? – 4 მიზეზი, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის

რთული გამოწვევების წინაშე

ყველამ ვიცით, რომ შიში არის ადამიანის დამცავი მექანიზმი, რომელიც გვეხმარება ზიანისგან დაცვაში. ამასთან, გადაჭარბებულმა შიშმა შეიძლება გაართულოს ან თუნდაც შეუძლებელი გახადოს ჩვენი ზოგიერთი ოცნების ასრულება. საკითხის გარდაუვალი რეალობაა ის, რომ ჩვენი შიშების უმრავლესობა არასდროს მატერიალიზდება.

ენერგია მიედინება იქ, საითაც ყურადღებას მიმართავთ და, შესაბამისად, როდესაც ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ისეთ მოვლენებსა თუ საგნებს, რომელთაც გვეშინია, მაშინ ძალიან ცოტა ენერგია გვრჩება იმისათვის, რომ ყურადღება გავამახვილოთ იმ საქმეებზე, რომელთა შესრულებაც გვჭირდება. ეს ჰგავს უსაფუძვლო შიშს, რომ თვითმფრინავი ჩამოვარდება, მაგრამ როდესაც ჩვენ არსებულ სტატისტიკას დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ბევრად დიდი შანსია, რომ ავტოავარიით ან ფეხით სიარულისას მოხდეს უბედური შემთხვევა.

ბევრ ადამიანს ყოველთვის ეშინია იმის, თუ რას ფიქრობენ სხვები მათ შესახებ, როდესაც რეალობაა ისაა, რომ ერთადერთი მართლაც მნიშვნელოვანი ცხოვრების ასპექტი ისაა, თუ თქვენ რას ფიქრობთ.

ცხოვრება თქვენი შიშის მიხედვით

ბევრ ადამიანს ეშინია გველებისა და ობობების, მაგრამ ისინი მიდიან ზოოპარკში და ხელით ეხებიან ყველაზე საშიშ არსებებს. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ მოსწონთ ეს უსიამოვნო შეხება, ისინი ცდილობენ ამ უსაფუძვლო შიშის გადალახვას. ანალოგიურად, ბევრ ადამიანს ძალიან ეშინია ზვიგენებისა თუ სხვა ცხოველების, მაგრამ ისინი მიდიან ექსკურსიებზე, სადაც ფოლადის გალიის მეტი არაფერი ჰყოფს მათ ზღვის მანკიერი ურჩხულებისგან.

რა თქმა უნდა, გარკვეული შიში ყოველთვის რჩება, მაგრამ რადგან ისინი ასე მიუახლოვდნენ საკუთარ შიშებს, ეს სამუდამოდ ცვლის მათ პერსპექტივას.

შესაძლებლობის კანონი

სტატისტიკურად, ძალიან მცირე რამ, რისიც გვეშინია, ოდესმე გახდება რეალობა. უბრალოდ დაფიქრდით, თუკი სამსახურში პოზიციის შენარჩუნებასთან დაკავშირებით ნეგატიურ პროგნოზებს გააკეთებთ, მაშინ მენეჯმენტს სხვა არჩევანი აღარ დარჩება, გარდა თქვენი გათავისუფლებისა.

ანალოგიურად, ადამიანებს გონებაში იმდენი სულელური რწმენა და არარეალური ფანტაზია აქვთ და ეს ყველაფერი დაბრკოლებები ხდება ჩვენი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. ზოგიერთმა ადამიანმა შეცვალა საკუთარი ცხოვრება და თვალი გაუსწორა იმას, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა.

”თქვენ ძალას, გამბედაობასა და ნდობას იძენთ ყველა იმ გამოცდილებით, რომელშიც ნამდვილად შეჩერდებით და შიშის თვალებში ჩახედავთ. თქვენ შეგიძლიათ უთხრათ საკუთარ თავს, რომ მე ეს საშინელება განვიცადე. ახლა კი შემიძლია მივიღო შემდეგი რამ, გამოწვევა. თქვენ უნდა გააკეთოთ ის, რისი გაკეთებაც ფიქრობთ“ - ელეონორა რუზველტი

ცხოვრებაში ყველა საშინელი საკითხის დაძლევა ხელს შეუწყობს თქვენს პიროვნულ ზრდას. უბრალოდ, უდავოა, რომ ჯადოსნური რამეები მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ადამიანები თავიანთი კომფორტის ზონის მიღმა გადიან.

დაცვა თუ შეზღუდვა?

რა თქმა უნდა, შიშის სწორი გამოყენება ზიანის თავიდან აცილების ეფექტური გზაა. ამის მიუხედავად, როდესაც შიში ჩვევად გადაიქცევა, ეს ნამდვილად შეზღუდავს ჩვენს პოტენციალს. ამიტომ, მეცნიერულად და ლოგიკურად მნიშვნელოვანია გააკეთოთ ისეთი რამ, რისიც გეშინიათ, რადგან ეს დაგეხმარებათ თქვენი საზღვრების გაფართოებაში.

გარდაუვალი დასკვნაა ისაა, რომ შიში, ერთგვარი ძალადობაა. ყოველთვის, როდესაც აკეთებთ იმას, რასაც თქვენი შიში გკარნახობთ, ის იძენს თქვენზე ძალაუფლებას. ამის მიუხედავად, თქვენ გაქვთ არჩევანი - შეგიძლიათ აღიაროთ ის, რისიც ყველაზე მეტად გეშინიათ, გაუსწოროთ თვალი, გადაწყვიტოთ მისი დაძლევა და თქვენი სუსტი მხარე, ძლიერ გამოცდილებად გადააქციოთ.