სილამაზე

5 უწყინარი ჩვევა, რომელიც შესაძლოა მავნე დამოკიდებულებაში გადაიზარდოს

5 უწყინარი ჩვევა, რომელიც შესაძლოა მავნე დამოკიდებულებაში გადაიზარდოს

კანის დატენიანება, დიეტური სასმელების მიღება და მუსიკის მოსმენა ყოველდღიური ჩვევებია, რომლებზეც ხშირად არც კი ვფიქრობთ. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ყველაზე გავრცელებული ჩვეულებებიც კი შეიძლება გახდეს მავნე დამოკიდებულება და საზიანო იყოს თქვენი გონებისთვის და სხეულისთვის.

1. კანის დამატენიანებლები 

5 უწყინარი ჩვევა, რომელიც შესაძლოა მავნე დამოკიდებულებაში გადაიზარდოს

თუ კანს ხანგრძლივად დაიტენიანებთ კრემებისა და სხვა საშუალებიების გამოყენებით, მას უბრალოდ დაავიწყდება თვითდატენიანება. კვლევებით დასტურდება, რომ თუ თქვენს სხეულზე ინტენსიური კრემების გამოყენებას შეწყვეტთ, კანი შეიძლება თვითდატენიანების გარეშე თითქმის 3 კვირა დარჩეს. მაგრამ კარგი ამბავი ის არის, რომ ბუნებრივი დატენიანება ბუნებრივი გზით და თანდათანობით აღდგება.

2. დიეტური სასმელები 

5 უწყინარი ჩვევა, რომელიც შესაძლოა მავნე დამოკიდებულებაში გადაიზარდოს

დიეტურ გაზიან სასმელებში შედის ხელოვნური დამატკბობლები, რომლებიც ისეთივე ტკბილია, როგორც შაქარი. ამიტომ, ასევე ასტიმულირებენ შაქრის მიმართ ლტოლვას და დამოკიდებულებას. ამიტომ თუ წონაში დაკლება გსურთ, ნორმალური გაზიანი სასმელიდან მის ვერსიაზე გადასვლა არ არის საუკეთესო მიდგომა, რადგან შაქრის მიმართ დამოკიდებულება არსად არ გაქრება.

3. სოლარიუმი 

5 უწყინარი ჩვევა, რომელიც შესაძლოა მავნე დამოკიდებულებაში გადაიზარდოს

გამოკვლევების თანახმად, სოლარიუმის ულტრაიისფერი სხივები ზრდის იმ ნივთიერებების გამოყოფის სიჩქარეს, რომელიც ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებასთანაა დაკავშირებული. ამიტომ ადამიანები, ვისაც სოლარიუმში გარუჯვა უყვართ, ხშირად იმაზე უფრო მოკლე დროში იმეორებენ პროცედურებს, ვიდრე ეს საჭიროა.

4. ტუჩის ბალზამი 

5 უწყინარი ჩვევა, რომელიც შესაძლოა მავნე დამოკიდებულებაში გადაიზარდოს

ქცევითი დამოკიდებულების გათვალისწინებით, მომხმარებელთა დიდი ნაწილისთვის, ტუჩის ბალზამის გამოყენება მხოლოდ ფსიქოლოგიური სურვილია. მიზეზი ისაა, რომ ეს ხდება ერთგვარი რიტუალი, რომელიც უზრუნველყოფს სიამოვნების შეგრძნების გაძლიერებას, ამიტომ, ძალიან მალე შეიძლება გახდეს ისეთივე აკვიატებული მოქმედება, როგორებიცაა ფრჩხილების კვნეტა ან თმის მოწიწკვნა. 

5. პირსინგები

5 უწყინარი ჩვევა, რომელიც შესაძლოა მავნე დამოკიდებულებაში გადაიზარდოს

ენდორფინები, ცნობილი როგორც "ბედნიერების" ქიმიური ნივთიერება, გამოიყოფა სხეულის რამე ნაწილის, მაგალითად ყურის, ცხვირის, წარბის ან ენის გახვრეტისას. ამიტომ ჩნდება ეიფორიისა და ბედნიერების განცდა. შედეგად კი ადამიანები უფრო და უფრო მეტ პირსინგს იკეთებენ.