სტილი

10 რჩევა, რომელიც ყველა მოდურ ქალს გამოადგება

10 რჩევა, რომელიც ყველა მოდურ ქალს გამოადგება

1. მოიმარაგე ყოველდღიური ტანსაცმელი

10 რჩევა, რომელიც ყველა მოდურ ქალს გამოადგება

არასდროს არ მიფიქრია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გქონდეს ყოველდღიური ტანსაცმელი გარდერობში. ხშირად არ ვიცით რა ჩავიცვათ და ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი სწორედ უბრალო თეთრი მაისურის და ლურჯი ჯინსის მორგებაა.

2. არ დაგენანოს ფული კლასიკური ნივთების საყიდლად

10 რჩევა, რომელიც ყველა მოდურ ქალს გამოადგება

როდესაც საქმე ეხება კლასიკურ ნივთებს შეგიძლია გადაიხადო ნებისმიერი თანხა. თუკი მოგწონს რაიმე ნივთი და იცი, რომ ის ‘უკვდავია’ ნამდვილად ღირს ინვესტირება.

3. აუცილებლად გქონდეს რამდენიმე პროფესიონალური ტანსაცმელი გარდერობში

10 რჩევა, რომელიც ყველა მოდურ ქალს გამოადგება

არის რაიმე იმაზე ცუდი, როდესაც დაგიბარებენ გასაუბრებაზე შენ კი ხვდები, რომ არაფერი არ გაქვს ჩასაცმელი? არ აქვს მნიშვნელობა ჯერ უნივერსიტეტში სწავლობ, თუ უბრალოდ უმუშევარი ხარ, ყოველთვის მზად უნდა იყო შეხვედრაზე წასასვლელად.

4. წვეულებაზე წასასვლელი ტანსაცმელი

10 რჩევა, რომელიც ყველა მოდურ ქალს გამოადგება

შეიძლება ძალიან მოულოდნელად შენმა მეგობრებმა გადაწყვიტონ წვეულებაზე წასვლა ან უბრალოდ ბარში პარასკევის აღნიშვნა. დარწმუნდი, რომ გაქვს კარადაში საკმარისი ტანსაცმელი მსგავს სიტუაციებში ჩასაცმელად.

5. თვალი ადევნე ინსტაგრამზე მოდის ბლოგერებს

10 რჩევა, რომელიც ყველა მოდურ ქალს გამოადგება

რადგან ინსტაგრამი სიახლეა, ეს მოდის ახალი ტენდენციაა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი. ყველას გვსურს სიახლეების ეპიცენტრში ყოფნა, მოდის ბლოგერები კი მარტივი და ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ამისათვის. იპოვნე ის ადამიანები, ვისი სტილიც მოგწონს და თვალი ადევნე მათ ჩაცმულობას!

6. დაიბრუნე შენი ბავშვობის სტილი

10 რჩევა, რომელიც ყველა მოდურ ქალს გამოადგება

მოდა ბრუნდება, დარწმუნებული ვარ შეამჩნევდი, რომ წელს 90-იანი წლების მოდა ვარირებს, როგორც მოდის კვირეულებზე, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში. დააკვირდი ძველ ფოტოებს, რა გეცვა ან რას გაცმევდნენ მშობლები და ეცადე მოარგო ის დღევანდელობას.

7. გადააგდე ის ნივთები, რომლებსაც აღარასდროს აღარ ჩაიცვამ

10 რჩევა, რომელიც ყველა მოდურ ქალს გამოადგება

დაალაგე მთლიანი კარადა, მოიზომე ყველაფერი და გადააგდე ან მიეცი სხვას ის ნივთები, რომლებსაც აღარ ჩაიცვამ. უკეთესია გქონდეს განახლებული კარადა, ვიდრე არასაჭირო ნივთებით სავსე!

8. არ შეუშინდე ექპერიმენტებს

10 რჩევა, რომელიც ყველა მოდურ ქალს გამოადგება

სცადე სხვადასხვა ფერების, ქსოვილებისა და ფორმების კომბინაციები. რა თქმა უნდა ყველაფერი ერთმანეთს არ უხდება, თუმცა შეიძლება აღმოაჩინო ბევრი ახალი კომბინაცია და შექმნა შენი საკუთარი ტრენდი.

9. იცოდე შენი პერსონალური სტილი

10 რჩევა, რომელიც ყველა მოდურ ქალს გამოადგება

მოდის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ნაწილი ის არის, რომ ყველას საკუთარი მოდა გააჩნია. არ არსებობს ორი ერთნაირი გარდერობის მქონე ადამიანი. შეიძლება განსაკუთრებულად გიყვარდეს ტყავის შარვლები, მინი ქვედაბოლოები ან სხვა. როდესაც კარგად მოირგებ გარკვეულ სტილს, საყიდლებზე სიარული ბევრად გაგიადვილდება.

10. წამოიწყე საკუთარი მოდა

10 რჩევა, რომელიც ყველა მოდურ ქალს გამოადგება

არ არის აუცილებელი მოდის ბლოგერების, ცნობილი ადამიანების, ან დიზაინერების მიბაძვა. შექმენი საკუთარი მოდა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვებისგან შენნაირად ჩაცმას მოელოდე, თუმცა ეს თავის წარმოჩენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.



<a href="http://fashion.allwomenstalk.com/every-woman-in-her-20s-should-follow-these-style-rules/1">fashion.allwomenstalk.com</a>