მთაზე/გორაკზე სირბილი
სარბენ ბილიკზე ვარჯიშს ბევრად ჯობს ირბინო მთაზე. უსწორმასწორო ზედაპირზე სირბილი უფრო მეტ ენერგიას მოითხოვს, რაც კარგია როგორც შენი ჯანმრთელობისთვის, ასევე წონაში დასაკლებად.
‘თხილამურების’ ტრენაჟორზე ვარჯიში
სირბილზე ბევრად მეტ ენერგიას მოითხოვს ‘თხილამურების’ ტრენაჟორზე ვარჯიში: განსხავებით უბრალო სირბილისგან, ხელებიც გივარჯიშდება.
ველოსიპედი (ტრენაჟორი)
შეიძლება ყოველდღე ველოსიპედით სამსახურში სიარული არ არის ძალიან კომფორტული, თუმცა სპორტულ დარბაზში ყოველთვის არის ცალკე ჯგუფები, რომლებიც ‘ველოსიპედის’ ტრენაჟორებზე ვარჯიშობენ.
ველოსიპედი
თუ შენთვის ზემოთხსენებული კლასები ზედმეტად ინტენსიურია, სცადე კვირაში ორჯერ პარკში ან ქალაქგარეთ ველოსიპედით გასეირნება.
კიბეები
კიბეები ყველგან არის, რაც არ გაძლევს საშუალებას მოვიფიქროთ სხვადასხვა მიზეზი ვარჯიშისგან თავის ასარიდებლად. მეორე დღეს იფიქრებ, რომ ფეხები შენ აღარ გეკუთვნის (კუნთების დაჭიმულობისგან), მაგრამ შედეგს როცა იხილავ, მიხვდები, რომ ეს ამად ღირდა.
ძაღლის გასეირნება
აქ არ ვგულისხმობთ უბრალო, ნელ სეირნობას ძაღლთან ერთად. ჩქარი ტემპით სიარული კარგია, როგორც შენთვის, ასევე შენი ძაღლისთვისაც.
ლახტი
ლახტი არ არის მხოლოდ ბავშვებისთვის! ეს ერთ-ერთი საუკეთესო კარდიო ვარჯიშია.
ცურვა
თუ არ შეგიძლია სირბილი, მაშინ ცურვა საუკეთესო გამოსავალია - შესანიშნავი კარდიო ვარჯიში შენი სახრებისა და კუნთებისთვის.
გორგოლაჭებით სრიალი
გორგოლაჭებით სრიალი ძალიან სახალისოა, თან შეგიძლია მეგობრებიც აიყოლიო. ზამთარში სცადე ციგურებით სრიალი, ისე დაიკლებ ვერც მიხვდები!
ხტუნვა
სცადე ხტუნვითი ვარჟიშები, გააკეთე 50 და მითხარი რომ გული არ აგიჩქარდა. გაიმეორე ვარჯიშები კვირაში რამდენიმეჯერ და პროგრესს მალევე იგრძნობ.
ზუმბა
ნამდვილად არსებობს მიზეზი, თუ რატომაა ზუმბას ცეკვა ისევ პოპულარული! თან გაერთობი და თან ზუმბა შესანიშნავი კარდიო ვარჯიშია. არ მოგწონს ზუმბა? სცადე ნებისმიერი სხვა ცეკვა: დაწყებული ბალეტიდან დამთავრებული რუმბათი.
ჩოგბურთი
შეიძლება არც სერენა ვილიამსი იყო და არც ანა კურნიკოვა, თუმცა ჩოგბურთი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ლამაზი სხეულის დასაყენებლად.
ფრენბურთი
შეიძლება გვიან მიხვდე თუ როგორი კარგი კარდიო ვარჯიშია სინამდვილეში ფრენბურთის თამაში.
კალათბურთი
არ აქვს მნიშვნელობა მეგობრებთან ერთად თამაშობ სისტემატიურად კალათბურთს, თუ მარტოს გიყვარს კალათში ბურთის ჩაგდება. კალათბურთი ერთ-ერთი საუკეთესო ვარჯიშია შენი გულისთვის.
თემები: ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ქალები, მოტივაცია, წონაში დაკლება, კალორიები, ვარჯიში
<a href="http://fitness.allwomenstalk.com/these-cardios-are-amazing-for-weight-loss/1">http://fitness.allwomenstalk.com</a>