LIFE

17 სიბრძნე ცვლილების შესახებ, რომელიც ცხოვრების რთული პერიოდის გადალახვაში დაგეხმარებათ

17 სიბრძნე ცვლილების შესახებ, რომელიც ცხოვრების რთული პერიოდის გადალახვაში დაგეხმარებათ

1. ლეო ტოლსტოი: ”ჭეშმარიტი ცხოვრება მაშინ იწყება, როდესაც პატარა ცვლილებები მოხდება.”

2. ესპანური ანდაზა: "ბრძენი ადამიანი გადაიფიქრებს, სულელი კი აზრს არასდროს შეიცვლის".

3. სტივ ჯობსი: ”ადამიანები, რომლებიც საკმარისად გიჟები არიან და ფიქრობენ, რომ სამყაროს შეცვლა შეუძლიათ, ისინი შეცვლიან მას”.

4. მაჰათმა განდი: "იყავით ის ცვლილება, რომლის ნახვაც გსურთ მსოფლიოში."

5. სტივ მარაბოლი: ”სიმართლე ისაა, სანამ არ გაუშვებთ: სანამ არ აპატიებთ საკუთარ თავს, სანამ არ აპატიებთ სიტუაციას, სანამ არ გააცნობიერებთ, რომ სიტუაცია დასრულებულია, წინსვლას ვერ შეძლებთ”.

6. როი თ. ბენეტი: ”თუ ფრენა გინდა, მაშინ უნდა დათმო ის, რაც გამძიმებს.”

7. მაია ანგელოუ: ”თუ ვერ შეცვლით სიტუაციას, შეცვალეთ თქვენი დამოკიდებულება”.

8. მენდი ჰეილი: ”ამბობენ, რომ ცვლილებები მტკივნეულია, მაგრამ არაფერია ისეთი მტკივნეული, როგორც იმ ადგილას დარჩენა, სადაც თქვენი ადგილი არ არის.”

9. ჯორჯ ბერნარდ შოუ: ”ვისაც აზრის შეცვლა არ შეუძლია, ის ვერაფერს შეცვლის”.

10. ჯონ მაქსველი: ”ცვლილება გარდაუვალია, ხოლო ზრდა სავალდებულო. ”

11. უილიამ არტურ ვარდი: ”პესიმისტი ქარზე წუწუნებს, ოპტიმისტი მის შეცვლას ელოდება, რეალისტი კი იალქნებს შლის”.

12. არნოლდ ბენეტი: ”ნებისმიერ ცვლილებას, თუნდაც უკეთესობისკენ, ყოველთვის თან ახლავს დისკომფორტი”.

13. ჯალალედინი მევლანა რუმი: "გუშინ ჭკვიანი ვიყავი, ამიტომ მსურდა სამყაროს შეცვლა. დღეს მე ბრძენი ვარ, ასე რომ, საკუთარ თავს ვცვლი".

14. ენდი უორჰოლი: ”ისინი ყოველთვის ამბობენ, რომ დრო ყველაფერს ცვლის, მაგრამ რეალურად, თქვენ უნდა შეცვალოთ ისინი.”

15. ლეო ტოლსტოი: "ყველას სამყაროს შეცვლა სურს, მაგრამ არავინ ფიქრობს, რომ საკუთარი თავი შეცვალოს“.

16. ნელსონ მანდელა: ”განათლება არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რომლის საშუალებითაც შეგიძლია შეცვალო სამყარო.”

17. ს.ს. ლუისი: ”ის, რაც წინ გველოდება, ბევრად უკეთესია, ვიდრე ყველაფერი ის, რასაც უკან ვტოვებთ.”