შეეჯიბრეთ საკუთარ თავს, და არა სხვებს - 3 ცხოვრებისეული ჭეშმარიტება
- 20.03.2021
შეიძლება ძალიან მარტივია საკუთარი მიღწევების სხვა ადამიანების მიღწევებთან შედარება, მაგრამ ეს არასწორი დამოკიდებულებაა. როდესაც სხვებთან კონკურენციას ვიწყებთ, საკუთარი ცხოვრების და თქვენი ნამდვილი თვითღირებულებების შეფასება გვავიწყდება. მართალია ცხოვრება შეიძლება ერთგვარი შეჯიბრია, მაგრამ ეს უნდა იყოს თქვენი პირადი თამაში და არა სხვისი. თქვენი ძალისხმევისა და კონკურენციის აღსადგენად უკეთესი გზა სარკეში ჩახედვა და საკუთარ თავთან კონკურენციის დაწყებაა.
ყურადღება გაამახვილეთ თქვენს უნარებზე
როდესაც ჩვენ საკუთარ თავთან კონკურენციას ვიწყებთ, შეგვიძლია გავიგოთ, რა უნარებია ჩვენთვის ნამდვილად ღირებული და რაში ვართ კარგები. ახალი უნარების დასწავლა მნიშვნელოვანია, მაგრამ როდესაც მუდმივად ვეჯიბრებით სხვებს, რომლებსაც უკვე აქვთ ცოდნა ამ უნარში, იმედგაცრუებული დავრჩებით.
თქვენ უნდა გააუმჯობესოთ ის სფეროები, სადაც ყველაზე წარმატებული ხართ და ყურადღება გაამახვილოთ ახალ უნარებზე, რისი მიღებაც შეგიძლიათ, თანაც ისე, რომ იმედგაცრუებული არ დარჩეთ პროცესში. შეიძლება ადამიანებთან კონკურენცია არასწორ უნარ-ჩვევებში მხოლოდ იმიტომ გქონდეთ, რომ ეს სხვისთვის მნიშვნელოვანია. იფიქრეთ საკუთარ სურვილებზე და გამოყავით ის უნარები, რომელთა გაუმჯობესებაც გსურთ.
შეაჩერეთ სხვათა საბოტაჟი
შეიძლება ჩვეულებრივი მოვლენაა საბოტაჟი სხვების მხრიდან, როდესაც გრძნობთ, რომ მათთან პირდაპირ კონკურენციაში ხართ. თქვენ თავიდან აიცილებთ ასეთი დამოკიდებულების ყველა ნეგატიურ შედეგს თუ გაითვალისწინებთ საკუთარ ღირებულებებს და მათ ნაცვლად, მხოლოდ საკუთარ თავს შეეჯიბრებით.
ყოველთვის გამოჩნდება თქვენზე უკეთესი
ჭეშმარიტი ჩემპიონები და გამოცდილი სპეციალისტები იშვიათია. იყო საუკეთესო არ ნიშნავს, რომ გაუმჯობესება შეუძლებელია. გაუმჯობესებაში კი იმის აღიარება დაგეხმარებათ, რომ ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა თქვენზე უკეთესი ადამიანი გამოჩნდეს. ამიტომ, მუდმივად განაგრძეთ განვითარება, წინსვლა და საკუთარი დიდი მიღწევების კიდევ უფრო გაუმჯობესება.
თემები: სამსახური, ურთიერთობა, მზრუნველობა, რჩევები, კარიერა