ჩვენ ყველა ვცნობთ ქარიზმატულ ადამიანებს: როდესაც შემოდიან, ისინი, უბრალოდ ანათებენ ოთახს. ხოლო როდესაც მათ ესაუბრებით, თავს ენერგიულად გრძნობთ. აი მოსაწყენი ადამიანები კი, ცხოვრების მთელ ხალისს იწოვენ ოთახიდან. მათთან საუბარი მოსაწყენია და ერთი სული გაქვთ, უბრალოდ წავიდნენ.

და მაინც, ზუსტად როგორია მოსაწყენი ადამიანი?

1. ნეგატიური

არაფერია მოსაწყენი, ვიდრე ადამიანი, რომელიც ყოველთვის მოვლენების ნეგატიურ მხარეს ხედავს - ადამიანი, რომელიც მუდმივად წუწუნებს. ყოველთვის, როდესაც რაიმე პოზიტიური საკითხის წამოწევა გსურთ, მაგალითად, ეკითხებით: "უბრალოდ არ გიყვართ გასართობი პარკები?“, მოსაწყენი ადამიანი წუწუნებს, "ძალიან ხალხმრავლობაა, ძვირია, ბინძურია…"

2. ზედაპირული

მოსაწყენი ადამიანი ღრმა საუბარში უბრალოდ არ მონაწილეობს. სამაგიეროდ, ზედმეტად ბევრს საუბრობს უმნიშვნელო მოვლენებზე, მაგალითად, ამინდზე ან მუდმივად ერთსა და იმავეს იმეორებს. ფაქტობრივად შეუძლებელია ნამდვილი, ემოციური "კავშირის" დამყარება მსგავს ადამიანთან.

3. პასიური

არაექსპრესიული, საუბრობს ერთფეროვნად, არ გეკონტაქტებათ თვალები, ერთი შეხედვით, მთლიანად გათიშულია - ეს არის მოსაწყენი ადამიანის ამოსაცნობი უტყუარი ნიშნები.

4. თვითორიენტირებული

მოსაწყენი ადამიანები ძალიან ბევრს საუბრობენ საკუთარ თავზე და ნაკლებად ინტერესდებიან სხვების ამბებით. სანამ დაუსრულებელ ამბავს მოჰყვება და მთავარ სათქმელს იტყვის, თვითორიენტირებული, მოსაწყენი ადამიანი ძალიან დიდ ყურადღებას (და ნერვებს) საჭიროებს.

5. პროგნოზირებადი

მოსაწყენი ხალხის პროგნოზირება ადვილია - ისინი ძალიან ბევრ დაღლილ კლიშეს იყენებენ, ადვილად და ხშირად თანხმდებიან სხვების შემოთავაზებებსა თუ იდეებს, და იშვიათად გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებს. ამის გამო, ხშირად მათთან კომუნიკაცია მომხიბვლელიც კი იყოს - ისინი სხვა ადამიანებს მუდამ კომპლიმენტებით ავსებენ.

გამოდის, რომ მოსაწყენ ადამიანს მისჯილი აქვს გარიყული და მარტოსული ცხოვრება? - რა თქმა უნდა არა. მას შეუძლია განავითაროს საუბრის უნარ-ჩვევები: გახდეს უკეთესი მსმენელი, ისწავლოს ეფექტური კომუნიკაცია და საუბრის დროს, სხვებს არ მოახვიოს საკუთარი პრობლემები, წინასწარ მოამზადოს მასტიმულირებელი თემებს ან ისტორიები. მოკლედ, სულ ცოტათი უფრო ქარიზმატული უნდა გახდეს.