LIFE

იცით, რატომ არ უნდა იფიქროთ ზედმეტად ბევრი?

იცით, რატომ არ უნდა იფიქროთ ზედმეტად ბევრი?

”ზედმეტი ფიქრი იმ პრობლემების შექმნის საუკეთესო გზაა, რომლებიც თავისით, ნამდვილად არ იარსებებდნენ“.

ადამიანები მიდრეკილნი ვართ ზედმეტი ფიქრისკენ - ჩვენ წარმოვისახავთ იდეებს ჩვენს თავებში და განვიხილავთ შესაძლო შედეგებს. ეს არც ისე დიდი პრობლემა იქნებოდა, თუკი პროცესს პოზიტიურად წარვმართავდით. მაგრამ ჩვეულებრივ, ეს ფიქრები ნეგატიურია - ჩვენ ვაკვირდებით ყველა იმ გზას, რომლთაც რაღაც შეიძლება არასწორად წარიმართოს. ჩვენ განვიხილავთ ყველაზე ცუდი სცენარებს.

ზოგჯერ, ზედმეტი ფიქრი სერიოზულ პრობლემად შეიძლება გადაიქცეს, რადგან ის ისეთ ნეგატიურ ემოციებს წარმოქმნის, როგორებიცაა დარდი და წუხილი. ამასთან, ნებისმიერ სიტუაციას ზედმეტად რთულად წარმოვაჩენთ.

”ადამიანები წარმოსახვითი ფიქრებით უფრო მძიმდებიან, ვიდრე რეალური სიტუაციით“.  

როდესაც ასე ხდება, ჩვენ ვკარგავთ მოტივაციას და ნებისყოფას. შეიძლება ნაკლებად მოვისურვოთ რაიმე ახლის ცდა, რადგან გვეშინია, რომ არაფერი გამოგვივა. ზედმეტი ფიქრი გვაიძულებს არასოდეს დავიწყოთ მოქმედება და შესაბამისად, წარუმატებლად ვიცხოვროთ. 

რას ნიშნავს ეს? 

ჩვენ უნდა დავივიწყოთ ზედმეტი ფიქრის ჩვევა. ეს ნამდვილად არ გვეხმარება მომავლის დაგეგმვაში და უბრალოდ, ძირს უთხრის ჩვენს ნებისმიერ ძალისხმევას.

იცით, რატომ არ უნდა იფიქროთ ზედმეტად ბევრი?

ამის ნაცვლად, ყურადღება უნდა გავამახვილოთ მომავლის დაგეგმვასა და დადებით მხარეზე. მომავლის დაგეგმვა ნიშნავს, სავარაუდოდ, კარგი და ცუდი სცენარების განხილვას და ორივესთვის მომზადებას. იმის ნაცვლად, რომ ვიდარდოთ იმაზე, რა წარიმართება არასწორად, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ კარგი შედეგებისთვისაც.

მეორე გამოსავალი არის პოზიტიურ ასპექტებზე ფიქრი. თუ მკაფიოდ ხედავთ რა არის ყველაზე უარესი სცენარი, მაშინ რატომ არ შეგიძლიათ დაინახოთ რა მოხდება კარგ შემთხვევაში? 

ზედმეტი ფიქრი ის ჩვევაა, რომლის მიტოვებაც ძნელია, რადგან ერთი შეხედვით, ის დადებითი მოვლენაა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამ ჩვევას გაემიჯნებით, აღმოაჩენთ, რომ ის მხოლოდ ჩვენს წუხილს ან გაბრაზებას ემსახურება. შექმენით ახალი სააზროვნო ჩვევები, რომლებიც რეალურად დაგეხმარებათ მომავლის დაგეგმვასა და წარმატების მიღწევაში. 

”დრო დაუთმეთ ფიქრს, მაგრამ როდესაც მოქმედების დრო დადგება, შეწყვიტეთ ფიქრი და დაიწყეთ მოქმედება.”