თავისუფალი, გაბედული და წარმოუდგენლად ლამაზი ანჯელინა ჯოლი 4 ივნისს, 46 წლის გახდა. მსახიობი ახლა უკვე შემდგარი მსახიობია, რომელმაც ჰოლივუდის მორევში იპოვა წონასწორობა, სამსახიობო აღიარება და მსოფლიოს სექს სიმბოლოს სტატუსსაც უკვე მრავალი წელია, არავის არ უთმობს.

1. შეწყვეტილი ცხოვრება, 1999 წელი

ეს არის ფილმი, რომელის წყალობითაც, 25 წლის ანჯელინა ჯოლი საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლისთვის ოსკარის მფლობელი გახდა.

სიუზანი (ვაინონა რაიდერი) ფსიქიატრიულ კლინიკაში აღმოჩნდება. მისი ცხოვრება სიგიჟის ზღვარსა და ნორმალურ მდგომარეობას შორის ბალანსირებას. გოგონა გადაწყვეტს დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას და სასოწარკვეთილ ნაბიჯს გადადგავს - ის ლიზასთან (ანჯელინა ჯოლი) ერთად გაიქცევა... მაგრამ მხოლოდ ფსიქიატრიული კლინიკიდან შორს ის აღმოაჩენს, რომ ნამდვილი გიჟები, საავადმყოფოს კედლების მიღმა ცხოვრობენ.

2. ლარა კროფტი, 2001 წელი

ანჯელინა ჯოლი სამუდამოდ დარჩება ისტორიას, როგორც საუკეთესო ლარა კროფტი - ინგლისელი არისტოკრატი ქალი, რომელიც კარგად ფლობს საბრძოლო ხელოვნებას და მისტიურ საზოგადოებებთან ბრძოლა აქვს გაჩაღებული. მომხიბლავი არქეოლოგი უძველესი ნივთების აღსადგენად სამარხებს იკვლევს, სადაც ღირსეულ მეტოქეს, ბოროტ პაუელს შეხვდება, რომელიც მნიშვნელოვან თილისმას ეძებს.

3. მისტერ და მისის სმიტები, 2005 წელი

ჯონ და ჯეინ სმიტებისთვის ქორწინება მოსაწყენი და ერთფეროვანი გახდა, თუმცა ცოლ-ქმარმა ჯერ არ იცის, რომ ორივე მათგანი გასაიდუმლოებულ სამსახურებში მუშაობენ - ისინი დაქირავებული მკვლელები არიან. ერთმანეთისთვის საქმიანობის დამალვა მათთვის სირთულეს არასდროს წარმოადგენდა, მაგრამ მალე აღმოაჩენენ, რომ ორივე მათგანის მორიგი დავალება ერთმანეთის მიზანში ამოღებაა. შეძლებენ თუ არა ისინი ამ მისიის შესრულებას?

სწორედ ამ ფილმის გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ ერთმანეთს ბრედ პიტი და ანჯელინა. მათი სიყვარული რეალურ ცხოვრებაშიც გაგრძელდა და სამყარომ მორიგი საკულტო წყვილი იხილა.

4. ალექსანდრე, 2004 წელი

ეს არის ამბავი მაკედონიის მეფე ალექსანდრეზე, რომელიც თავის ლეგიონს სპარსეთის იმპერიისკენ მიუძღვება. სპარსელთა ჯარის დამარცხების შემდეგ, ის თავის მეომრებს მაშინდელი მსოფლიოს გავლით, ინდოეთამდე მიიყვანს...

ანჯელინა კი სწორედ ალექსანდრეს, მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეფის დედას თამაშობს.

5. შეცვლა, 2008 წელი

კლინტ ისტვუდის დრამაში, ანჯელინა ჯოლი, კინოს ისტორიაში, ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ დედის როლს მოირგებს. გატაცებული ბავშვის სახლში დაბრუნების შემდეგ, დედა ფიქრობს, რომ ეს ბიჭი მისი შვილი არ არის. პოლიციის კაპიტანი კი გადაწყვეტს, რომ ქალი ფსიქიატრულ საავადმყოფოში მოათავსოს.

ამ განსაკუთრებული როლისთვის, ანჯელინა ნომინირებულია ოსკარზე, როგორც საუკეთესო მსახიობი ქალი.

6. ტურისტი, 2010 წელი

ყველაფერი ამერიკელი ტურისტის, ფრენკის (ჯონი დეპი) გარშემო ვითარდება, რომელიც იტალიას ესტუმრება, რათა გატეხილ გულს უშველოს...

7. მალეფისენტი, 2014 წელი

ეს არის ყველასთვის კარგად ცნობილი „მძინარე მზეთუნახავის“ ზღაპრის განსხვავებული ვერსია, სადაც ანჯელინა, არც მეტი და არც ნაკლები, ბოროტი ჯადოქრის როლში გვევლინება. ფილმის მეორე ნაწილი, „ბოროტების მბრძანებელი“ ეკრანზე 2019 წელს გამოვიდა.