კაბების ევოლუცია საუკუნეების განმავლობაში - რომელია თქვენი ფავორიტი სტილი?
- 07.06.2021
დღეს მოდის არჩევანი უსაზღვროა. გსურთ ტრენდული პიჯაკისა და შარვლის მორგება? ჩაიცვით და გაემართეთ ქალაქის ყველაზე ხმაურიან წვეულებაზე. ველოსიპედის შორტებისა და კლასიკური პერანგის კომბინაციაზე რას იტყოდით? - ესეც შესანიშნავი არჩევანია, როგორც ქუჩაში, ასევე წვეულებაზე. მაგრამ ქალებისათვის, მოდა ყოველთვის ასეთი მრავალფეროვანი არ ყოფილა. გასული საუკუნეების განმავლობაში, კაბებმა უდიდესი ევოლუცია განიცადეს. ნახეთ, როგორ გარდაიქმნა სამოსი დროთა განმავლობაში.
1. ძველი წელთაღრიცხვით 30 წელი
ძველი საბერძნეთის ტანსაცმელი დიდი ხანია წარმოადგენს თანამედროვე მოდის საყვარელ შთაგონების წყაროს. მაგრამ იმ დროის კაბები, ძირითადად, კომფორტისა და ფუნქციურობისთვის იყო შექმნილი. ცხელი კლიმატის გამო, ქალები ძირითადად აბრეშუმსა და ტილოს ქსოვილს ირჩევდნენ. თანაც, ამ ქსოვილებს კერვა არ სჭირდებოდათ და ამიტომ, ძალიან მოსახერხებელი იყო.
2. 1450 წელი
ადრეული შუა საუკუნეების პერიოდში, კაბები უფრო რთულდება. მიიჩნეოდა, რომ მძიმე და მორთული ქსოვილები, სიმდიდრის ნიშანი იყო. სწორედ ამიტომ დაიწყო ნაჭრებისა და ფენებისგან კაბების „აგება“.
3. 1530 წელი
ამ პერიოდის სტილი გამოირჩეოდა გრძელი, ჩამოფარებული მკლავებითა და მძიმე ქსოვილებით. განსაკუთრებით პოპულარული იყო ხავერდის ქსოვილი და კვადრატული დეკოლტე, რომელიც, როგორც წესი, ყელსაბამებისა და სამკაულების ფენებით იყო მორთული.
4. 1650 წელი
ამ პერიოდში, ევროპის თავადაზნაურობაში განსაკუთრებით პოპულარული იყო კაბის სილუეტი, რომელიც წელს გამოკვეთდა. სწორედ აქედან იღებს სათავეს სულისშემხუთველი კორსეტების ტენდენცია.
5. 1760 წელი
ამერიკის კოლონიებში, ევროპასთან შედარებით, საოცრად მარტივი კაბები იყო პოპულარული. შეძლებული ოჯახის ქალიც კი, მაგალითად მართა ვაშინგტონი (სურათზე), ატარებდა ქვედაკაბისა და ღია კაბის კომბინაციას, რომელიც სინამდვილეში ერთი მთლიანი კაბა იყო.
6. 1775 წელი
იმის საპირისპიროდ, რაც ახალ სამყაროში ხდებოდა, ევროპელებმა კიდევ უფრო რთული გახადეს მოდა. იმ პერიოდში, მოდის პიკი მარი ანტუანეტა გახდა. მისი კაბები იყო დიდი ზომის, თამამი ფორმის, მაგრამ ამავდროულად დახვეწილი. ხოლო თმა, რაც შეიძლება მაღლა აწეული, აფუმფულებული და სხვადასხვა რთული დეტალებით მორთული.
7. 1810 წელი
იმპერიის კაბები, დღის ნებისმიერი მონაკვეთისთვისაა განკუთვნილი. იქნება ეს შუადღის გასეირნება თუ ვახშამი დიდგვაროვან მეზობლებთან.
8. 1820 წელი
1800-იანი წლების დასაწყისში და გადასული მხრები იყო ის მოდური დეტალი, რაზეც ყველა ქალი გიჟდებოდა.
9. 1840 წელი
დიდი კალთები და ექსტრავაგანტული დეტალები, როგორიცაა ყვავილები ან ნაქარგები, პოპულარული იყო მე -19 საუკუნის შუა ხანებში. თუ ოდესმე გინახავთ „ქარწაღებულნი“, მაშინ აუცილებლად ხვდებით, რაზეც ვსაუბრობთ.
10. 1890 წელი
ვიქტორიანულ ეპოქაში დასაწყისში, ყველა კაბა თითქმის ერთნაირი იყო - შავი ან თეთრი იყო ფერის კონსერვატიული სილუეტი, მაღალი კისრითა და გრძელი ხელებით.
11. 1900 წელი
თუმცა, ძალიან მალე, ვიქტორიანული სილუეტი კიდევ უფრო კონსერვატიული გახდა. ამ პერიოდის განმავლობაში, მკაცრი აქცენტი კეთდებოდა ქალის წვრილ წელზე.
12. 1905 წელი
ხოლო ეპოქის ბოლოს, მაქმანებისა და ბუმბულის დეტალების წყალობით, კაბები უფრო გაფერადდა და გამხიარულდა.
13. 1910-იანი წლები
ქალებმა დაიწყეს კაბების ტარება, რომლებიც უფრო მოკრძალებული და თავისუფალი დიზაინით გამოირჩეოდა. თუმცა მაქმანი კვლავ პოპულარული ქსოვილი იყო. მაგრამ ყველაზე საინტერესო მოვლენა სწორედ ამ დროს დროს უკავშირდება - კაბებმა ტერფის ზემოთ აიწიეს.
14. 1920 წელი
ნელ-ნელა, კაბის კალთები სულ უფრო და უფრო მოკლდებოდა. და თანაც, აღარც მოშიშვლებული მკლავების გამოჩენა იყო სკანდალური.
15. 1930 წელი
1930-იანი წლები რთული პერიოდია მოდაში - დიდ დეპრესიის განმავლობაში, ხალხი ბევრ ფულს არ ხარჯავდა ტანსაცმელზე. მაგრამ მათთვის, ვინც ფინანსური გადარჩენისთვის არ იბრძოდა, ახალი ნიმუშების და ტექსტურების დანერგვა დაიწყო...
16. 1940 წელი
1930-იანი წლების ცვლილებები, ყველაზე უკეთ სწორედ ამ დროს გახდა თვალსაჩინო. სტრუქტურირებული კოსტუმები, კაბები, სამხედრო სილუეტის მხრები და ქამრები... არ არსებობს ეპოქა, როდესაც ასე უცებ და ასე რადიკალურად შეიცვალა კაბის სილუეტი.
17. 1950 წელი
თუმცა 1950-იან წლებში, ტენდენცია კვლავ გარდაიქმნა. ქვიშის საათის სილუეტი, საშუალო სიგრძის კაბები, ტილო და შიფონი, სრულყოფილი ფორმები და წვრილი წელი მოდის ახალი ტენდენცია გახდა.
18. 1960 წელი
გასული საუკუნის 60-იან წლებიდან კი მოდა უფრო ფუნქციური და მოსახერხებელი გახდა.
19. 1970 წელი
70-იან წლებში, მინი ქვედაკაბა გადაიქცა მთლიან კაბად, რომელსაც, როგორც წესი, ბლუზსა და კოლგოტზე ირგებდნენ.
20. 1980 წელი
ოჰ, 80-იანი წლები! სწორედ მხრის ბალიშებით დაიწყო ყველაფერი, თუმცა ამ ეპოქის სავიზიტო ბარათი, კოპლები გახდა, თანაც რაც მეტი, მით უკეთესი. ხოლო ლუქის თამამი აქსესუარებით დასრულება, უბრალოდ სავალდებულო გახდა.
21. 1990 წელი
90-იანი წლების დასაწყისში, მკაცრი ტენდენციები, მინიმალისტური ფორმებითა და გლამურული, მბზინავი ქსოვილებით შეიცვალა.
22. 2000 წელი
2000-იანი წლები იყო გაურკვეველი სტილისა და სილუეტების ეპოქა, სადაც მთავარი აქცენტი, ქსოვილის ფაქტურასა და პრინტზე კეთდებოდა.
23. 2010 წელი
მაგრამ 2010-იან წლებში, პირიქით, ტენდენცია გახდა სილუეტი, რომელიც ქალის სხეულს იმეორებდა.
24. 2019 წელი
აი, 2010-იანი წლების მიწურულს კი, გამყოფი ხაზი მაღალი მოდასა და ყოველდღიურ მოდას შორის უბრალოდ გაურკვეველი გახდა. ახლა ტრენდულია ჩაიცვათ ისე, როგორც თქვენ გსურთ, იქნება ეს კორსეტი, ბერძნული სტილით შთაგონებული კაბა თუ 40-იანები ორეულები. არჩევანი ნამდვილად მხოლოდ თქვენზეა.
თემები: სტილი, როგორ ჩავიცვათ, მოდა, რჩევები ქალებს, ტრენდი, რჩევები
<a href="https://www.harpersbazaar.com">https://www.harpersbazaar.com</a>