გაკვეთილი N 1: დაინახეთ სილამაზე საკუთარ ანარეკლში

სამწუხაროდ, ქალების უმრავლესობა, სარკეში ჩახედვისას ძალიან კრიტიკულია. აი მამაკაცები, კი, ძნელად ხედავენ გარეგნულ ნაკლოვანებებს. ქალები საკუთარ თავს სარკეში უყურებენ იმის გასარკვევად, რაიმე სახის ნაკლი ხომ არ აქვთ. მაგალითად, აკნე, ჭაღარა თმა, ნაოჭები, ან უბრალოდ, მაკიაჟი ხომ არ გაუფუჭდათ. ხოლო მამაკაცები აღფრთოვანებული უყურებენ საკუთარ თავს და მხოლოდ იმას ხედავენ, რაც ძალიან მოსწონთ. რაც შეიძლება ხშირად ჩაიხედეთ სარკეში და დააკვირდით საკუთარ სხეულს - რა მოგწონთ ყველაზე მეტად? ეს დაგეხმარებათ ნაკლებად კრიტიკულად შეხედოთ საკუთარ გარეგნობას.

გაკვეთილი N 2: დაშორება არ არის ყველაზე დიდი ტრაგედია

როდესაც საქმე დაშორებებს ეხება, კვლევებით დასტურდება, რომ ქალები უფრო მეტად ადანაშაულებენ საკუთარ თავს. ბევრ ფილმში შეხვდებით სცენას, სადაც დაშორების შემდეგ, ბიჭი მიდის წვეულებაზე ან დროს მეგობრებთან ერთად ატარებს. ხოლო გოგონა ტკბილეულით ცდილობს ტკივილის შემსუბუქებას, ტირის და ტელეფონზე, საკუთარ მეგობრებთან დასტირის თავის ყოფილ შეყვარებულს. რაც რა თქმა უნდა, არასწორი მიდგომაა. დაშორების შემდეგ, მაქსიმალურად დამშვიდდით, ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს, სცადეთ ემოციების ჯანსაღი ფორმით გამოხატვა და რაც მთავარია, გააგრძელეთ ცხოვრება!

გაკვეთილი N 3: "ნაკლები არის მეტი"

სტერეოტიპულად, ქალის ტუალეტის მაგიდა აბსოლუტურად განსხვავდება მამაკაცისგან. თქვენს აბაზანაში ძალიან ბევრი ნივთის არსებობის მთავარი პრობლემა არის ის, რომ შეიძლება დაკარგოთ ინფორმაცია თუ რა არის გამოსადეგი და რა ვადაგასული. ასევე, აბაზანის ტენიანობამ და სიცხემ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს კოსმეტიკურ საშუალებებზე. ადგილი, სადაც თავის მოვლის საშუალებები ინახება უნდა იყოს მშრალი, მარტივი, სუფთა და ორგანიზებული.

გაკვეთილი N 4: აღმოაჩინეთ სიჩუმის მშვენიერება

დუმილს შეიძლება სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიიჩნევს, ჩუმად ყოფნა კომუნიკაციის ფორმა არ არის, ექსპერტები თანხმდებიან, რომ სიჩუმე სინამდვილეში რაღაცას გვეუბნება. როდესაც ვხედავთ ჩუმად მყოფ მამაკაცს, შეიძლება აღვიქვათ, რომ ის ძლიერი, დომინანტი და მშვიდი ადამიანია.

ამიტომ მნიშვნელოვანია ისწავლოთ სიჩუმე. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს, რომ ხმა აღარ ამოიღოთ და საკუთარი აზრი აღარ დააფიქსიროთ, თუმცა უნდა ისწავლოთ, როდისაა გაჩუმება საუკეთესო გადაწყვეტილება და შინაგანი ძალის დემონსტრირება.

გაკვეთილი N 5: ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება უსაზღვრო შესაძლებლობა არ არის

ყოველთვის მიიჩნეოდა, რომ ქალებს იდეალურად შეუძლიათ ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება. მაგრამ ეს სიმართლეა? სამწუხაროდ, კვლევებმა აჩვენა, რომ ქალები რეალურად ბევრ საქმეს, პარალელურად აკეთებენ და საბოლოოდ, იწვებიან. არავინ არის სუპერგმირი და არავის შეუძლია ერთდროულად უზარმაზარი სამუშაოების შესრულება. ამის ნაცვლად, გონივრულად გაანაწილეთ სამსახურის, ოჯახისა და საყოფაცხოვრებო საქმეები, რადგან ყველა ადამიანი იმსახურებს ჯანმრთელ, მდგრადი გონებასა და სხეულს.