არაფერს შეუძლია ისეთი აუტანელი ტკივილის გამოწვევა, როგორც შაკიკს. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ეს უკანასკნელი თავს იჩენს ამინდის ცვლილებების, ძლიერი და მძაფრი სურნელის, სტრესის, ძილის ნაკლებობის, ჰორმონების ცვლილებების, კონკრეტული საკვებისა და სასმლის მიღებისას.
მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე ქალისთვის არც სტრესია უცხო, არც ძილის ნაკლებობა და არც ჩვენს ქვეყანაშია სტაბილური კლიმატი. შესაბამისად, შაკიკით დაავადებული ქალბატონების რიცხვი არც ისე მცირეა.
TREND გთავაზობთ იმ საკვებთა ჩამონათვალს, რომლებიც ხელმისაწვდომია, ტკივილის შეგრძნებას ამცირებს და თითქმის აქრობს შაკიკის რისკს. თუ შაკიკი გაწუხებთ, მიირთვით:
1. ორაგული
სასარგებლო ცხიმების დიდი რაოდენობით შემცველი დიეტები, ქრონიკულ თავის ტკივილებს ამცირებს. ორაგული დიდი რაოდენობის ომეგა-3 ცხიმის მჟავებს შეიცავს, რაც ანთებისა და თავის ტკივილისას ძალიან ეფექტურია. სასარგებლო ცხიმებს შეიცავს ზეთის ხილიც, ავოკადოც და სხვა თევზის პროდუქტებიც. კარგი არჩევანია სარდინიც. კვლევებმა აჩვენა, რომ რეგულარულად ზეთის ხილის საკვებად მოხმარება თავის ტკივილის სიხშირესა და მათ სიმწვავეს ამცირებს.
2. ღვიძლი
საქონლის ხორცი დიდი რაოდენობით ვიტამინ B3-ს შეიცავს, რაც თავის ტკივილსა და შაკიკს ებრძვის. B3 ვიტამინი წყალში ხსნადია, რაც იმას ნიშნავს, რომ გადაჭარბებით მიღების შემთხვევაშიც, ამაზე ნერვიულობა არ მოგიწევთ. ხახვში შემწვარი ღვიძლი ძალიან პოპულარული საკვებია სასადილო რესტორნებში. და რაც მთავარია, საკმაოდ მარტივადაც მზადდება!
3. კუსკუსის მარცვლები
კუსკუსის მარცვლები ნელ-ნელა პოპულარული ხდება. იგი მარცვლეულია, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი რაოდენობით ცილას შეიცავს და შესაბამისად, ნაკლებ ნახშირწალსაც. ასევე, მასში დიდი რაოდენობით ორგანიზმისთვის აუცილებელი ნივთიერება, მაგნიუმი არის. კუსკუსი ძალიან სასარგებლოა იმ ქალთათვისაც, რომლებიც მენსტრუალური ტკივილებისგან იტანჯებიან. დიდი რაოდენობით მაგნიუმს შეიცავს მზესუმზირაც, ტკბილი კარტოფილი და ყავისფერი ბრინჯი.
4. ისპანახი
შაკიკის დასაძლევად და შესამცირებლად, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საკვები საშუალება, ისპანახია. ის არტერიულ წნევას ამცირებს, რაც ქრონიკული თავის ტკივილების საწინააღმდეგოდ ძალიან ეფექტურია. ისპანახის წვნიანი ასევე იდეალურია ნაბახუსევისა და გაუწყლოების დროსაც.
5. გვირილის ნაყენი
გვირილა ტემპერატურის კლებისთვის გამოიყენება და საკმაოდ ეფექტურიც გახლავთ მისი ნაყენი. რაც შეეხება თავის ძლიერ ტკივილებს, მის წინააღმდეგ გვირილის ნაყენის გამოყენება 1980-იანი წლებიდან გახდა პოპულარული. დიდ ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის მონაწილეების 70%, გვირილის ნაყენს ყოველდღიურად იღებდა, შედეგად კი ნაკლები თავის ტკივილი აწუხებდათ. მას შემდეგ ბევრი კვლევა ჩატარადა მისი სასარგებლო თვისებების შესასწავლად.
6. სელის ზეთი
თავის ტკივილი ძირითადად ანთებისგან არის გამოწვეული, რასაც ომეგა 3 ცხიმის მჟავები ამცირებს. სელის ზეთი, დიდი რაოდენობით ომეგა 3-ს შეიცავს და ძალიან ეფექტურია შაკიკის ტკივილის შესაჩერებლად.
7. ყველი
ყველი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით ტირამინს, რომელიც რძის მჟავას ერთ-ერთი სახეა. იგი ამმცირებს არტერიულ წნევას და არეგულირებს სისხლის მიმოქცევას. რეკომენდირებულია ისეთი ყველის გამოყენება საკვებად, როგორიცაა ჩედარი, გაუდა და ა.შ.
თემები: დიეტა, ჯანსაღი კვება, სწორი კვება, თავის მოვლა, პროდუქტები, ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ქალები, რჩევები, საკვები, თავის ტკივილი, შაკიკი
allwomenstalk.com