ნებისმიერ საზოგადოებაში არსებობს წესები, რომლებიც ბავშვობიდანვე ყველამ იცის: მაგალითად, რომელ ხელში უნდა დაიჭიროთ დანა და ჩანგალი. ეს მარტივი ჭეშმარიტება ყველასათვის ცნობილია.
მაგრამ არსებობს ეტიკეტის არანაკლებ მნიშვნელოვანი წესები, რომელთა შესახებაც, სახელმძღვანელოებში, არაფერი წერია. იმავდროულად, ძალიან მარტივი და მნიშვნელოვანია მადლობა გადაუხადოთ მოლარეს ან თავის ადგილზე დააბრუნოთ ის პროდუქტები, რომელთა ყიდვაც გადაიფიქრეთ...
1. დახურულ სივრცეებში არ გამოიყენოთ მძაფრი სუნამო
ცუდად ვენტილირებადი სივრცეში ყოფნა არც ისე კომფორტულია. წარმოიდგინეთ, რომ თვითმფრინავის რომელიმე მგზავრმა მძაფრ სუნამოში „დაბანა“ გადაწყვიტა. ასეთ დროს, ფრენა შეიძლება უბრალოდ აუტანელი გახდეს. გარდა ამისა, მძაფრ სუნებზე ზოგიერთ ადამიანს ძლიერი თავის ტკივილი ეწყება, რომელიც მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ ქრება...
2. თუ თქვენი კერძი უფრო ძვირი ღირს, ნუ შესთავაზებთ პარტნიორს რესტორანში თანხის თანაბრად გაყოფას
ანგარიშის თანაბრად განაწილება სავსებით ნორმალურია, თუ შეკვეთის ფასები დიდად არ განსხვავდება. მაგრამ თუკი ყველამ მხოლოდ ჩაი დალია და ერთმა ადამიანმა ისადილა, მისი მხრიდან თავხედობა იქნება თანხის თანაბრად გაყოფის მოთხოვნა.
3. სუპერმარკეტში თავის ადგილზე დააბრუნეთ ის პროდუქტები, რომელთა ყიდვაც გადაიფიქრეთ
არსებობს უამრავი საკვები, რომელთა შენახვაც მხოლოდ გარკვეულ ტემპერატურაზეა შესაძლებელი. ამიტომ, თუ მოულოდნელად გადაიფიქრეთ იოგურტის, თევზის ან ხორცის ყიდვა, აუცილებლად დააბრუნეთ იმ ადგილზე, საიდანაც აიღეთ.
4. იყავით კეთილგანწყობილი მომსახურე პერსონალის მიმართ
მოლარესთვის ან მიმტანისთვის „გამარჯობისა“ და „მადლობის“ თქმა, სულაც არ არის რთული. მუდამ გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანი და ყველა პროფესია იმსახურებს პატივისცემას.
5. სანამ სხვის ძაღლს შეეხებით, ჰკითხეთ, შეიძლება თუ არა მისი მოფერება
შეიძლება უცხო ძაღლი მიმზიდველად გამოიყურებოდეს, მაგრამ არავინ იცის როგორ იქცევა ის უცხო ადამიანებთან. სრულიად შესაძლებელია, რომ ეს ძაღლი მხოლოდ პატრონს ენდობა. სჯობს დააზუსტოთ, ვიდრე საფრთხე შეუქმნათ თქვენს ჯანმრთელობას.
6. როდესაც თქვენი მეგობრები ჩხუბობენ, ნუ ჩაერევით
სავარაუდოა, რომ ისინი თავად მოაგვარებენ უთანხმოებას. ყველაზე ხშირად, მათ სჭირდებათ ბანალური მხარდაჭერა და, ალბათ, მეგობრული რჩევა. თუ რადიკალურ პოზიციას დაიჭერთ, შესაძლებელია, შერიგების შემდეგ მეგობარი გადაიმტეროთ.
7. არ იკითხოთ რამდენია თქვენი მეგობრის ხელფასი
თუ ადამიანი თავად არ საუბროს საკუთარ ფინანსურ მდგომარეობაზე, ყველა სხვა შემთხვევაში, ამ კითხვის დასმა უტაქტობაა.
8. არ დაარღვიო სხვების პირადი სივრცე
ადამიანების უმეტესობას არ მოსწონს ზედმეტი ტაქტილური და სოციალური კონტაქტი მეგობრებისა და ოჯახის წრის გარეთ. ამიტომ, არავის მოსწონს უცხო ადამიანი, რომელიც 20 სმ მანძილზე დგას.
9. ნუ იცინებთ სხვა ადამიანის სიცილზე
სიცილი ემოციის ყველაზე გულწრფელი გამოხატულებაა და იმის თქმა, რომ ის ძალიან „სულელურად“ ან „სასაცილოდ“ ჟღერს, სულ მცირე თავხედობაა. ასეთ შენიშვნას შეუძლია დიდად შეურაცხყოს და დააკომპლექსოს ადამიანი.
10. ნუ აურევთ ბოდიშის მოხდასა და თავის გამართლებას
ხშირად დაძაბული სიტუაციიდან საუკეთესო გამოსავალი ბოდიშის მოხდაა და ადამიანი, რომელიც განაწყენებულია, საერთოდ არ ელოდება, რომ დამნაშავე არგუმენტირებულად დაუსაბუთებს, რატომ გააკეთა ეს. მას უბრალოდ სურს, რომ გულიდან უთხრან "მაპატიე". ნებისმიერი ახსნა, ამ შემთხვევაში, მხოლოდ თავის გამართლებაა.
თემები: ფსიქოლოგია, ყურადღება, ურთიერთობა, წყვილი, ინტელექტუალი