·სჯობს არავის გაუგზავნოთ შეტყობინება, ვიდრე გაუგზავნოთ იმ ადამიანს, ვინც წაკითხვიდან ორი საათის შემდეგაც კი არ გპასუხობთ.
· სჯობს პარასკევს ღამით სახლში მარტომ უყუროთ ფილმებს, ვიდრე მთელი დღე ემზადებოდეთ პაემნისთვის - ჩაიცვათ ფავორიტი კაბა და წაისვათ თქვენი საყვარელი ტუჩსაცხი - მხოლოდ იმისთვის, რომ მან ბოლო წამს შეცვალოს გეგმები
· სჯობს შაბათ -კვირას მეგობრებთან ერთად გაერთოთ, ვიდრე ელოდოთ, გაახსენდებით თუ არა...
· სჯობს სხვა ბიჭებთან ფლირტის თავისუფლება გქონდეთ, ვიდრე უერთგულოთ იმ ბიჭს, რომელიც ზურგს უკან სხვა გოგოებს სწერს...
· სჯობს იყოთ მარტო, ვიდრე გყავდეთ თითქმის შეყვარებული, რადგან ასეთი ურთიერთობა არასოდეს არ არის საკმარისი.
თქვენ მეტს იმსახურებთ. თქვენ იმსახურებთ საიმედოობას, თანმიმდევრულობასა და სიყვარულს.
· თქვენ იმსახურებთ ადამიანს, რომელიც თქვენთან ერთად საღამოს გატარებას ორი კვირით ადრე გეგმავს, რათა სრულყოფილად დაგეგმოს პაემანი და თქვენზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოს.
· თქვენ იმსახურებთ ადამიანს, ვინც მომენტალურად უპასუხებს თქვენ მოულოდნელ შეტყობინებებს, თუნდაც ღამის ორ საათზე.
· თქვენ იმსახურებთ ადამიანს, რომელიც არა მხოლოდ მზად არის, არამედ ბედნიერია თქვენდამი ერთგულებით. ვინმეს, ვინც გჩუქნით საკუთარ თავს ეჭვი არ ეპარება, რომ სწორ გადაწყვეტილებას იღებს.
· თქვენ იმსახურებთ ადამიანს, ვინც გაგრძნობინებთ, რომ თქვენ იმსახურებთ მის ყველა დროს, ყველა ემოციას და ყველა ყურადღებას.
· თქვენ იმსახურებთ ბევრად მეტს, ვიდრე „თითქმის“ - თქვენ იმსახურებთ ადამიანს, ვინც ამბობს იმას, რასაც ფიქრობს; რომელიც გაძლევთ იმდენს, რამდენსაც იღებს; ვინც ასრულებს ყველა დაპირებას და არასოდეს გაგიცრუებთ იმედს.
ამიტომ, სანამ ასეთ ადამიანს არ იპოვით, იყავით „მარტო“ - ხშირად, ეს ბევრ ურთიერთობაზე უკეთესია.
თემები: მამაკაცები, ურთიერთობა, ქალები, პაემანი, მარტოხელა