მშობლები

რატომ ფიქრობენ მეცნიერები, რომ ბავშვის გაჩენის საუკეთესო ასაკი 35 წლის შემდეგ დგება?

რატომ ფიქრობენ მეცნიერები, რომ ბავშვის გაჩენის საუკეთესო ასაკი 35 წლის შემდეგ დგება?

თუ უნივერსიტეტი დაამთავრეთ და სტაბილური შემოსავალი გაქვთ, მაშინ, დიდი ალბათობით, მშობლები გამუდმებით გეკითხებიან, „როდის თხოვდები?“ და „როდის გეყოლება შვილები?“... ახლა კი შეგიძლიათ თავდაჯერებით უპასუხოთ, რომ ბავშვების გაჩენის საუკეთესო ასაკი 35 წლის შემდეგ დგება!

სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევის თანახმად, ბავშვის გაჩენისა და მშობიარობის საუკეთესო დრო 35 წლის შემდეგაა, რადგან ამ დროს უმჯობესდება ქალის, როგორც დედის მენტალური შესაძლებლობები. 

მაგრამ თუ ახლა თქვენ დასვით შეკითხვა - "კი მაგრამ, როგორ შემიძლია გავზარდო შვილი, თუ ამისთვის ჯერ მზად არ ვარ?“- თქვენთვისაც გვაქვს პასუხი... 

კვლევაში მონაწილეობა 830 ქალი, რომელთაც უკვე გადალახეს მენოპაუზური პერიოდი. მკვლევრები ამოწმებდნენ მათ დაგეგმვის უნარებს, ვიზუალურ აღქმებს, ვერბალურ მეხსიერებასა და კონცენტრაციას. 

აღმოჩნდა, რომ ქალები, რომლებმაც პირველი ბავშვი 24 წლის შემდეგ გააჩინეს, უკეთესად გაუმკლავდნენ ამოცანებს და უფრო მარტივად გადაჭრეს სხვადასხვა პრობლემები, ვიდრე მათ, ვინც პირველი შვილი 15-დან 24 წლამდე ასაკში გააჩინეს. 

ხოლო იმ ქალებს, რომლებმაც ბოლო ბავშვი 35 წლის შემდეგ გააჩინეს, უკეთესი ვერბალური მეხსიერება და შემეცნებითი უნარები აღმოაჩნდათ. 

ტვინის შესაძლებლობების გაუმჯობესება რეალურად დაკავშირებულია ორსულობის დროს ჰორმონების - ესტროგენისა და პროგესტერონის მატებასთან. ძირითადად, როდესაც ორსულად ხართ, ხდება რაღაც ზეადამიანური - და ეს სუპერშესაძლებლობები ასაკთან ერთად მხოლოდ ძლიერდება. 

ამიტომ ნუ მისცემთ თქვენს შვილიან მეგობრებს უფლებას გაგრძნობინონ, რომ თქვენმა დრომ უკვე გაიარა. ყველა ადამიანი განსხვავებულ დროს ხვდება, რომ მზადაა იყოს მშობელი, იყოს დედა. ოჯახის შექმნის სწორი ან არასწორი დრო, უბრალოდ, არ არსებობს. შვილების ყოლა ძალიან პირადი არჩევანია, რომელიც არ უნდა განისაზღვროს ისეთი გარემოებებით, როგორიცაა ასაკი და ოჯახური მდგომარეობა. 

ბავშვზე ფიქრისას, არსებობს უამრავი ბევრად მნიშვნელოვანი ასპექტი, ვიდრე თქვენი ასაკია. ესენია: თქვენი ფიზიკური და მენტალური მდგომარეობა, თქვენი ცხოვრებისეული გეგმები, თქვენი ემოციური მზაობა და რა თქმა უნდა შეგრძნება, რომ აი ახლა, უკვე მზად ხართ დედობისთვის.