LIFE

გახდი უფრო ბედნიერი ყოველდღე - საუკეთესო რჩევები

გახდი უფრო ბედნიერი ყოველდღე - საუკეთესო რჩევები

ჩვენ მხოლოდ ერთი სიცოცხლე გვაქვს, ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ის რაც შეიძლება ბედნიერი იყოს. მაგრამ როგორ შეგვიძლია გავხდეთ უფრო ბედნიერები?

ჩვენ ხშირად ვაძლევთ სხვებს იმის თქმის საშუალებას, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ და რა გავაკეთოთ. როდესაც შევწყვეტთ ფიქრს იმაზე, რას ამბობენ ან აკეთებენ სხვა ადამიანები, შევძლებთ საკუთარ თავს მოვუსმინოთ. მივყვეთ საკუთარ სურვილებს და გავაკეთოთ ის, რაც ნამდვილად გვსურს. 

პირველი ნაბიჯი ბედნიერებისკენ სწორედ ეს არის - საკუთარ თავს მივცეთ უფლება, ვაკეთოთ ის, რაც გვსურს. 

შემდეგ, დავფიქრდეთ, ვაძლევთ თუ არა საკუთარ თავს დროს იმის მისაღწევად, რაც გვაბედნიერებს? თუ რამის კეთება ძალიან გვიყვარს, ეს ნამდვილადაა ჩვენი ცხოვრების ნაწილი? 

მეორე ნაბიჯია გამოვყოთ დრო იმ საქმიანობისთვის, რაც გვაბედნირებს. ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი ქმედება, ჩვენ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ყოველდღიურ რუტინაში. 

ადვილია საკუთარ თავს დავაკისროთ პასუხისმგებლობები, მაგრამ საკუთარ თავზე ზრუნვა და ფიქრი, კარგად ყოფნის მნიშვნელოვანი ნაწილია. იქნება ეს ჰობი, ადამიანებთან კომუნიკაცია თუ უსაქმოდ ყოფნა, ჩვენ უნდა მივიღოთ ეს „ფუფუნება“.

სხვებმა შეიძლება ვერ გაგვიგონ, მათ შეიძლება არ გვაღიარონ, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. თუ ჩვენ შეწყვეტთ სხვებისთვის თავის მოწონების მცდელობას, შეგვიძლია ვკონცენტრირდეთ იმაზე, რაც რეალურად მნიშვნელოვანია.

 ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც გამუდმებით აძლიერებს გარკვეულ იდეებსა და ღირებულებებს. ძნელია იმის თქმა, გვინდა თუ არა ის, რაზეც ვფიქრობთ, რომ გვინდა. 

ჩვენ უნდა გავასუფთავოთ გონება და ერთგვარად გავანადგუროთ საკუთარი თავი. გავთავისუფლდეთ სტრესისა და შეზღუდული მსოფლმხედველობისგან, კონკრეტული ადამიანებისა და იდეებისგან. ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ იმ ამბებისგან, რასაც საკუთარ თავს ვუყვებით. სწორედ ესაა მესამე ნაბიჯი. 

წარსულის შეცდომებზე დარდი ხასიათის გაფუჭების კარგი საშუალებაა. ისინი ანადგურებენ ჩვენს ენერგიას და ხელს გვიშლიან ბედნიერების განცდაში.

წარსული შეცდომების დასაძლევად საუკეთესო საშუალებაა ვაპატიოთ საკუთარ თავს. ვაღიაროთ რა მოხდა და გავაანალიზოთ ჩვენი ბრალეულობა. მაგრამ მივცეთ საკუთარ თავს ცხოვრების გაგრძელების უფლება. 

ჩვენ გაქვს უფლება ვიყოთ ბედნიერები. მაგრამ ნუ დაველოდებით ბედნიერების თავისთავად მოსვლას. ამის ნაცვლად, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ და მოვიპოვოთ ბედნიერება. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ბედნიერება. 

„დღევანდელი მომენტი სავსეა სიხარულით და ბედნიერებით. თუ ყურადღებიანი ხართ, ამას აუცილებლად დაინახავთ“.