
ფრანგი მსახიობები, ყოველთვის ითვლებოდნენ ელეგანტურობისა და სტილის სიმბოლოდ. წინა საუკუნის კინოს ლეგენდარული სახელები თუ თანამედროვე ინდუსტრიის ვარსკვლავები - ფრანგი ქალები ყოველთვის ქმნიდნენ ფანტასტიკურ, ექსტრავაგანტულ პერსონაჟებს.
1. სოფი მარსო

მართალია სოფი მარსოს კარიერა უკვე 40 წელს ითვლის, მაგრამ ეს არანაირ გავლენას არ ახდენს მის სილამაზესა და დახვეწილობაზე.
2. ემანუელ ბეარი

ემანუელ ბეარი შესანიშნავად ირგებს ნებისმიერ როლს, როგორც კომედიაში, ასევე დრამებში. მართალია ის ჰოლივუდშიც აქტიურად მოღვაწეობს, მაგრამ მისი ყველაზე დასამახსოვრებელი როლები ფრანგულ კინოინდუსტრიას ეკუთნის.
3. მარიონ კორტიარი

მარიონმა შექმნა ისეთი განსაკუთრებული ფილმები, როგორებიცაა „შემიყვარე, თუ გაბედავ“, „ცხოვრება ვარდისფერ ფერებში“, „დასაწყისი“, „შუაღამე პარიზში“ და მრავალი სხვა...
4. მელანი როლანი

კიდევ ერთი ულამაზესი ფრანგი ქალი, რომელმაც დაიპყრო ჰოლივუდი და კვენტინ ტარანტინოს „უსახელო ნაბიჭვრებში“ ყველაზე ამაღელვებელი როლი ითამაშა.
5. ვანესა პარადი

მომღერალი, მსახიობი და ჯონი დეპის ყოფილი ცოლი - მისი სამსახიობო კარიერა 30 წელზე მეტია გრძელდება და ათზე მეტი წარმატებული როლი აქვს მიღებული.
6. ჟულიეტ ბინოში

ფრანგი მსახიობი და საოცრად ლამაზი ქალი, რომლის სამსახიობო ნიჭს მთელი მსოფლიო აღიარებს - „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“ , „სამი ფერი: ლურჯი“, „კოსმოპოლისი“, „შოკოლადი“ ... მისი განსაკუთრებული როლების სია, უბრალოდ უსასრულოა.
7. ლეტიცია კასტა

წარმოუდგენელი სილამაზის მქონე ტოპ მოდელი, რომელმაც შეძლო გამხდარიყო მსახიობი და ევროპის საუკეთესო რეჟისორებთან ეთანამშრომლა. სკეპტიკოსების მოლოდინის საწინააღმდეგოდ, ლეტიციამ არა მხოლოდ მსუბუქ კომედიებში გამოიჩინა თავი, არამედ უნაკლოდ შეასრულა დრამატული სცენებიც.
8. იზაბელ აჯანი

„დედოფალი მარგო“, „სასიკვდილო ზაფხული“, „შეპყრობილი“, „დები ბრონტეები“ თუ „ეშმაკნი“ - უკვე ოთხი ათწლეულია ყველა ის ფილმი, სადაც აჯანი თამაშობს, განსაკუთრებული და ლამაზია.
9. ოდრი ტატუ

მართალია ამელის როლი კვლავ რჩება ლეგენდად, მაგრამ ოდრის სახელს უკავშირდება ისეთი ფილმების წარმატება, როგორებიცაა: „კოკო შანელამდე“, „და ვინჩის კოდი“, „უბრალოდ ერთად“, „ოდისეა“ და მრავალი სხვა.
10. ბრიჯიტ ბარდო

ლეგენდარული ქერა ლამაზმანი, რომელმაც მსოფლიოს სილამაზის სტანდარტები შეცვალა.
11. მიშელ მერსიე

თუ ბავშვობაში არ გინახავთ „ანჟელიკა“, მაშინ ბავშვობა არ გქონიათ. ან, უბრალოდ 90 -იან წლებში და კიდევ უფრო გვიან დაიბადეთ... დანარჩენებს კი ნამდვილად არ სჭირდებათ ახსნა, ვინ არის ეს ფრანგი ლამაზმანი.
12. ლეა სეიდუ

ახალი თაობის ულამაზესი ფრანგი ქალი, რომელმაც ჰოლივუდი უბრალოდ დაიპყრო, თანაც ძალიან პატარა ასაკში.
13. ევა გრინი

შეგახსენებთ, რომ ღვთაებრივი ევა გრინი ფრანგია...
14. იზაბელ იუპერი

ლეგენდა, რომელიც წლების გასვლასთან ერთად, მხოლოდ ლამაზადება - 70 -იანი წლებიდან დღემდე, იზაბელი ერთ-ერთი გამორჩეული მსახიობია.
15. კატერინ დენევი

კიდევ ერთი ლეგენდა, რომლის სახელთანაც ასოცირდება "ფრანგი მსახიობის" კონცეფცია. წარმოუდგენელი სილამაზის ქალი, რომელმაც კარიერაში იმ საფეხურს მიაღწია, რაზეც ნებისმიერი მსახიობი, უბრალოდ ოცნებობს.
თემები: სილამაზე ყველა ასაკში, ქალები, ფრანგი