LIFE

6 მავნე ჩვევა, რომელიც სხვებთან ურთიერთობას გვიფუჭებს

6 მავნე ჩვევა, რომელიც სხვებთან ურთიერთობას გვიფუჭებს

სხვებთან კარგი ურთიერთობების დამყარების უნარი არის ის თვისება, რომელიც დასწავლადია. ფსიქოლოგები ამ უნარს სოციალურ ინტელექტს უწოდებენ. ეს არის ინტელექტის ძალიან განსაკუთრებული ტიპი და, სამწუხაროდ, უამრავი ადამიანი განიცდის მის ნაკლებობას... 

1. არ იკამათოთ და არ მიაყენოთ შეურაცხყოფა მოწინააღმდეგეს 

კონფლიქტი, კამათი, დაძაბულობა... - მაღალი სოციალური ინტელექტის მქონე ადამიანები ასეთ სიტუაციებში არ ერთვებიან. მათ ურჩევნიათ არ იკამათონ სხვებთან, რადგან იციან, რომ ეს კონტრპროდუქტიულია. თუნდაც დისკუსია მოიგოთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლებთ მოწინააღმდეგის დარწმუნებას და მით უმეტეს - მისი სიმპათიის მოპოვებას. 

რა თქმა უნდა, თქვენ უნდა განიხილოთ განსხვავებული იდეები სხვებთან - მათ შორის მათთან, ვისთანაც არ ეთანხმებით. მაგრამ, მოდით ვიყოთ გულწრფელები: რამდენად ხშირად ვეძებთ ჭეშმარიტებას და არ ვცდილობთ მოწინააღმდეგის დამარცხებას? მაქსიმალურად შეეცადეთ თავიდან აირიდოთ ასეთი სიტუაცები, განსაკუთრებით კი, თუ საქმე პოლიტიკასა და რელიგიას ეხება.

2. არ ისაუბროთ საკუთარ თვისებებზე, რადგან ისინი უკვე ხილულია 

თუ ადამიანი ჭკვიანია, ეს იგრძნობა კომუნიკაციაში - ამისათვის მას არ სჭირდება უცნაური სიტყვების გამოყენება და კიდევ უფრო უარესი - ყველა კითხვაზე პასუხის ცოდნა. უფრო მეტიც, ჩვეულებრივ, "ყველაფრის მცოდნეს" ნიღბის უკან დაუცველი ადამიანი იმალება. თანაც, ადამიანი უფრო მზადაა გაიხსნას მათ წინაშე, ვინც თავისი უპირატესობით, არ ცდილობს მასზე ზეწოლას. 

3. ზოგჯერ მხოლოდ მოსმენაც საკმარისია 

თქვენ ალბათ უკვე იცით, რომ მოსმენის უნარი კეთილგანწყობის მოპოვებაში გვეხმარება. ყურადღებით მოსმენით, სწორი კითხვების დასმითა და გააზრებული კომენტარებით შეიძლება საუბარი უსასრულოდ გაგრძელდეს. მოდი ვაღიაროთ, რომ ძალიან სასიამოვნოა იმის დანახვა, რომ გვისმენენ და საკუთარი აზრებისა თუ შეფასებების სწრაფ დაფიქსირებას არ ცდილობენ. 

4. იყავით გულწრფელი 

ყველაზე საინტერესო ფაქტი მაღალი სოციალური ინტელექტის მქონე ადამიანების შესახებ არის ის, ისინი აკეთებენ არა მეტს, არამედ ნაკლებს, ვიდრე სხვები. ისინი ნაკლებად ლაპარაკობენ, ნაკლებად ერთვებიან საუბარში და ნაკლებად ემსგავსებიან სხვა ადამიანებს. 

ეს არ ნიშნავს თევზივით დადუმებას - უბრალოდ, შეეცადეთ დაფიქრდეთ სანამ პირი გააღებთ. ასე უფრო დიდია ალბათობა რომ რაიმე სათანადო, ჭკვიანურ და ბრძნულს იტყვით. 

5. ნუ გაავრცელებთ ჭორი 

რასაკვირველია, ხანდახან მაინც განვიხილავთ სხვებს ამბებს. და ეს ნორმალურია - სავარაუდოდ, კაცობრიობის განვითარების გარკვეულ ეტაპზე, ჭორებმა მნიშვნელოვანი ევოლუციური როლი შეასრულა, გააერთიანა ხალხი და დაეხმარა მათ სოციალური კავშირების დამყარებაში. მაგრამ დღეს მნიშვნელოვანია რას და როგორ ლაპარაკობთ, რა სიტყვებით ან რა გზავნილით... 

თუ ნაცნობები ცდილობენ ჩაგითრიონ მესამე მხარის განხილვაში, შეეცადეთ უარი რაც შეიძლება ტაქტიანად თქვათ. არ უპასუხოთ: „მე არ მიყვარს ჭორაობა“. უმჯობესია თქვათ: „სიმართლე გითხრათ, მე კარგად არ ვიცი ეს ამბავი, ამიტომ სათქმელი არაფერი მაქვს“.

6. ნუ შეაქებთ საკუთარ თავს 

ტრაბახი, დაფასების სურვილი და სხვების მიერ შესრულებული სამუშაოს საკუთარ თავზე მიწერა - ეს ყველაფერი უცხოა მაღალი სოციალური ინტელექტის მქონე ადამიანებისთვის. 

თქვენ არ გჭირდებათ თქვენი წარმატებების ხაზგასმა და იმაზე საუბარი, თუ რამდენად ამაყობთ საკუთარი თავით. რაც უფრო მეტად ცდილობთ იტრაბახოთ, მით უფრო მკაფიოდ ხდება გარშემომყოფებისთვის, რომ საკუთარ თავში არცთუ ისე დარწმუნებული ხართ. მაგრამ ისინი ინტუიციურად გრძნობენ, როდესაც ადამიანი თავდაჯერებულია, იცის რა სურს და აფასებს საკუთარ თავს. ასეთი ადამიანი ადვილად პოულობენ მეგობრებსა და თანამოაზრეებს, ადვილად იზიდავენ იმ ადამიანებს, ვისაც მათი მოსმენა შეუძლიათ. და ჩვენი უმრავლესობა, სწორედ ამის მიღწევას არ ვცდილობთ?