1. ქალი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს

კვლევამ აჩვენა, რომ თუ პარტნიორი მამაკაცი სიმპატიურია, ქალი უფრო მეტად ფიქრობს დიეტაზე.

ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ დიეტა თავისთავად ცუდია, მაგრამ მოტივაციის მიზეზი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ მისი მამაკაცი უკეთ გამოიყურება. თუ ქალს სურს წონის დაკლება ან გარეგნობის შეცვლა, ეს ხშირად მიუთითებს, რომ ის არ გრძნობს თავს კარგად, რამაც შეიძლება გავლენა იქონიოს თვითშეფასებაზე და ის დეპრესიამდეც კი მიიყვანოს.

2. უშნო მამაკაცები უფრო მეტად ცდილობენ შთაბეჭდილების მოხდენას

ნაკლებად მიმზიდველი მამაკაცები უფრო მეტად ცდილობენ, რომ მეორე ნახევარი გაახარონ. გარეგნობის კომპენსაციას კი საჩუქრებით, რომანტიკული იდეებით და უბრალოდ, იდეალური პარტნიორობით ცდილობენ.

3. უშნო მამაკაცები ნაკლებად ღალატობენ

რადგან უშნო მამაკაცები ნაკლებ ყურადღებას იქცევენ, ეს ნიშნავს, რომ მათ ცხოვრებაში ცდუნებაც ნაკლებია.

4. ყურადღების ცენტრში მხოლოდ ქალია

იმის ცოდნა, რომ ქალი პარტნიორის ჩრდილქვეშაა მოქცეული, დაუცველობის შეგრძნების მთავარი მიზეზია. შესაბამისად, ნაკლებად მიმზიდველი მამაკაცის არსებობა ქალს უფრო თავდაჯერებულად აგრძნობინებს თავს.

5. უშნო მამაკაცები უფრო მეტს ფიქრობენ ურთიერთობაზე

ისინი ნაკლებად ორიენტირებული არიან საკუთარ გარეგნობასა და მიმზიდველობაზე. ამიტომ, მთელს ყურადღებას ურთიერთობისკენ მიმართავენ. შესაბამისად, ქალი მეტ ყურადღებას, სიყვარულსა და ემოციურ მხარდაჭერას იღებს.

6. უშნო მამაკაცებთან ცხოვრება უფრო ადვილია

ვაღიაროთ, რომ „ლამაზი გარეგნობა“ ადამიანებს უპირატესობის გრძნობით ავსებს. რადგან ლამაზი ადამიანები მიჩვეულები ყველაფერი ადვილად მოიპოვონ ყველაფერი. ამიტომ, აღარ ფიქრობენ ურთიერთობის სამართლიანობასა და პარტნიორის სურვილებზე...

7. უშნო მამაკაცები მხიარული, მომხიბლავი და რომანტიკული ადამიანები არიან

უშნო მამაკაცები არ არიან მიჩვეულნი გარეგნობით მოიზიდონ პარტნიორები. ამიტომ, ისინი ცდილობენ განავითარონ დადებითი პიროვნული თვისებები, რაც მათ დაეხმარება ადვილად მოიგონ საპირისპირო სქესის გული.