ქალების უმეტესობა, ყოველთვის ცდილობს ახალგაზრულად გამოიყურებოდეს. ასაკის მატებასთან ერთად კი, უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო. თუმცა, ზოგჯერ მცდელობა, მხოლოდ საპირისპირო ეფექტს იძლევა...

1. თხელი ლოყები

ასაკთან ერთად, სახეზე კანქვეშა ცხიმის ფენა თხელდება, ლოყები უფრო შესამჩნევი ხდება. მართალია ქალების უმეტესობა, კოსმეტიკის საშუალებით ცდილობს ლოყების დათხელებას, მაგრამ ექსპერტები გვირჩევენ, რომ პირიქით, ლოყების მეტი მოცულობა შევძინოთ. ბავშვური, სავსე და შეფაკლული ლოყები ისაა, რაც ნებისმიერ ქალს აახალგაზრდავებს.

2. მოკლე ვარცხნილობა

ექსპერტები ასევე ამტკიცებენ, რომ არც ერთი ვარცხნილობა არ არის უფრო ახალგაზრდული, ვიდრე ცხენის კუდი. ასაკთან ერთად, თმა უფრო თხელდება, ამიტომ 40 წლის შემდეგ, ბევრი ქალი ირჩევს მოკლე ვარცხნილობას.

ხშირად, გარკვეული ტიპის მოკლე ვარცხნილობა ხანდაზმულობასაც კი უკავშირდება. თუმცა გრძელი, ძლიერი და ჯანსაღი თმა, ყოველთვის ახალგაზრდულია.

3. თმის ცივი ტონი

ცივი, ნაცრისფერი თმს ტონი ხაზს უსვამს სახის ნაკლოვანებებს - ნაოჭებს, თვალის ბალიშებსა და მოდუნებულ კანს. ასევე, თმის ეს ტონი, ასოცირდება ჭაღარა თმასა და ასაკთან. ამის ნაცვლად, სცადეთ თბილი ფერები, რაც მომენტალურად მოგაკლებთ რამდენიმე წელს.

4. ზედმეტად თხელი ან ფუმფულა ტუჩები

ხშირად, ქალები მკვეთრად იღებავენ ტუჩის კონტურს და შედეგად, ვიზუალურად „ათხელებენ“ ტუჩებს. ეს შეცდომაა! ცნობილია, რომ ასაკთან ერთად, მით ნაკლები ცხიმოვანი ქსოვილი რჩება სახის კანის ქვეშ. ეს კი, პირდაპირაა პასუხისმგებელი სახის ნაკვთების სავსე და ახალგაზრდულ იერზე.

მეორე უკიდურესობაა ტუჩების ვიზუალური გადიდება. თუ ოდნავ გადასცდებით ტუჩის კონტურს, მაშინ „ჰოლივუდური სიბერის“ - მოშვებული კანისა და ზედმეტად დაბერილი ტუჩების იერს მიიღებთ.

5. ე.წ. „ჩოლკები“

გადაწეული თმა თვალი ხაზს უსვამს თვალებს და ლოყებს, რაც ქალს უფრო ახალგაზრდულს ხდის. ექსპერტები, ასევე გვეუბნებიან, რომ „ჩოლკები“ ყველაზე ხშირად გათქვამენ თქვენს ასაკს, რადგან ის, პირდაპირ შუბლის ნაოჭების დამალვასთან ასოცირდება.

6. თხელი წარბები

ექსპერტები ამბობენ, რომ სქელი წარბები ახალგაზრდობის ნიშანია. ასაკთან ერთად, ბუნებრივი პროცესების შედეგად, თმის საფარი უფრო თხელი ხდება არა მხოლოდ თავზე, არამედ მთელ სხეულზე. მაშასადამე, თხელი წარბები საუკეთესო გზაა რამდენიმე წლის მოსამატებლად...

7. მუქი წრეები თვალების ქვეშ

თვალების ქვეშ არსებული მუქი წრეების გ მრავალი მიზეზი არსებობს. იქნება ეს დაღლილობა, ალერგია და სხვადასხვა დაავადებები. თვალების ქვეშ კანი ძალიან თხელია და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო თხელდება. შედეგად კი, სისხლძარღვები ხილული ხდება და ასე „იბადება“ მუქი წრეების პრობლემა.

მართალია ეს პრობლემა ძალიან ბევრ ახალგაზრდას აწუხებს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ 20-იან წლებში არავინ დარდობს ასაკზე. ამ პრობლემის გადასაჭრელად, ექსპერტები კანის მოვლის სხვადასხვა პროდუქტებს და კოსტმეტიკურ საშუალებებს გვირჩევენ. რადგან, მუქი წრეები ის პრობლემაა, რომელიც ნებისმიერ ქალს, უბრალოდ, „აბერებს“.