LIFE

5 მარტივი ჭეშმარიტება ურთიერთობების შესახებ, რომლებსაც ფილმებში ვერ შეხვდებით

5 მარტივი ჭეშმარიტება ურთიერთობების შესახებ, რომლებსაც ფილმებში ვერ შეხვდებით

იმდენი დაწერილა ურთიერთობების შესახებ, რომ ძნელია განსაზღვრო რა არის ჭეშმარიტი და რა არა... ხოლო „სრულყოფილი“ ურთიერთობის ის მოდელი, რომელსაც ფილმებში ვხედავთ ძალიან განსხვავებულია რეალობისგან. მაშ, როგორია ნამდვილი სიყვარული?

1. ურთიერთობის დასაწყისში, აუცილებლად უნდა გაჩნდეს ვნება

ყველა ურთიერთობა სულაც არ იწყება წარმოუდგენელი გატაცებით. აქედან გამომდინარე, ყურადღება მიაქციეთ არა მხოლოდ ვნებას და ნაპერწკალს, არამედ უსაფრთხოების და კომფორტის განცდას, რომელსაც გრძნობთ (ან არ გრძნობთ) ამ ადამიანის გვერდით.

ძლიერი ურთიერთობისთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, შეგიძლიათ თუ არა ერთად სიცილი და ენდობით თუ არა ერთმანეთს.

2. ბედნიერ პარტნიორებს საერთო ინტერესები აქვთ

თითოეულ ადამიანს განსხვავებული ცხოვრებისეული ინტერესები აქვს. ნუ იფიქრებთ, რომ თუ თქვენ ოპერა გიყვართ, ხოლო თქვენს პოტენციურ პარტნიორს ფეხბურთი, სალაპარაკო არაფერი გექნებათ და ერთად უბედურები იქნებით. პირიქით, განსხვავებული პირადი ინტერესები უფრო აახლოებს ადამიანებს.

3. ბედნიერი წყვილები არასოდეს ჩხუბობენ

იმ ადამიანებს, რომლებიც არასოდეს ჩხუბობენ, ერთმანეთი არ აინტერესებთ. წყვილი, რომლის ურთიერთობაშიც არ არსებობს კონფლიქტები და გაუგებრობები, დაშორებისკენ მიდის. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ხელჩართული ბრძოლა და შეურაცხყოფა კარგია, მაგრამ მცირე ჩხუბი პრობლემას არ წარმოადგენს. უფრო მეტიც, კონფლიქტის დროს, ადამიანები უკეთესად იცნობენ ერთმანეთს.

4. ბედნიერი პარტნიორები გიჟდებიან ერთმანეთის ნათესავებსა და მეგობრებზე

ნუ გექნებათ მოლოდინი, რომ თქვენი პარტნიორი უპირობოდ შეიყვარებს თქვენს ოჯახსა და მეგობრებს. ასევე, თქვენც არ ხართ ვალდებული გაგიჟებით გიყვარდეთ პარტნიორის ახლობლები.

თქვენ მხოლოდ ერთმანეთის სიყვარული უნდა აირჩიოთ. ამის შემდეგ, თქვენ ერთად, როგორც წყვილმა უნდა დაამყაროთ სხვებთან ურთიერთობა, მაგრამ ეს სულაც არ გულისხმობს დიდ სიყვარულსა და ემოციურ კავშირს.

5. ბედნიერი წყვილები ყოველთვის ერთად არიან

თუ ფიქრობთ, რომ ბედნიერ პარტნიორები არასოდეს შორდებიან ერთმანეთს, ეს ილუზიაა. ადრე თუ გვიან, ყველა ადამიანს სურს გარკვეული დროის მარტო გატარება. ჰარმონიულ კავშირებში პარტნიორები ესმით ეს და მშვიდად აძლევენ ერთმანეთს პირად სივრცეს. 

არასოდეს დაადანაშაულოთ საკუთარი თავი იმაში, რომ პარტნიორის გვერდით, ყოველთვის ბედნიერი არ ხართ. ერთობლივი მოვალეობებისგან გარკვეული დასვენება, უბრალოდ, აუცილებელია. ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ არ გიყვართ პარტნიორი: პირიქით, ეს ხელს უწყობს გრძნობების გაძლიერებასა და შენარჩუნებას.