LIFE

5 მიზეზი, რის გამოც ყოფილები ხელახლა იწყებენ ურთიერთობას

5 მიზეზი, რის გამოც ყოფილები ხელახლა იწყებენ ურთიერთობას

სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ ადამიანების 40-50% ანახლებენ ურთიერთობას ყოფილ რომანტიკულ პარტნიორებთან. 

ურთიერთობა, შესაძლოა, რამდენიმე თვის განშორების შემდეგ აღდგეს, თუმცა ძალიან ხშირად, წყვილი რამდენიმე წლის შემდეგ უბრუნდება ერთმანეთს. ამ წლების განმავლობაში კი, ისინი აბსოლუტურად დამოუკიდებლად, ყოველგვარი კონტაქტის გარეშე ცხოვრობენ. 

გავიხსენოთ ჯენიფერ ლოპესი და ბენ აფლეკი: ისინი 2004 წელს დაშორდნენ ერთმანეთს, ორივეს სხვა ადამიანი შეუყვარდა და დაქორწინდნენ, თუმცა 17 წლის შემდეგ, 2021 წელს, კვლავ განაახლეს ურთიერთობას. 

მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება უჩვეულო ჩანდეს, ყოფილ პარტნიორთან დაბრუნების მოდელი სინამდვილეში საკმაოდ გავრცელებულია. კი მაგრამ, რა არის ამის მიზეზი 

1. ისინი კარგად იცნობენ ერთმანეთს - ამ შემთხვევაში, ადამიანი კარგად იცნობს პარტნიორს და აქვს მკაფიო მოლოდინები მის მიმართ. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ნაცნობობის ეს განცდა, ადამიანისთვის დიდი კომფორტია. რამდენიმე წარუმატებელი ურთიერთობის შემდეგ, იმ ადამიანთან დაბრუნება, ვისაც ძალიან იცნობ, იცი მისი სურვილები, საჭიროებები და მოთხოვნილებები, ადამიანისთვის ძალიან მიმზიდველია. 

ხშირად, ადამიანებს უბრალოდ ეზარებათ ხელახლა დაწყება და ახალი ადამიანის გაცნობა. ზოგჯერ კი, ადამიანები ბრუნდებიან ყოფილ პარტნიორთან, რადგან აანალიზებენ, რომ სხვა პოტენციური პარტნიორები არც თუ ისე მიმზიდველები არიან. მათთვის ყოფილი მაინც სხვა პარტნიორებზე უკეთესია. 

2. ისინი თანამოაზრეები არიან - მარტოობა მძიმე ტვირთია, რომელიც თუ დაშორების შემდგომ დღეებში, კვირებსა ან თვეებში არ გაქრა, შესაძლოა დაბრუნება გახდეს პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა. ხშირად, ურთიერთობის განახლება, ადამიანს უზრუნველყოფს ისეთი ემოციური კავშირით, რომელიც აღემატება დაშორების მიზეზებს. 

3. მათ გაანალიზეს, რომ ერთმანეთისთვის არიან შექმნილნი - დაშორების შემდეგ, შესაძლებელია ადამიანებმა გააცნობიერონ, რომ მათი ყოფილი პარტნიორი სინამდვილეში „ის ერთადერთია“. 

ამ შემთხვევაში, განშორება ეხმარება ადამიანებს დააფასონ ერთმანეთი და ერთად ყოფნის სიტკბო. გადააფასონ მთელი ურთიერთობა, პრობლემები და ახლებურად დაინახონ სამომავლო პერსპექტივები.

4. სინანული - დაშორება, შესაძლოა, სრულიად მოულოდნელი იყო, ან თანდათანობით, დღითიდღე შორდებოდნენ ადამიანები ერთმანეთს. ზოგჯერ დაშორება მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა, ზოგჯერ კი, მომენტალური. ზოგიერთი წყვილი უბრუნდება ერთმანეთს, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ისინი არასოდეს უნდა დაშორებულიყვნენ. მათთვის დაშორება სამარცხვინო შეცდომაა.

5. „მისი გულისთვის“ - თუმცა ყველა განახლებული ურთიერთობა არ არის ორივე პარტნიორისთვის თანაბრად სასურველი. ზოგი ადამიანი უბრუნდება ყოფილ შეყვარებულს არა იმიტომ, რომ მას ეს სურს, არამედ იმიტომ, რომ ის თავს დამნაშავედ ან მოვალედ გრძნობს ყოფილის წინაშე.