ადამიანების უმეტესობასთან საერთო ენის გამონახვა საკმაოდ ადვილია. მაგრამ მათთან დამეგობრება, ამ სიტყვის უმაღლესი მნიშვნელობით წარმოუდგენლად რთულია. ასეთ მეგობარს კი, „სულის მეგობარი“ ან „სულიერი მეგობარი“ ეწოდება. სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობა, მთელი ცხოვრების განმავლობაშიც კი ვერ ახერხებს „სულის მეგობრის“ პოვნას...
სულის მეგობარი, იგივე არ არის, რაც ნამდვილი სიყვარული
„სულის მეგობარი“ და „საყვარელი ადამიანი“ - ეს ორი ცნება არავითარ შემთხვევაში არ არის ერთი და იგივე. სულიერი მეგობარი შეიძლება იყოს მეგობარი, ნათესავი, შეყვარებული ან უბრალოდ ნაცნობი. ზოგჯერ, მხოლოდ მათი დანახვა, მათი საუბრის მოსმენა ან ერთად სიცილია საჭირო იმის გასაცნობიერებლად, რომ თქვენ ორნი, სულიერად წარმოუდგენლად ახლოს ხართ.
თითქოს საუკუნეა იცნობთ ერთმანეთს
სულიერი წყვილის მთავარი ნიშანი არის განცდა, რომ ისინი ასი წელია ერთმანეთს იცნობენ. თქვენ შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელიც თქვენზე ორჯერ უფროსი ან განსხვავებული ეროვნებისა თუ რელიგიის წარმომადგენელია, მაგრამ ამავე დროს იგრძნოთ, რომ მას ყველაზე მეტად ესმით თქვენი...
თქვენ გაქვთ საერთო ღირებულებები
თქვენ შეიძლება გქონდეთ განსხვავებული გემოვნება ტანსაცმელში, საკვებში ან სხვა წვრილმანებში, მაგრამ მორალური პრინციპების, ემოციური ინტელექტის და ცხოვრების პრიორიტეტების თვალსაზრისით, თქვენ ძალიან ჰგავთ ერთმანეთს. თქვენ გაქვთ ღირებულებების საერთო სისტემა და მსგავსი მსოფლმხედველობა.
„სარკის კანონი“
ტერმინის დახვეწილი განმარტება, შეიძლება ასე ჩამოვაყალიბოთ:
სულიერი მეგობარი საკუთარი ანარეკლია - თქვენ ერთდროულად გესმით მათი და საკუთარი თავის, რადგან როდესაც მას უყურებთ, თითქოს სარკეში იხედებით და საკუთარი სულის ანარეკლს ხედავთ.
ერთად უკეთესი ადამიანები ხართ
ახლო სულიერ კავშირს და მსგავს მსოფლმხედველობას, აქვს დიდი პოტენციალი გადაიზარდოს შემოქმედებით ენერგიად, რომელიც დაგეხმარებათ როგორც სულიერ განვითარებაში, ასევე, ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებასა და წარმოუდგენელი გეგმების განხორციელებაში.
და რაც მთავარია: თქვენ არ გჭირდებათ ერთმანეთის შეცვლა
თუ თქვენ გსურთ შეცვალოთ ის ან პირიქით, ის ცდილობს თქვენს შეცვლას, მაშინ თქვენ არ გაქვთ იგივე ღირებულებები, შეხედულებები და გეგმები ... ასე რომ, ის სულაც არ არის თქვენი სულის ანარეკლი, ანუ „სულის მეგობარი“.
თემები: