ის ადამიანები, რომლებიც 21 აპრილიდან 21 მაისის ჩათვლით დაიბადნენ, კუროს ასტროლოგიურ ნიშანს მიეკუთვნებიან. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან სიძლიერით, პრაქტიკულობით, სტაბილურობით, ერთგულებითა და რა თქმა უნდა, უპირობო სიყვარულის უნარით.

კუროს ნიშნის წარმომადგენლები, მარტივად დაგითმობენ საკუთარ ქოლგას, რათა დარწმუნდნენ, რომ შემოდგომის ცივ წვიმაში არ გაცივდებით. ისინი ისე იზრუნებენ თქვენზე, როგორც არავინ... სანაცვლოდ კი, მხოლოდ თქვენთან ერთად დროის გატარება და ბედნიერი დროის გატარება სურთ. სწორედ ამიტომ, კუროები მარტივად ქმნიან ძლიერ, სანდო ურთიერთობებს...

1. ის მუდამ თქვენთან იქნება

ისაა მეგობარი, რომელიც თქვენთან იქნება ცხოვრების ყველაზე ბედნიერ და უბედურ მომენტებში. ის იქნება ადამიანი, რომელიც არასოდეს მიგატოვებთ და ყოველთვის გიერთგულებთ. ეს ის იშვიათი ადამიანია, რომელსაც ძალიან უნდა გაუფრთხილდეთ.

2. ის თავდაჯერებულია

ერთი შეხედვით, კურო ზედმეტად ამაყი და ეგოისტია. მაგრამ სინამდვილეში, მას აქვს თავმდაბლობის ძლიერი განცდა. ისინი არ ცდილობენ ვინმესთვის რამის დამტკიცებას ან საკუთარი ნაკლის დაფარვას. კურო არის ნამდვილი ადამიანი, რომელიც გულწრფელად გამოხატავს საკუთარ გრძნობებს და არ ეშინია სხვების შეფასების.

3. მას შეუძლია პატიება და ცხოვრების გაგრძელება

თუ კუროს აწყენინებთ, ის აუცილებლად გაპატიებთ, მაგრამ დავიწყებას ვერ შეძლებს. ხოლო თუ თქვენ ჯიუტად გააგრძელებთ ბზარების გამთელებას, ის ყოველდღიურად ჩამოგშორდებათ, მანამ, სანამ საბოლოოდ არ გაქრება თქვენი ცხოვრებიდან. მაგრამ, არასოდეს გადაგიხდით სამაგიეროს. ამავდროულად, თუ მას რაიმე აწუხებს ან არ მოსწონს, აუცილებლად გაგაგებინებთ, რადგან ძალიან პირდაპირი ადამიანია.

4. მას ესმის რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

მას ყველაზე ესმით ურთიერთობისა და ცხოვრების მნიშვნელოვანი ელემენტები. ის ირჩევს კომუნიკაციის მარტივ, პირდაპირ ფორმას, შეუძლია მოსმენა და გულწრფელი საუბარი. მას ძალიან სურს პიროვნული განვითარება. ის სიტუაციას ერთიანობაში აღიქვამს და ცდილობს მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რაც არა მხოლოდ მისთვის, არამედ სხვებისთვისაც სასარგებლო იქნება.

5. ის მიგიღებთ ისეთს, როგორიც ხართ

მან უკვე ისწავლა საკუთარი თავის სიყვარული. საკუთარი თავის გულწრფელი მადლიერებით, ის იმავე გრძნობით უყურებს სხვა ადამიანებს. ის არასოდეს განსჯის თქვენს ქმედებებსა თუ სიტყვებს, ყოველთვის ყურადღებით მოგისმენთ და მუდამ ექნება დრო თქვენთვის. თუ საკუთარი თავის აღმოჩენასა და განვითარებაზე ფიქრობთ, მაშინ ის თქვენი საუკეთესო მასწავლებელი გახდება. სანაცვლოდ კი, სულ არაფერს მოგთხოვთ.