„რომანტიკული ურთიერთობები უფრო მეტად შეიცვალა ბოლო 10 წლის განმავლობაში, ვიდრე ბოლო 10 000 წლის განმავლობაში. ჩვენი წინაპრები სხვაგვარად ცხოვრობდნენ, შესაბამისად, რომანტიკული ურთიერთობების განვითარებაცა და ქორწინებაც, ხშირად, შეთანხმებული პროცესი იყო. დღეს კი, მხოლოდ იმიტომ დავდივართ პაემნებზე და მხოლოდ იმიტომ ვქორწინდებით, რომ საკუთარ თავს ვასიამოვნოთ. ძალიან ხშირად კი, გაცნობა ინტერნეტისა და აპლიკაციების საშუალებით ხდება. ეს მთლიან სურათს რადიკალურად ცვლის“ - ჰელენ ფიშერი, მწერალი და ბიოლოგიური ანთროპოლოგი.

მეცნიერი ასევე გვაძლევს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რას ამჩნევენ ადამიანები პირველ რიგში, როდესაც საქმე გაცნობას ეხება.

1. თქვენი კბილები

„თქვენი კბილები ბევრს მეტყველებს თქვენს ჯანმრთელობაზე და ასევე, ასაკზე“ - ამბობს ფიშერი. ეს სიმართლეა - სტომატოლოგიური იდენტობა მიუთითებს ჩვენს ასაკსა და სქესზე, ხოლო კონკრეტულად კბილების მოვლა, მიუთითებს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, ცხოვრების წესსა და პიროვნულ თვისებებზე.

მაგალითად, თუ ეწევით თუ არა; სვამთ თუ არა ბევრ ყავას; ცხოვრობთ თუ არა შფოთვაში, იმედგაცრუებასა და ბრაზში...

2. თქვენი გრამატიკა

ფიშერი ასევე ამბობს, რომ „თქვენი გრამატიკა ბევრს ამბობს თქვენს სოციალურ მდგომარეობასა და განათლებაზე“.

ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ცუდი გრამატიკა ნებისმიერ რომანტიკულ ურთიერთობას კლავს. თუ ადამიანმა არ იცის განსხვავება „მას“-სა და „მათ“-შორის, მაშინ თქვენ არ იმსახურებთ დროის დაკარგვას.

3. თქვენი თავდაჯერება

ფიშერი ასევე განმარტავს: „თავდაჯერება ბევრს მეტყველებს თქვენს ემოციურ სტაბილურობაზე“.

ის, თუ რა დამოკიდებულება გვაქვს საკუთარი თავის მიმართ, გავლენას ახდენს ჩვენს ურთიერთობებზე. თუ ჩვენ არ ვართ კომფორტულად საკუთარ ტყავში, მაშინ სხვა ადამიანებს ვერ მივაწვდით დადებით ემოციურ ენერგიას.

ანთროპოლოგი გვეუბნება, რომ „ტვინი ძალიან კარგად არის აშენებული იმისთვის, რომ ვინმე დაუყონებლივ შეაფასოს, ამიტომ, პირველი შთაბეჭდილება, მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია“.