LIFE

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მამაკაცებს არ მოსწონთ ჭკვიანი ქალები...

მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ მამაკაცებს არ მოსწონთ ჭკვიანი ქალები...

ალბათ, ცხოვრებაში ერთხელ მაინც გსმენიათ, რომ „მამაკაცებს არ უყვართ ჭკვიანი ქალები“. მაგრამ, რა სიმართლე იმალება ამ გავრცელებული მოსაზრების მიღმა? მოსწონთ თუ არა მამაკაცებს ჭკვიანი ქალები?

ცოტა ხნის წინ, მეცნიერებამ საბოლოოდ დაადასტურა ჩვენი ვარაუდი: მამაკაცებს გონიერი ქალები აშინებთ. მაგრამ დასკვნების გაკეთებას ნუ იჩქარებთ, მოდით თავად კვლევა შევაფასოთ. 

კვლევამ, რომლის სახელწოდებაცაა „ფსიქოლოგიური დისტანცია გრძნობებს აძლიერებს“ აჩვენა, რომ მართალია მამაკაცებს მოსწონთ ჭკვიან ქალთან შეხვედრის იდეა, თუმცა როდესაც საქმე რეალობას ეხება, საქმე სხვაგვარადაა. და თუ ქალი მათზე უკეთ ახერხებს დავალების შესრულებას, თავს ნაკლებად მამაკაცურად გრძნობს.

კვლევის წინასწარ გამოკითხვაში, მამაკაცების 86%-მა აღნიშნა, რომ მათ სურთ ურთიერთობა ჭკვიან პარტნიორთან. 

მაგრამ შემდგომი ექსპერიმენტების სერიაში, საწინააღმდეგო დადასტურდა. 

კვლევის პირველ ეტაპზე, 105 მამრობით სქესის სტუდენტს წააკითხეს ჰიპოთეტური სცენარი ქალის შესახებ, რომელმაც უკეთესი შედეგები მიიღო ტესტში. ამის შემდეგ მონაწილეებს სთხოვეს შეეფასებინათ, რამდენად რომანტიკულად მიმზიდველი იყო ეს ქალი. 

კვლევის მეორე ეტაპზე, 151-მა მამრობითი სქესის კურსდამთავრებულმა ჩააბარა ინტელექტუალური ტესტი. ამის შემდეგ, მკვლევრებმა მათ ჰკითხეს, რომელი ქალის გაცნობა სურდათ - იმის, ვინც მამაკაცზე მაღალი ქულა მიიღო თუ იმის, ვინც მამაკაცზე დაბალი ქულა მიიღო. 

ორივე კვლევამ აჩვენა, რომ როდესაც მამაკაცები წარმოიდგენდნენ ჰიპოთეტურ ქალს, რომელიც მათზე ჭკვიანი იყო, ისინი დაინტერესებულნი იყვნენ მასთან შეხვედრით და გაცნობით. 

კვლევის მომდევნო ორ ეტაპზე, მამრობითი სქესის მონაწილეების ერთ გვერდზე დასვეს ქალი, რომელმაც მათზე მაღალი ქულა მიიღო, ხოლო მეორე გვერდზე, ქალი, რომელმაც მათზე დაბალი ქულა მიიღო. ამის შემდეგ, მონაწილეებმა ხმამაღლა გამოაცხადეს საკუთარი ქულები. 

ქულების გაგების შემდეგ, მამრობითი სქესის მონაწილეებს დაევალათ გადაეტანათ სკამი ქალებისგან მოშორებით. მკვლევარებს აინტერესებდათ ორ სკამს შორის არსებული რეალური მანძილი, როგორც ჭეშმარიტი საზომი იმისა, თუ რომელი ქალი იზიდავდა მამაკაცს. 

გასაკვირი არ არის, რომ მამაკაცებმა, სკამი უფრო შორს გადაწიეს იმ ქალისგან, ვინც მათზე მაღალი ქულა მიიღო. ხოლო, ქალის შესახებ შთაბეჭდილებების გაზიარებისას, ეს ქალი უფრო „მეგობრულ“ და „ნაკლებად მიმზიდველ“ ადამიანად დაახასიათეს.

ჯამში, ექვსმა კვლევამ დაადასტურა, რომ:

„ფსიქოლოგიურად შორეული სამიზნეების შეფასებისას, მამაკაცებს უფრო მეტად იზიდავდნენ მაღალი ინტელექტის მქონე ქალები. მაგრამ, როდესაც სამიზნე ფსიქოლოგიურად ახლოს იყო, მამაკაცები ნაკლებ მიზიდულობას გრძნობდნენ იმ ქალების მიმართ, ვინც მათზე უკეთესი ინტელექტუალური შედეგები აჩვენა“. 

მაშ, მოსწონთ თუ არა მამაკაცებს ჭკვიანი ქალები? - მეცნიერულად რომ ვთქვათ, არა და ეს საკმაოდ სამწუხაროა.