LIFE

კარიერის ექსპერტები გვირჩევენ - რა უნდა მოვიტყუოთ გასაუბრებაზე

კარიერის ექსპერტები გვირჩევენ - რა უნდა მოვიტყუოთ გასაუბრებაზე

სამუშაოს მაძიებლისთვის გასაუბრება ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპია. როგორც ამბობენ, ,,პირველი შთაბეჭდილების ორჯერ მოხდენა შეუძლებელია” - ამიტომ გასაუბრებაზე თავი ისე უნდა წარმოაჩინოთ,  რომ დამსაქმებელმა თქვენში დაინახოს ის სპეციალისტი, რომელსაც ეძებს და მიხვდეს, რომ სწორედ თქვენ ხართ ყველაზე შესაფერისი კანდიდატი მოცემულ ვაკანტურ ადგილზე.

როგორც კარიერის ექსპერტები გვეუბნებიან, გასაუბრებისას უმთავრესია ძლიერი შთაბეჭდილების მოხდენა, ამიტომ ხანდახან ამისთვის ტყუილის თქმაც მისაღებია, თუმცა, ტყუილი ზომიერი და დამაჯერებელი უნდა იყოს, რადგან, როგორც კი თქვენ მიიღებთ საოცნებო სამუშაოს, სიმართლე შეიძლება გაირკვეს პირველი სამუშაო დღესვე.

ტყუილი 1

ექსპერტები გვირჩევენ, შევინარჩუნოთ პროფესიონალიზმი და პოზიტიური დამოკიდებულება ბოლო სამსახურის ირგვლივ და ვისაუბროთ მასზე დადებით ჭრილში - ნუ ეტყვით, რომ უსამართლოდ მოგექცნენ ბოლო სამსახურში, შეგიძლიათ იცრუოთ და დააჯეროთ პოტენციური დამსაქმებელი, რომ თქვენი ამჟამინდელი კომპანიის დატოვება მხოლოდ იმიტომ გსურთ, რომ ფიქრობთ, ამოწურეთ იქ განვითარების ყველა შესაძლებლობა და მიაღწიეთ განვითარების ყველაზე მაღალ საფეხურს.

აუცილებლად აღნიშნეთ, რომ იქ გატარებული დრო გსიამოვნებდათ, მაგრამ ახლა გჭირდებათ მეტი დინამიკა და შესაძლებლობები მეტი წარმატების მისაღწევად.

ტყუილი 2

მაშინაც კი, თუ მიმდინარე გასაუბრება მხოლოდ ერთადერთია თქვენი საოცნებო სამუშაოსთვის, არასოდეს გაამხილოთ ეს, პირიქით, ირიბად მიანიშნეთ დამსაქმებელს, რომ განიხილავთ შემოთავაზებებს სხვა კომპანიებიდანაც, წინააღმდეგ შემთხვევაში ამან შეიძლება პოტენციურ დამსაქმებელს აფიქრებინოს, რომ თქვენ სასოწარკვეთილი ეძებთ ახალ სამსახურს და არ გაქვთ სხვა პერსპექტივა.

ტყუილი 3

არ გაუმხილოთ წინასწარ პოტენციურ დამსაქმებელს თქვენი მოგზაურობის გეგმების შესახებ. გარდა კარიერისა, ცხადია, გაქვთ პირადი ცხოვრება, რომელსაც ისე ატარებთ, როგორც გსურთ, მაგრამ დამსაქმებელს ამის მოსმენა გასაუბრებაზე სულაც არ სჭირდება, არ არის საჭირო იყოთ ზედმეტად გულწრფელი.

ტყუილი 4

ბოლო, რაზეც კარიერის ექსპერტები გვირჩევენ მოტყუებას, არის ის რომ გაქვთ სურვილი „საკუთარი იმპერიის აშენების“.
აგრძნობინეთ პოტენციურ დამსაქმებელს, რომ არასრულ განაკვეთზე მუშაობის დიდი მხარდამჭერი ხართ და ამ სამსახურის გარდა გსურთ პარალელურად საკუთარი საქმითაც დაკავდეთ, რათა მეტი შემოსავალი მიიღოთ.



ერთი შეხედვით, საკუთარი ბიზნესის ფლობის სურვილი შეიძლება შთამბეჭდავი მახასიათებელი ჩანდეს, მაგრამ შესაძლოა თქვენს პოტენციურ დამსაქმებელს აფიქრებინოს, რომ არ ხართ მოტივირებული, იმუშაოთ მათთან, რადგან თქვენი მიზანია გქონდეთ საკუთარი წარმატებული ბიზნესი და არა მათი კომპანიის გაზრდა. ამიტომ, აქაც ზომიერება გმართებთ - დააფიქსირეთ რომ ისწრაფვით საკუთარი მიზნებისკენ, მაგრამ მზად ხართ იზრუნოთ იმ კომპანიის შედეგების გაუმჯობესებაზე, რომელშიც ცდილობთ დასაქმდეთ.