მშობლები

8 იდეა ცნობილი ადამიანებისგან როგორ ჩავიცვათ ზაფხულში ორსულობის დროს

8 იდეა ცნობილი ადამიანებისგან როგორ ჩავიცვათ ზაფხულში ორსულობის დროს

ყველაფერი რიანათი დაიწყო, მან ნამდვილი მოდის რევოლუცია მოახდინა. მან თავისი გარეგნობითა და ცნობილ ბრენდებთან მეგობრობით ცხადი გახადა, რომ ორსულობის დროსაც კი შეგიძლიათ გამოიყურებოდეთ ელეგანტურად და ძალიან სექსუალურად.

ჰეილი ბიბერი, ჯენიფერ ლოურენსი, სოფია რიჩი, მეგან ფოქსი - თითოეული ვარსკვლავი, ორსულობის პერიოდში, ცდილობდა განახლებული გარდერობის შევსებას მოდის ტენდენციებით ან, პირიქით, ცდილობდა შეენარჩუნებინა მოდურობა.
TREND გთავაზობთ იდეებს, როგორ ჩავიცვათ ორსულობის დროს ცნობილი ვარსკვლავების ლუქების მიხედვით.

ჰეილი ბიბერი

ჰეილი ბიბერმა ყოველთვის იცოდა, როგორ ჩაეცვა ისე, რომ მთელი მსოფლიოს ქალებს მიებაძათ მისთვის, ამ მხრივ არც ორსულობის სტილია გამონაკლისი.



ცხრა თვის განმავლობაში ინფლუენსერი ირჩევდა ლუქებს, რომელიც მის მდგომარეობას კიდევ უფრო უსვამდა ხაზს: დიდი ზომის შარვალ-კოსტიუმის ნაცვლად, მან მოდური მოკლე ტოპები მოირგო, რომელიც ასევე საკმაოდ ტრენდულია. აქცენტი უმეტესად ღია ფერებზე გააკეთა და ეცადა სხეულის კონტურები უფრო მეტად გამოეკვეთა. რაც შეეხება ბრენდებს, ორსულობის დროსაც კი, მოდელმა არ შეცვალა თავისი საყვარელი და მინიმალისტური Khaite და Bottega Veneta.

რიანა

როდესაც რიანამ პირველად გამოაცხადა ორსულობის შესახებ, ცხადი გახდა, რომ ის ორსულობის სტილში ახალ სიტყვას იტყოდა - რიანა არა მხოლოდ არ მალავდა მუცელს - მან ის იმიჯის მთავარ ელემენტად აქცია. Vogue-მა, რომლის გარეკანზეც ვარსკვლავი თავს იწონებდა ლამაზი მუცლით, მის სტილს სექსუალობის განთავისუფლებაც კი უწოდა.



რიანას ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ორსულობის ლუქი არის მოკლე ტოპი, რომელიც ამ გაზაფხულის სეზონის ერთ-ერთ მთავარ ტენდენციად იქცა. ჯინსებთან, ჩექმებთან და ღია მუცელთან ერთად, ახალი სტილი თამამად და გააზრებულად გამოიყურებოდა. Attico-ს კომბინეზონი, ჯინსი და Roberto Cavalli-ს პალტო ან შორტი დიდი Alexander Wang-ის ქამრითა და ვერცხლისფერი ბიუსტჰალტერით - ვარსკვლავის დიდი და ლამაზი მუცლის ხაზგასასმელად იყო შექმნილი. მოახერხა თუ არა რიანამ ტენდენციების დადგენა? დიახ!

ჯენიფერ ლოურენსი

მეორე ორსულობის დროს, 2024 წელს, ჯენიფერ ლოურენსმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მოდა შეიძლება იყოს მარტივი, კომფორტული - და მაინც ელეგანტური. მხოლოდ, წინა ვარსკვლავებისგან განსხვავებით, ის უპირატესობას ანიჭებდა დიდი ზომის სამოსს და მინიმალისტურ სკანდინავიურ სტილს.



მაგრამ ასევე იყო ტენდენციები: მან ძირითადი იერი შარვლითა და მაისურით გააზავა თავისუფლად მორგებული ქურთუკით mix & match სტილში და ეცვა კლასიკური პალტო თხელ ლოფერებზე. მის სამოსში ზედმეტი დეტალები არ იყო. სხვათა შორის, ყურადღებას იქცევდა მისი რეტრო სტილში ან ფერადი ლინზებით შექმნილი სათვალე, რომელსაც მსახიობი ხშირად იყენებდა ლუქის ელემენტად.

სუკი უოტერჰაუსი

სუკი უოტერჰაუსის ლუქები იდეალურია ზღვაზე მოგზაურობის წინ შთაგონებისთვის - მისი სოციალური პლატფორმები სავსეა ელეგანტური სანაპირო ლუქებით.



მაგალითად, საცურაო კოსტიუმით - 2025 წლის ტენდენციები იუწყება, რომ ყვავილების პრინტები მოდაში იქნება ცალკე სილუეტით, რაც უფრო აქტუალურია, ვიდრე ერთიანი. საინტერესოა ლუქი შორტებითა და პერანგით, რომელსა სუკი ტოპის სტილში ატარებს და არასოდეს ერიდება დიდი და ლამაზი მუცლის გამოჩენას.

როზი ჰანტინგტონ-უაითლი

როზი ყოველთვის ერთგულია მინიმალიზმისა და კრემისფერ-მუქი პალიტრის, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მან ორსულობის დროსაც არ უღალატა თავის პრინციპებს. გარდა ამისა, მსგავსი ლუქები საკმაოდ მოდური და მოთხოვნადია, ამ სტილის სამოსი კვლავ აქტუალურია და წარმოდგენილია Hermes, Fendi და Calvin Klein Collection-ის ჩვენებებზე.



მოდელი ორსულობის დროს არასოდეს ერიდებოდა მჭიდრო სტილსა და ღრმა ჭრილებს, რაც კიდევ უფრო მეტად უსვამდა ხაზს მის ნაზ და დახვეწილ სხეულს.

სოფია რიჩი

სოციალური ქსელების ერთ-ერთმა მთავარმა it-girl-მა ორსულობის დროს აჩვენა, რომ ქალის ეს მდგომარეობა შესანიშნავი მიზეზია გარდერობის გადახედვისა და სიმარტივისთვის - მისი ლუქი კომბინიზონით არის ახალი გზა კარგი ძველი ჯინსის ტარების.



ჩაცმულობას ავსებდა Loewe-ს სპორტული ფეხსაცმელი კარამელის ფერის ძირით, ასევე რეტრო სტილში გადაწყვეტილი მარტივი კომბინაციები, რაც ვარსკვლავს მიმზიდველს, მომხიბლავს და განსაკუთრებულს ხდიდა ორსულობის პერიოდში.

ლეა მიშელი

როგორც ჩანს, ლეა მიშელმა ყველაზე კომფორტულად გადაწყვიტა ორსულობის პერიოდის გატარება, ამიტომ მან ყველაზე მარტივი ლუქები აარჩია.



წითელ ხალიჩაზეც კი, მას ძალიან სადა და უბრალო კაბა ეცვა, რასაც ყველა ქალი ყოველდღიური ჩაცმის სტილში იყენებს მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ლეამ ტენდენციებს თავი აარიდა: წითელი ფერი აღიარებულია 2025 წლის ერთ-ერთ ყველაზე მოდურ ფერად, ხოლო მისი ბალეტის ბრტყელი ფეხსაცმელი თხელი თასმით არის მოდური სტილი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, იყოთ მოდური კომპრომისის გარეშე და ორსულობის პერიოდში ფეხზე კომფორტულად გეცვათ.

შეი მიტჩელი

ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ელეგანტური დედა შთაგაგონებთ, რომ ამ ზაფხულს თქვენს საორსულო ლუქს მეტი ფერი შემატოთ. მიტჩელმა 2025 წლის მთავარი ტონები საკმაოდ გაბედულად შეუხამა - კრემისფერი ყვითელი, ღია ლურჯი და ნაზი ვარდისფერი, რომლის ტენდენციაც Fendi-მ დააწესა.



შეი გვთავაზობს ამ უკანასკნელის ტარებას კლასიკურ ხაკისფერთან, ასევე ოქროსფერჩარჩოიან მოდურ სათვალესთან ერთად.
მიტჩელი თამამად ირგებდა ძალიან მოკლე ქვედატანებს თუ შორტებს და არც ლამაზი და დიდი მუცლის გამოჩენას ერიდებოდა საზოგადოების წინაშე.