სილამაზე

სახის მოვლა და ზაფხულში აკრძალული პროცედურები

სახის მოვლა და ზაფხულში აკრძალული პროცედურები

ზაფხულის დადგომასთან ერთად, სულ უფრო მეტ დროს ვატარებთ მზის ქვეშ, თუმცა, სწორედ ამ პერიოდში ელის კანს სერიოზული გამოწვევა: მაღალმა ტემპერატურამ, აქტიურმა მზემ და მომატებულმა ტენიანობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს მის მდგომარეობაზე. ამ შემთხვევაში, თქვენ არა მხოლოდ უნდა გადახედოთ სახის მოვლის რუტინას, არამედ მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეთ მას - გაითვალისწინეთ, ყველა მანიპულაცია არ არის დაშვებული გაზაფხულ-ზაფხულის სეზონზე.

1. პროცედურები ფრაქციული ლაზერის გამოყენებით (CO2, ერბიუმი)

ასეთი პროცედურები მოიცავს ლაზერულ გაახალგაზრდავებას და სისხლძარღვების ან პიგმენტაციის მოცილებას. ფაქტია, რომ ფრაქციული ლაზერი იწვევს კანზე მიკროდაზიანებას და ანთებას, ხოლო მზის ზემოქმედება დაზიანებულ ეპიდერმისზე, თავის მხრივ, აძლიერებს ანთებით პროცესებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს გართულებები, რომელთა შედეგების სწრაფად გამოსწორება შეუძლებელია.

ყველაზე გავრცელებული გართულებაა კანის ჰიპერპიგმენტაციაა, ულტრაიისფერი სინათლე განსაკუთრებით აქტიურად ასტიმულირებს მელანინის გამომუშავებას იმ ადგილებში, სადაც კანი ჯერ არ გამოჯანმრთელებულა, შედეგად, მასზე მუქი ლაქები წარმოიქმნება, რომლებიც შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს.

თუ პროცედურა თავდაპირველად პიგმენტთან საბრძოლველად ჩატარდა, მაშინ მზის სხივების ზემოქმედებით ის შეიძლება კიდევ უფრო კაშკაშა გახდეს, ეფექტი კი მოსალოდნლელისგან აბსოლუტურად საპირისპირო იქნება.

ასევე არსებობს ერითემის - კანის გაწითლების რისკი. ლაზერის გამოყენების შემდეგ, ის შეიძლება რამდენიმე კვირის განმავლობაში დარჩეს ვარდისფერი ან წითელი. ულტრაიისფერი გამოსხივების გამო, ეს პროცესები შეიძლება მხოლოდ გაძლიერდეს და გადაიზარდოს ქრონიკულ ერითროზში, ან როზაცეაში.

არ დაგავიწყდეთ, ულტრაიისფერი გამოსხივება ანელებს რეგენერაციას, შეიძლება გამოიწვიოს მიკროანთება, რაც არღვევს კანის ნორმალური აღდგენის პროცესს, ეს კი თავის მხრივ ზრდის ნაწიბურების გაჩენის რისკს.

2. საშუალო და ღრმა პილინგი

პილინგი ათხელებს კანის რქოვანა ფენას და ფაქტიურად მზის სხივების ზემოქმედების ქვეშაა. იმ მომენტში, როდესაც ეპიდერმისი აქტიურად აღდგება პროცედურის შემდეგ, ულტრაიისფერმა დასხივებამ შეიძლება გამოიწვიოს მელანინის გამომუშავების გაზრდა.

შედეგად, იმ ადგილებში, სადაც მანიპულაცია ჩატარდა, ჩნდება პიგმენტური ლაქები, რომელიც შეიძლება თვეების განმავლობაში გაგრძელდეს და ძალიან მდგრადი იყოს. მზეზე ხანმოკლე ყოფნამაც კი (ან ჩრდილში, მაგრამ SPF-ის გამოყენების გარეშე) შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა, სიწითლე და აქერცვლა. გლუვი და მოვლილი კანის ნაცვლად, თქვენ მიიღებთ უხეშ, არათანაბარ რელიეფს.

გარდა ამისა, პილინგის შემდეგ ულტრაიისფერმა სინათლემ შეიძლება გამოიწვიოს კაპილარების გაფართოება. ეს შეიძლება განსაკუთრებით აისახოს მგრძნობიარე და სიწითლისკენ მიდრეკილ კანზე.

3. BBL თერაპია

BBL (ფართოზოლოვანი სინათლის) პროცედურა, რომელსაც ხშირად ფართოზოლოვან ფოტოთერაპიასაც უწოდებენ, აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში პიგმენტაციისა და სისხლძარღვთა ქსელის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს მოწყობილობა განსაკუთრებით პოპულარულია, რადგან მისი გამოყენება მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი. ზოგიერთი პროგრამის შედეგი არანაირად არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კაშკაშაა მზე.



მთავარია, არ დაგავიწყდეთ SPF პროდუქტის წასმა და რეგულარული განახლება, თუმცა, პიგმენტაციისა და როზაცეას წინააღმდეგ ბრძოლა მაინც უმჯობესია შემოდგომამდე გადადოთ. ფაქტია, რომ BBL მოწყობილობის გარკვეულ სიღრმეზე მუშაობის შემდეგ, კანი უფრო მგრძნობიარე ხდება ულტრაიისფერი გამოსხივების მიმართ და მზის ხანმოკლე ზემოქმედებამაც კი შეიძლება გამოიწვიოს ლაქების გაჩენა, არსებული პიგმენტაციის გაუარესება და კანის არათანაბარი ტონი.