
ზაფხულის სიყვარული მხოლოდ მარტოხელებისთვის არ არის, რომლებიც გაცნობის სურვილით ყოველ შაბათ-კვირას ახალ ადამიანს სცდიან. ზაფხული ასევე შესანიშნავი დროა ურთიერთობის რჩევების გასათვალისწინებლად და რომანტიკის ხელახლა გასაღვივებლად გრძელვადიან პერსპექტივაში!
TREND გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო რჩევას ზაფხულის რომანტიკის განახლებისთვის:
განაახლეთ იმიჯი
გასაპრანჭად შეიძინეთ ლამაზი და სექსუალური კაბა, გაიკეთეთ ახალი ვარცხნილობა, ეწვიეთ სილამაზის სალონს ლამაზი პედიკურის გასაკეთებლად და მოირგეთ ლამაზი სანდლები, ან უბრალოდ გაიშალეთ თმები, გაისწორეთ ტანსაცმელი და წაისვით წითელი პომადა.
რადგან ზაფხული ზედგამოჭრილი დროა ლამაზი ნამზეურისთვის, არც ეს მოიკლოთ, ბუნებრივი რუჯი უფრო მეტად გაუსვამს ხაზს თქვენს ნაკვთებს თუ სხეულის კონტურებს - იარეთ თავდაჯერებულად, თქვენ მშვენიერი ხართ!
იყავით სპონტანური
გადაწერეთ დღის საქმეების სია, გამორთეთ ტელეფონი და დახურეთ დღის ორგანაიზერი, შემდეგ კი გაემგზავრეთ რომანტიკულ მოგზაურობაში.
შეიძლება აღმოჩნდეთ თქვენი ქალაქის ისეთ ადგილას, რომელიც არასდროს გინახავთ, კაფეში, სადაც ადგილობრივ მუსიკას უსმენთ ან უახლოეს პარკში კოქტეილი მიირთვათ. უნდა აღიაროთ, რომ ეს ბევრად უფრო სახალისოა, ვიდრე ის, რაც ადრე გაგიკეთებიათ.
სცადეთ რაიმე ახალი
გააღვიძეთ თქვენი თავგადასავლების მოყვარული მხარე, გაემგზავრეთ ერთდღიან მოგზაურობაში, ცეცხლის ასანთებად აღჭურვილი, რადგან ვინ იცის, სად შეიძლება მოგიწიოთ ღამის გათენება, გამოსცადეთ ზიპლაინზე ახტომა ან კლდეზე ცოცვა. არსებობს რამე უფრო მიმზიდველი, ვიდრე ქალი, რომელიც დაფრინავს და სიამოვნებისგან კივის?
იყავით ზარმაცი
წვიმიანი დღეები სიზარმაცის საუკეთესო „საბაბია“, ამიტომ ისარგებლეთ ამით და გაიხალისეთ მთელი დღე ლოგინში ნებივრობით. ადექით და გაიჭიმეთ დროდადრო, მაგრამ ისიამოვნეთ მშვიდი დღით, საინტერესო წიგნის კითხვით, სასიამოვნო მუსიკით, პარტნიორთან სიყვარულზე საუბრით.
გაერთეთ
გახსოვთ, რას აკეთებდით თქვენ და თქვენი პარტნიორი, როდესაც დაიწყეთ შეხვედრები? რა იყო ყველაზე სახალისო? ხელახლა ეწვიეთ ამ ადგილებს და გააღვივეთ ის სიყვარულის ნაპერწკალი, რომელიც ოდესღაც გქონდათ. დიახ, ეს შეიძლება მოხდეს ბოულინგის დარბაზში, როლიკებით მოედანზე ან სწრაფი კვების რესტორანში. თქვენი გემოვნება შეიძლება არც ისე დახვეწილი ყოფილიყო, მაგრამ თქვენი სასიყვარულო ცხოვრება საკმაოდ მხურვალე და სახალისო იყო, ამიტომ ღირს ცდა და გამეორება!
და ბოლოს, ეს ნაბიჯები სულაც არ საჭიროებს ბევრ ფულს ან მეგობრების გარემოცვას. ეს მარტივი რჩევები დაგეხმარებათ, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებას ცოტაოდენი პიკანტურობა და ხალისი შესძინონ, ზაფხული ხომ ისედაც ახალი ცხოვრების დასაწყებად საუკეთესო დროა.